„ჰოერლე-გუგენჰაიმ ქონთემფორარი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ: თანამედროვე ხელოვნების გამოფენა წინანდალში

„ჰოერლე-გუგენჰაიმ ქონთემფორარი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ: თანამედროვე ხელოვნების გამოფენა წინანდალში

access_time2016-05-11 12:55:43

10 მაისიდან,  ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის კოლექციიდან. 


2014 წელს ნიუ იორკში დაარსებული ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებულ, დამწყები და უკვე შემდგარი მხატვრების ნამუშევრებს. ჰოერლე-გუგენჰაიმის მოწოდება საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა.  მისი ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეტიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას.  

 

წინანდალში წარმოდგენილი იქნება ისეთი მხატვრების და ფოტოგრაფების დახლოეობით 25 ნამუშევარი, როგორებიც არიან: მასიმო აგოსტინელი, ვილიამს კორმონა, ფრანს კლაინზეკი, კონორ მაქქრიდი, ნუნსიო პაცი, ჟან მიგელ პალაციო, აბდულა ქანდილი, ნელსონ საიერსი, მაიქლ ტურჩინი, დომინგო ზაპატა, მაქს ვიედემენი. სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიით შესრულებული მათი ნამუშევრები ამშვენებს ნიუ-იორკის, ლონდონის, რომის, ციურიხის, სტამბულის, ტოკიოს, ჰონგ-კონგის  და სხვა ქალაქების პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებს.  მათი შემოქმედების მიმართ კრისტის და სოთბის აუქციონები ავლენენ ინტერესს. 

 

აღნიშნული მხატვრების ნამუშევრების გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა და მათი ნახვის უნიკალური საშუალება დამთვალიერებელს წინანდალში 5 ივნისამდე ექნება.   

 

უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა თბილისში. ამ პროექტში ჰოერლე-გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია სილქ როუდ ჯგუფია. 

 


„სილქ როუდ ჯგუფი“ 2007 წლიდან ახორციელებს წინანდლის ისტორიული კომპლექსის მართვას და პატრონაჟს. მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, მოხდა კომპლექსის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია, რამაც შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას ისტორიული ღირებულება დაუბრუნა. დღესდღეობით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი სხვადასხვა გამოფენების, კონცერტების, მასტერ-კლასების და სხვა კულტურული ღონისძიებების სასურველი სამასპინძლო სივრცეა.




იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up