15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2-ში ტყვია აღმოჩნდა

15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2-ში ტყვია აღმოჩნდა

access_time2020-08-27 16:20:26

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ნიმუშები შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.


15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.


ნიმუშების სახეობები და შესამოწმებელი პარამეტრები შეირჩა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები.


„ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.


ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.


ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში“,  აღნიშნულია ინფორმაციაში.


ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება. ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.


შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:


1. width=150

პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი პერსილი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 18.11.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


2. width=136

პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი ბიმაქსი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ნეფის კოსმეტიკსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 20.09.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


3. width=142

პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი არიელი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პროქტერი&გემბელი/თურქეთი

წარმოების თარიღი: 29.11.19

შესყიდვის ადგილი:  ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


4. width=125

პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი ტაიდი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პროქტერი&გემბელი/თურქეთი

წარმოების თარიღი: 12.12.19

შესყიდვის ადგილი:  ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია, ბორი და ფორმალდეჰიდი


5. width=80

პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი სავექსი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ფიკოსოტა/ბულგარეთი

წარმოების თარიღი: 27.11.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი


6. width=129

პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი ლოსკი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუს/რუსეთი

წარმოების თარიღი: 04.10.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


7. width=112

პროდუქტის დასახელება: თხევადი სარეცხი ფხვნილი პერვული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 13.12.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


8. width=137

პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი ბოსი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს აისტი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 21.07.07

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი გუდვილი (ქავთარაძის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


9. width=150

პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი ალ აფრა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბლეხერ შავაფ გრუპი/სირია

წარმოების თარიღი: 8.26.09

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი გუდვილი (ქავთარაძის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


10.width=150

პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი ეურეკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ევრიკა ელასი/საბერძნეთი

წარმოების თარიღი: 27.08.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი გუდვილი (ქავთარაძის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი  და ფორმალდეჰიდი


11.width=135

პროდუქტის დასახელება: თხევადი სარეცხი ფხვნილი ლასკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ჰენკელ რუს/რუსეთი

წარმოების თარიღი: 11.07.19

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


12. width=100

პროდუქტის დასახელება: თეთრეულის კონდიციონერი პუარი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს გრინფილდ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 11.12.18


შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


13.width=103

პროდუქტის დასახელება: ქსოვილის დამარბილებელი სემანა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ფიკოსოტა/ბულგარეთი

წარმოების თარიღი: 20.12.18

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


14.width=113

პროდუქტის დასახელება: თეთრეულის დამარბილებელი ლენორი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს პროქტერი&გემბელ ნოვომოსკოვსკი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 11.11.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


15.width=108

პროდუქტის დასახელება: თეთრეულის კონდიციონერი ვერნელი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 25.11.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


16.width=114

პროდუქტის დასახელება: ქსოვილის დამარბილებელი ფროში

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ერდალ-რექსი/გერმანია

პარტიის ნომერი: 190429

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


17.width=99

პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი პოდსნეჟნიკი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს დომ ბიტ ხიმი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 12.09.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


18.width=130

პროდუქტის დასახელება: ხალიჩების საწმენდი ვანიში

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს რეკიტ ბენკიზერი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 27.03.18

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი


19.width=116

პროდუქტის დასახელება: მაცივრის საწმენდი დოქტორ ბეკმანი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: დელტა პრონატურა/გერმანია

წარმოების თარიღი: 11.07.19 

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


20.width=118

პროდუქტის დასახელება: იატაკის საწმენდი ჩისტინი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს სტუპინსკის ქიმიური ქარხანა/რუსეთი

წარმოების თარიღი: 07.12.19

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


21.width=108

პროდუქტის დასახელება: შუშის საწმენდი ეკო პლანეტი

მწარმოებელი ფირმის კოდი/ქვეყანა: A-08812521/საფრანგეთი

წარმოების თარიღი: 19.03.15

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


22.width=128

პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი პრილი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 22.10.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა


23.width=107

პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი ბიოლანი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ნეფის კოსმეტიკსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 09.11.19

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


24.width=143

პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი აოსი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ნეფის კოსმეტიკსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 08.12.19

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია და ფორმალდეჰიდი


25.width=119

პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი Peaux Sensibles 

მწარმოებელი ფირმის კოდი/ქვეყანა: B-00432/ბელგია

წარმოების თარიღი: 22.01.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


26. width=136

პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი ფეირი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პროქტერი&გემბელი/თურქეთი

წარმოების თარიღი: 02.01.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი


27.width=124

პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი ბიომიო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ორგანიკ ფარმასიუტიკალზი/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 06.21

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი


28.width=111

პროდუქტის დასახელება: მინის საწმენდი ავე

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Pakshoo Chemical & Manufacturing Co./ირანი

წარმოების თარიღი: 01.01.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


29.width=129

პროდუქტის დასახელება: შუშის საწმენდი ქლინი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Henkel Central and Eastern Europe Operations GmbH/ავსტრია

წარმოების თარიღი:  06.03.17

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა


30.width=118

პროდუქტის დასახელება: იატაკის საწმენდი მისტერ მუსკული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ეს-სი ჯონსონი/უკრაინა

წარმოების თარიღი: 23.10.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


31.width=109

პროდუქტის დასახელება: სამზარეულოს საწმენდი ბიომიო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს მეზოპლასტი/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 04.22

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი


32.width=109

პროდუქტის დასახელება: ავეჯის საწმენდი პრონტო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ეს-სი ჯონსონი/უკრაინა

წარმოების თარიღი: 21.08.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


33.width=110

პროდუქტის დასახელება: ზედაპირების საწმენდი სიფ კრემი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს უნილევერ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 29.09.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


34.width=119

პროდუქტის დასახელება: ქურების საწმენდი ჰოუმსტარი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს გრინფილდ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 17.12.19

შესყიდვის ადგილისუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


35.width=115

პროდუქტის დასახელება: სამზარეულოს საწმენდი სანიტოლი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს გრინფილდ რუსი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 22.11.19

შესყიდვის ადგილისუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


36.width=111

პროდუქტის დასახელება: ქურის საწმენდი სანიტარი ფორმულა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს სტუპინსკის ქიმიური ქარხანა/რუსეთი

წარმოების თარიღი: 21.11.19

შესყიდვის ადგილისუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


37.width=106

პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი ჟარდინო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ალფატექფორმი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 11.11.19

შესყიდვის ადგილისუპერმარკეტი ფიქს ფრაიზი (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


38.width=94

პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი გლეიდი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს აეროსტარ კონტრაქტი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 28.12.18

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


39.width=88

პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი კომპაქტ ბლუმი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: არსან ქემიკალი/თურქეთი

წარმოების თარიღი: 25.10.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა


40.width=99

პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი აირ ვიკი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რეკიტ ბენკიზერი/დიდი ბრიტანეთი

წარმოების თარიღი: 24.04.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი კარფური (ხიზანიშვილის 1),  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი


ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up