Hiring.ge ახალი პლატფორმა სამსახურის მაძიებლებისთვის

Hiring.ge ახალი პლატფორმა სამსახურის მაძიებლებისთვის

access_time2020-11-29 17:00:44

რადიო „კომერსნტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“  პტალფორმა Hiring.ge-ს დამფუძნებლებმა თიკა პაპაშვილმა და ვანო ნარიმანიძემ ისაუბრეს.


Hiring.ge არის პლატფორმა, რომელიც ერთის მხრის სამსახურის მაძიებელს აძლევს საშუალებას გააკეთოს განაცხადი მისთვის სასურველ ვაკანსიაზე, მეორეს მხრივ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სასურველი კადრი იპოვონ.


ამ პლატფორმის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ სამსახური მაძიებელს აქვს შესაძლებლობა, რომ საიტზე თავიანთი რეზიუმე, სერტიფიკატები , დიპლომები, სამოტივაციო წერილები  ე.წ. სივის ბანკში ბანკში განათავსონ, ხოლო შემდეგ ეს ინფორმაცია კომპანიბისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

კომპანიებს კი აქვთ შესაძლებლობა, რომ ფილტრაციის  საშუალებით მოითხოვონ ის კანდიდატურა, რომელიც მათ ვაკანსიას ყველაზე მეტად შეესაბამება.

რა თქმა უნდა ეს არის დაშიფრული და კომპანიის წარმომადგენელი ერთის  მხრივ თანხმობას სთხოვს სამსახურის მაძიებელს, რომ პერსონალური მონაცემები გაანდოს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პერსონალური ინფორმაცია დამსაქმებლისთვის ხელმისაწვდომი“ -  აღნიშნავს თიკა  პაპაშვილი.


Hiring.ge- ს თანადამფუძნებელმა, ვანო  ნარიმანიძემ აღნიშნა, რომ პლატფორმის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია და ამ  ეტაპზე 500- მდე  სივია განთავსებული, ნარიმანიძის განმარტებით პორტალზე 50 კომპანიაა რეგისტრებული, ზოგიერთი კომპანია კი პლატფპრმის გაცნობის ეტაპზეა და ტოპ მენეჯმენტისგან დასტურს ელოდება, რომ ვაკანსია hiring.ge ზე განათავსონ.


პლატფორმის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ Hiring.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ სივის ბანკიდან მათთვის სასურველი კადრი ვაკანსიის გამოუცხადებლადაც შეარჩიონ.


თვითონ hiring - ის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ქართულ დასაქმების ბაზარზე არ არსებობს ისეთი პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში ავტორიზებული იქნებოდა ყველაფერი, დაწყებული ვაკანსიის დადებიდან, დამთავრებული კადრის აყვანამდე. ეს პროცესი ასევე მოიცავს კადრების გადარჩევას გასაუბრებაზე დაბარებას და ა.შ.“ - აღნიშნავს ვანო ნარიმანიძე.



თიკა პაპაშვილის განმარტებით, hiring.ge -ზე ამ ეტაპზე  მხოლოდ  თბილისში არსებული ვაკანსიებია განთავსებული, თუმცა მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება სხვადასხვა ქალაქებიდანაც არის და კომპანიის წარმომადგენლებს ხშირად მიმართავენ კითხვით, თუ რატომ არ ცხადდება ვაკანისები, გორში ქუთაისში თუ სხვა ქალაქებში.


Hiring.ge სამსახურის მაძიებელს იმის საშუალებსაც  აძლევს, რომ რეგისტრაციის  დროს, სასურველი კატეგორია, ქალაქი და ხელფასი მიუთითონ და შესაბამისი ვაკანიის არსებობის  შემთხვევაში ინფორმაცია მათ პირად მეილზე მიუვათ.


ვანო ნარიმანიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გარკვეულ პოზიციებზე მოთხოვნა არსებობს და იმედოვნებს რომ კომპანიებისგან საიტზე ვაკანსიის განთავსების მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.


თიკა პაპაშვილის განმარტებით კი დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა, რადგან როდესაც დისტანციურად  გიწევს  მუშაობა და ხელმძღვანელი დასაქმებულის ყოველდღიურ უშალო მონიტორინგს ვერ ახორციელებს.


ერთადერთი მნიშნვენლოვანია, ის რომ კანდიდატს  სახლში უნდა ჰქონდეს მინი ოფისის მოწყობის შესაძლებლობა, რაც ქართულ რეალობაში ჭირს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობს და ამიტომ კომფორტული გარემოს მოწყობა რთულია. ასევე კანდიდატს უნდა გააჩნდეს საბაზისო კომპიუტერული უნარები, უნდა შეეძლოს იგივე ზუმის და თიმსის გამოყენების შესაძლებლობა“ -  აღნიშნავს ვანო  ნარიმანიძე.


Hiring.ge-ს მიზანი დასაქმების პროცესის გამარტივება და კომპანიების და აპლიკანტების ერთმანეთთან მარტივი გზით დასაკვშირებაა.


კომპანიის წარმომადგენლები განცხადებით ეს ყველაფერი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება და ასევე პლატფორმა კმპანიებს ფულის დაზოგვის შესაძლებლობსას აძლევს, რადგან მათ აღარ მოუწევთ დამატებით Hr soft - ის შეძენა და სივების მიღებისას მეილების მონიტორინგი.


Hiring.ge სამომავლოდ  Block Chane- ის ინტეგრაციას გეგმავს, იმისათვის, რომ პერსონალური ინფორმაცია უკეთ იყოს დაცული.


„ეს პლატფორმა არის სრულ შესაბამისობაში პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის ზოგად რეგულაციასთან, შესაბამისად  ვაკანსიის განთავსება  უცხოელებსაც შეეძლებათ და მათი მონაცემები იქნება დაცული.

ეს  პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის გარეთაც გავიდეთ და ენების ინტეგრირებაც ამ პლატფორმაში ძალიან მარტივია

ისეთი  დიდი კომპანიები  როგორიც საქართელოში არის  ბანკები,  ჩვეულებრივი დასაქმების  საიტებზე  არ დებენ  ვაკანსიებს , რადგან მონაცემები არ  არის  დაცული, შესაბამისად  მათ უწევთ ლინკის დადება  საიტებზე და რეალურად განაცხადს ამ ლინკზე აკეთებ.“  -  აცხადებს თიკა პაპაშვილი.

 

 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up