კოსტავაზე „Hilton“ დაგეგმილ დროს არ გაიხსნება - მშენებელი კომპანია 15 000 ლარით დააჯარიმეს

კოსტავაზე „Hilton“ დაგეგმილ დროს არ გაიხსნება - მშენებელი კომპანია 15 000 ლარით დააჯარიმეს

access_time2021-03-19 13:30:43

კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში, 5-ვარსკვლავიან  სასტუმრო „Hilton“ დაგეგმილ დროს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე არ გაიხსნება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „გრანატ“ -მა მშენებლობის ნებართვის ვადის 24 თვით გაგრძელება მოითხოვა.

 

კომპანიამ მათივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოების ნებართვის ვადის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით თბილისის  არქიტექტურის სამსახურს განცხადებით 2021 წლის 7 მარტს მიმართა.

 

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია დედაქალაქის მთავრობამ „გრანატს“ მშენებლობის ნებართვის ვადის გახანგძლივებაზე უარი უთხრა. მიზეზი არის ის, რომ მშენებლობა შეთანხმებული პროექტიდან გადაცდენებით მიმდინარეობს. კომპანიას დაკორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია ატვირთვა და მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმის გადახდის ქვითრის წარმოდგენა დაევალა.


 



„განცხადებასთან თანდართულ, სიტუაციის ამსახველი ფოტომასალით დგინდებოდა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს შეთანხმებული პროექტიდან გადაცდენებით. შესაბამისად განმცხადებელს მიეცა რეკომენდაცია,  იმისათვის, რომ სამსახურს მიეცეს საკითხის განხილვის შესაძლებლობა, საჭიროა მოთხოვნა დააყენოს შეთანხმებული პროექტის ცვლილებაზე და დაკორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია ატვირთოს შესაბამის ნომენკლატურაში“, - განუცხადეს კომერსანტს არქიტექტურის სამსახურში.

 

„კომერსანტმა“ გაარკვია ისიც, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით სანებართვო პირობების დარღვევა, IV კლასის (სასტუმრო) შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 15 000 ლარით ჯარიმდება.

 


აღსანიშნავია, რომ სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანიამ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი გრანატმა შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო „გრანატ“-ს ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში  უნდა შეეყვანა.

 



ხელშეკრულება კიდევ ერთხელ 2019 წელს გადაიხედა. ცვლილებები გულისხმობდა სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებას და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას არა უგვიანებს 2021 წელის 18 მაისისა.

 

ასევე ახალი შეთანხმებით სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირება დაწყება განისაზღვრა არა უგვიანეს 2021 წლის 18 ნოემბრისა. ინვესტორს სასტუმროს შექმნის მიზნით 20 მლნ-ის ნაცვლად 25 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.

 

თუმცა ის ფაქტი, რომ "გრანატ“ -მა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება მოითხოვა აჩენს ეჭვს, რომ კომპანია მთავრობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერ ასრულებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რა რეაგირება ექნება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და დაუწესებს თუ არა კომპანიას პირგასამტეხლოს. უწყებაში "კომერსანტის" კითხვებს არ უპასუხეს და ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა მოგვთხოვეს.

 



კითხვებზე პასუხი არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც შპს „გრანატ“- ის ერთ-ერთი მეწილესგან, მერაბ ჩიხრაძისგან მივიღეთ. მერაბ ჩიხრაძე 2019 წელს აცხადებდა, რომ Hilton-ის მშენებლობა დასრულებულია და ძველი შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობდა. ამბობდა იმასაც, რომ სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულება 60 მლნ დოლარს შეადგენდა. საკითხზე არ საუბრობს მშენებლობის ნებართვის გაგრძელების განმცხადებელი თეა თაბაგარი.

 

შპს „გრანატი 2014 წლის 21 ოქტომბერს არის დაფუძნებული. კომპანიის 50% უზბეკეთის მოქალაქეს შომუროდ ილიასოვს ეკუთვნის,  25% -25% კი, მერაბ ჩიხრაძე და  „ჯი ეს ეი ინვესტი ფლობს, რომელის 100%-იანი წილი დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს არქიტექტურის ვებ - გვერდზე განთავსებული განმარტებით ბარათის მიხედვით ინვესტორი არსებული შენობის რეკონსტრუქციას გეგმავდა, სადაც განთავსდებოდა საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, მინიმუმ 200 ნომრით. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შენობაში არამარტო განთავსებულიყო მაღალი დონის ბრენდული სასტუმრო არამედ მნიშვნელოვანი ყოფილიყო თბილისში, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი 200 ნომრის გარდა 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 100 ადგილიანი პარკინგის მოწყობასაც გულისხმობდა. სასტუმროს უკან გამწვანებული ტერასული ზონის მოწყობა იყო დაგეგმილია. შენობაში გათვალისწინებული იყო რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, ხოლო ზედა სართული მთლიანად უნდა დათმობოდა გამაჯანსაღებელ ცენტრს აუზით.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up