ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის  მოდელი წარადგინა

ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა

access_time2020-07-15 09:55:07

ჰიუნდაის ახალი მე-8 თაობის სონატა  უკვე საქართველოშია. სონატას პრემიერა, რომლის ისტორიაც 35 წელს ითვლის,  2020 წელს  ნიუ იორკის ავტოშოუზე შედგა და უახლესი მოდელი ახლა უკვე ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშიც ხელმისაწვდომია.


ახალი სონატა  ტევადობითა და ინტერიერის თუ ექსტერიერის დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ამასთან ერთად, სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.


უსაფრთხოების ისეთი სტანდარტული სისტემემის გარდა, როგორებიცაა ABS და ESP, ავტომობილის მახასიათებლებია:


  • სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC)
  • აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა (HAC)
  •  ავტომობილის სტაბილურობის სისტემა (VSM)
  • ელექტრო პარკირების მუხრუჭი ავტომატური შეყოვნების ფუნქციით
  • სამაშველო სამსახურის გამოძახების ღილაკი

 

აღსანიშნავია ავტომობილის LED-განათება (შუქდიოდური), BOSE-ის აუდიოსისტემა, გასართობ- საინფორმაციო მულტიმედიური სისტემა Auto და Apple Car Play თავსებადობით, ორზონიანი კლიმატკონტროლი, პანორამული სახურავი და ა.შ



რაც შეეხება, Sonata-ს  ექსტერიერსა და ინტერიერს, პირველის შემთხვევაში, თვალშისაცემია  წინა მხარის ზემოთ აზიდული დღის მაშუქები Matrix-LED-განათებით, ასევე C-ს ფორმის  უკანა მაშუქები, რომლებსაც ჰიუნდაის ლოგოს ქვეშ განთავსებული განათების ხაზი აერთიანებს. ინტერიერში კი,  ავტომობილის  სიგრძე (4,90 მეტრი) განაპირობებს  წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილ ტევადობას, რისი დამსახურებითაც მგზავრები უკანა სავარძელზეც თავისუფლად და კომფორტულად მოთავსდებიან.


 „მოხარულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს სონატას ახალი მოდელი წარვუდგინეთ. ჰიუნდაიში ამ მოდელზე ძალიან დიდი მონდომებითა და ყურადღებით იმუშავეს. თითოეული დამატებული დეტალი განაპირობებს იმას, რომ ამ ავტომობილის სახით მომხმარებელს ჩვენს შოურუმში დახვდება   სოლიდური ტექნიკითა და მოდური დიზაინით გამორჩეული ტევადი და კომფორტული სედანი „- აცხადებენ ჰიუნდაი ავტო საქართველოში.


ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ახალი Sonata ხელმისაწვდომია 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, რომლის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა.  აგრეგატი 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს - ავტომობილს აქვს გადაცემების საჭიდან გადართვის ფუნქცია, მართვის 4 რეჟიმი (ეკო, კომფორტი, სპორტი, სმარტი). ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 232 ნიუტონმეტრია (4000 ბრ/წთ), მაქსიმალური სისწრაფე კი - 210 კმ/სთ.


Sonata-ს საწყისი ფასი ჰიუნდაი ავტო საქართველოში  84 140 ლარიდან იწყება და ჰიუნდაის სხვა ავტომობილების მსგავსად მომხმარებლებს მისი შეძენა, გარბენის მიუხედავად,  5 წლიანი გარანტიით შეუძლიათ.


„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.


https://bit.ly/300jXvy






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up