Hilton Batumi Hotel-ში 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის დატვირთულობის დაახლოებით 70-80%-ი უკვე აღდგა

Hilton Batumi Hotel-ში 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის დატვირთულობის დაახლოებით 70-80%-ი უკვე აღდგა

access_time2021-06-11 14:40:00

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. აჭარის შავიზღვისპირეთში განთავსებული სასტუმროები სტუმრების მისაღებად მზად არიან და მიაჩნიათ, რომ პოზიტიური მოლოდინების ფონზე სეზონი საკმაოდ წარმატებული უნდა იყოს


Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი ლევან ასამბაძე ამბობს, რომ საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნა სასტუმრო ბაზარს და უშუალოდ სასტუმრო Hilton Batumi-ს დატვირთულობას უკვე დაეტყო.


„ტურისტული ნაკადების ზრდას უკვე ვგრძნობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ასე შემდეგ. ეს ის ტურისტები და სტუმრებია, რომლებიც Hilton Batumi-ში უკვე ნამყოფია და კარგად იციან Hilton-ის სტანდარტები. ისინი ჩვენ გვენდობიან და ჩამოდიან. თუმცა საზღვრების გახსნა იყო მთავარი, რომ ჩვენი სერვისი უფრო მეტად შეგვეთავაზებინა და ტურისტული ნაკადები გაზრდილიყო.


დატვირთულობას რაც შეეხება, წინა წელთან შედარებით Hilton Batumi Hotel-ში საკმაოდ დადებითი ტენდენციაა. 1-ელი ივნისიდან, ანუ სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ დაიწყო უფრო აქტიურად ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენ გათვლას არა მხოლოდ სასტუმროს სტუმრებზე, ასევე კორპორატიულ შეხვედრებზეც ვაკეთებთ, აცხადებს ლევან ასამბაძე.


Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორის თქმით, MICE ტურიზმის მხრივ Hilton Batumi Hotel-ს სპეციალური პროგრამა გაქვს.



„ჩვენ გვაქვს სპეციალური ივენთ პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებითაც გულისხმობს უფრო მეტ დაცულობას - დასუფთავებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით - კომპანიები გვენდობიან და ჩამოდიან. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ასევე ადგილობრივ ბაზარზეც“, აცხადებს Hilton Batumi Hotel-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.


ლევან ასამბაძე განმარტავს, რომ Hilton Batumi Hotel-ში 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის დატვირთულობის დაახლოებით 70-80%-ი უკვე აღდგა.


„თუმცა განსხვავება არის ის, რომ 2019 წელს ესიყო წინასწარ, გარკვეული პერიოდით ადრე, გაკეთებული ჯავშნები, წინასწარ დაკონტრაქტებული პარტნიორები, წინასწარ დაკონტრაქტებული MICE ტურიზმის შეკვეთები. მაგრამ წელს შედარებით განსხვავებული ვითარებაა. კი ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები ისევ ჩამოდიან, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვითარება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.


ძალიან მოკლე ფანჯარაში ხდება ჯავშნების მიღება და თავად ტურისტებსაც არ აქვთ იმის გარანტია, რომ ხვალ ან ზეგ რომელიმე ქვეყნის საზღვარი არჩაიკეტება“. განმარტავს Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი.


ირკვევა, რომ Hilton Batumi Hotel-ის მაგალითზე ივნისი ჯავშნების კუთხით საკმაოდ პოზიტიურია. „საზღვრების გახსნამ, ჩვენი ბრენდის მიერ შეთავაზებულმაუსაფრთხოების კუთხით სერვისებმა ტურისტებსმისცა თვითდაჯერებულობა, რომ ჩამოვიდნენსაქართველოში“, აცხადებს ლევან ასამბაძე.


რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით საფასო პოლიტიკა ოდნავ განსხვავებულია.


NS



თეგები:
Hilton Batumi Hotel



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up