ჰიპერბგერითი მომავალი - თბილისიდან ვაშინგტონამდე 2 საათში

ჰიპერბგერითი მომავალი - თბილისიდან ვაშინგტონამდე 2 საათში

access_time2020-12-13 19:00:39

თვითმფრინავის შექმნიდან საუკუნეზე მეტი გავიდა. ბოლო 50 წელიწადში სამოქალაქო ავიაციაში კომფორტი და უსაფრთხოება გაიზარდა, მაგრამ ცვლილებები არ შეხებია სიჩქარეს. უკანასკნელი ზებგერითი ხომალდი - კონკორდი 2003 წელს ჩამოწერეს. თუ ზებგერითმა ძალიან მაღალი ფასისა და აკუსტიკური დაბინძურების გამო არ გაამართლა 20-იან 30-იან წლებში მათი ადგილი შესაძლოა ჰიპერბგერითმა თვითმფრინავებმა დაიკავონ.


1903 წელს ძმებმა რაითებმა პირველი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი შექმნეს. მანძილი რომელიც ამ აპარატმა პირველად დაფარა უფრო მოკლე იყო, ვიდრე Boeing 777-ისა და Airbus A380-ის გაშლილი ფრთების სიგრძე.


საშუალო მანძილზე დიდწილად და შორ მანძილზე საჰაერო ხომალდებმა სხვა ტრანსპორტი მთლიანად განდევნეს. ტრანსატლანტიკური სამგზავრო საზღვაო რეისები ათწლეულებია სრულდება. 2019 წელს თვითმფრინავით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 4.2 მლრდ-ს მიაღწია. ავიაციიდან შემოსავალმა - 840 მლრდ-ს.


სამხედრო თვითმფრინავებმა სიჩქარე მალე აკრიფეს. უცნაურია, მაგრამ დღემდე ამოუხსნელად რჩება 1967 წელს X15-ზე დამყარებული რეკორდი - 7274 კმ/სთ, რაც წამში 2 კმ-ზე მეტია. სამხედრო ავიაციაში ზებგერითი თვითმფრინავები ახლაც მრავლადაა წარმოდგენილი, თუმცა სამოქალაქო ავიაციაში ასეთი სულ 2 იყო: რუსული Tu 144 და ბრიტანულ-ფრანგული კონორდი. Tu 144-მა პირველი ფრენა კონკორდამდე 1 წლით ადრე 1968 წელს შეასრულა. თვითმფრინავი წარუმატებელი გამოდგა. განხორციელდა მხოლოდ 102 კომერციული ფრენა, საიდანაც 55 მგზავრთა გადაყვანას ემსახურებოდა, დარჩენილი 47 კი საბარგო რეისი იყო. Tu 144 საბოლოოდ 1999 წელს ჩამოიწერა. რაც შეეხება კონკორდს, მისი მთავარი ნაკლოვანება მაღალი დანახარჯი იყო. 2019 წლის კურსით ლონდონიდან ნიუ-იორკამდე ბილეთის ფასი $12 700-ს აღწევდა.


იმისთვის რომ თვითმფრინავი ზებგერითად ჩაითვალოს მან უნდა განავითაროს ბგერის სიჩქარეზე - 1 მახზე მეტი, რაც მინიმუმ 1235 კმ/სთ-ს გულისხმობს. ჰიპერბგერითის სტატუსის მისაღებად კი 5 მახი, ანუ 6175 კმ/სთ-ა საჭირო. ამ სიჩქარით აფრენა-დაფრენის დროის ხარჯის გათვალისწინებით დედამიწის ნებისმიერ 2 წერტილს შორის დაკავშირება 4 საათში გახდება შესაძლებელი. თბილისიდან ლონდონამდე მანძილი 1 სთ-მდე, ხოლო ვაშინგტონამდე 2 სთ-მდე შემოკლდება.



ამჟამად ჰიპერბგერითი საჰაერო ხომალდის აწყობას არაერთი კოპმანია ცდილობს. მათ წინაშე რამდენიმე ამოცანაა, თვითმფრინავმა უნდა გაიაროს უსაფროების ხანგძილივი და გამკაცრებული ტესტი, კონკურენციის გასაწევად დასაშვებია, რომ ბილეთის ფასი იყოს 2-ჯერ ან თუნდაც 3-ჯერ მეტი, მაგრამ არა 10-ჯერ მეტი, ამისთვის კი თავად თვითმფრინავის ღირებულება და საწვავის ხარჯი ასტრონომიული რიცხვებამდე არ უნდა მივიდეს, აჩქარება უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად დისკომფორტული. რა დატვირთვასაც უძლებს სამხედრო მფრინავი მას ვერ უძლებს ჩვეულებრივი მგზავრი. გამკაცრებული ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით მწარმოებელს ასევე მოუწევს, რომ რამენაირად შემაციროს საწვავის მოხმარება და ხმაური, ისე რომ საეჭვო არ გახდეს პირველი კომპონენტი - უსაფრთხოება.


საერთაშორისო პრესა ყოველწლიურად რამდენიმე პროტოტიპზე წერს, რბოლაში გამარჯვებული ჯერჯერობით არ ჩანს. უკეთეს შემთხვევაში ჰიპერბგერითი სამოქალაქო თვითმფრინავები რეგულარული რესების შესრულებას 20-იანი წლების ბოლოდან უფრო მაღალი ალბათობით კი 30-იანი წლებიდან დაიწყებენ.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up