H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

access_time2018-01-16 12:15:18

„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს.


„ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ კარგად არის დატვირთული, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედდებამ შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. ვფიქრობთ, რომ გარკვეულ ეტაპზე დაკვეთების შემცირება მოხდება, თუმცა ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ მოვერგოთ საკანონმდებლო ცვლილებებს და მინიმუმამდე დავიყვანოთ სარეკლამო ბაზარზე ის ზემოქმედება, რასაც აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს.  ვეცდებით გარე-რეკლამის სერვისში ჩავრთოთ სხვა კომპანიები,  რომლებიც თამბაქოს კომპანიებს ჩაანაცვლებს და დააბალანსებს მოთხოვნა-მიწოდებას“, - აცხადებს პერტაია.


მისი თქმით, გასული წელი გარე-რეკლამის ბიზნესისთვის წარმატებული იყო.



„გასულ წელთან შედარებით გარე-სარეკლამო ბიზნესს 15%-იანი ზრდა ჰქონდა. ეს გამოწვეული იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებით, ასევე ბიზნესის გააქტიურებით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საქართველოში ცნობილი ბრენდის H&M-ის შემოსვლის კამპანია. გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობა დაახლოებით 70-80% იყო. 2017 წელი წარმატებული წელი იყო. რომ შევაჯამოთ მიმდინარე წელს დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აღნიშნავს ზურაბ პერტაია.


ზურაბ პერტაიას თქმით, ყველაზე მეტად გარე რეკლამას მსხვილი ბიზნესი, მათ შორის აზარტული თამაშების სფერო, დეველოპერული კომპანიები, საცალო ვაჭრობა და თამბაქოს კომპანიები ირჩევენ.


გარე-რეკლამის ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშეა აუთდორ.ჯი და ალმა. ალმა ბილბორდების გარდა ასევე ფლობს ავტობუსის მოსაცდელებს და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამის განთავსების უფლებას.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up