ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე გალერეის ნამუშევრები საქართველოშია

ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე გალერეის ნამუშევრები საქართველოშია

access_time2016-04-25 18:15:20

ჰოერლე–გუგენჰაიმის თანამედროვე ნამუშევრები საქართველოშია – თანამეროვე ხიდი ...


 

პირველად საქართველოში „ჰოერლე-გუგენჰაიმ ქონთემფორარის“თანამედროვე ხელოვნების გალერეის ნამუშევრების გამოფენა „სილქროუდ ჯგუფის“ ინიციატივით გაიმართა. ნამუშევრების პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შედგა, გალერეის დამაარსებელი და კურატორი ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმი თავად დაესწრო და გამოფენა სახელწოდებით „თანამედროვე ხიდი“ ხელოვნების მოყვარულებს წარუდგინა.

 

ფილიპ გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებული მხატვრების ნამუშევრებს. ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეთიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. მისი გალერეა მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ გავლენიან ფიგურებს, როგორიცაა ენდი ვორჰოლი და ჯონ ლენონი.

 

წარმოშობით ფრანგმა ჰოერლე გუგენჰაიმმა, მოდერნისტული ხელოვნების გალერეა 2014 წელს ნიუ-იორკში დაარსა. გალერეის მიზანი — საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა.

 

„ჩვენი მთავარი მისიაა აღმოვაჩინოთ დამწყები მხატვრები და მათი ნამუშევარი უკვე კარგად ცნობილი მხატვრების გვერდით გამოვფინოთ. ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ, ჩვენს გალერეას წარმატება მოკლე დროში მიუტანა,“ - ამბობს გალერეის კურატორი.

 


არტ-ბიზნესის პარალელურად ის, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის დაკავებული. საქართველოში გუგენჰაიმი მეორედ იმყოფება. გამოფენაზე წარმოდგენილია მასიმო აგოსტინელის, ვილიამს კორმონას, ფრანც კლაინზეკის, კონორ მაქქრიდის, ნუნსიო პაცის, ჰუან მიგელ პალაციოს, აბდულა ქანდილის, ნელსონ საიერსის, მაიქლ ტურჩინის, დომინგო ზაპატას და მაქს ვიდემენის ნამუშევრები.სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები ამშვენებს ნიუ-იორის, ლონდონის, რომის, ციურიხის, სტამბულის, ტოკიოს, ჰონგ-კონგის და სხვა დიდი ქალაქების პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებს. მათი შემოქმედებით კრისტის და სოთბის აუქციონებიც ინტერესდებიან.

 

(მასიმო აგოსტინელი, მონა ლიზა, ფოტოს ავტორი ლევან ლეკო ჭყონია)

 

 

სურვილის შემთხვევაში ხელოვნების მოყვრულებს საქართველოში ჩამოტანილი კოლექციის ნამუშევრების ყიდვაც შეუძლიათ.

 

სასტუმრო რადიოსნში გამოფენა ორი კვირა დარჩება, შემდეგ კი ექსპოზიცია წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს და მსურველები გამოფენის ნახვას ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ. უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა თბილისში. ამ პროექტში გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“.

 

„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შორის პარტნიორიბა შედგა. უახლოეს მომავალში ჩვენი გალერის საქართველოში გახსნა იგეგმება და ეს ხელს შეუწყობს, როგორც უცხოელი თანამედროვე მხატვრების და ფოტოგრაფების საქართველოში პოპულარიზაციას, ასევე ქართველი ხელოვანების სახელის საზღვრებს გარეთ გატანას.“ - განაცხადა გალერეის დამფუძნებელმა.

 

(მთავარი ფოტო ლევან ლეკო ჭყონიასი)




მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up