ჰიდრორესურსების გარეშე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

ჰიდრორესურსების გარეშე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

access_time2018-04-27 14:42:40

ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე გადაცემაში „საქმიანი დილა" ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე საუბრობს.


- ბატონო გია, ყველამ იცის, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება აღნიშნულ გამოწვევას ისე ვუპასუხოთ, რომ მოსახლეობაში საინვესტიციო პროექტების მიმართ წინააღმდეგობა არ იყოს?

 

- სახელმწიფოს მიზანია ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ბუნებრივ აირთან და ნავთობთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვექმნება. ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს. ეს მიღწევადია, თუმცა ჩვენ ზამთრის თვეებთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. მე ხაიშის პრობლემური ინციდენტის მონაწილე ვარ. რაღაცებს თუ არ შევცვლით, ეს იგივე შედეგს მოგვიტანს, რაც 90-იან წლებში ''ხუდონჰესის" გაჩერებამ მოგვიტანა. საქართველოში წელიწადში ''ენგურის" 2 თეთრიანი მილიარდ-ნახევარი კილოვატ საათის ელექტროენერგია რომ გვქონდეს, სულ სხვა სიტუაცია და სხვა ტარიფი იქნებოდა დღეს. ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც უფრო თამამად შევეჭიდებოდით. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა.

 

მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ვაგვიანებთ და განსაკუთრებით ''ხუდონის" მშენებლობას. როგორც ენერგეტიკოსს მიმაჩნია, რომ ''ხუდონი" საქართველოსთვის აუცილებელია. რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო მოვიმკით იმ პრობლემებს, რაც ამის შემდგომ გვექნება.

 

ვფიქრობ, ჰიდროელექტროენერგეტიკაში დღეს ორი ძირითადი მიმართულება აგვაქვს. ბუნებრივია, მიმდინარეობს ''ნენსკრას" მშენებლობა, მაგრამ ''ხუდონი" აუცილებლად დასამთავრებელია და უნდა ვიფიქროთ ენგურთან ჰიდრომააკუმილირებელი სადგურის მშენებლობაზე, რომელსაც აფხაზეთის მიმართულებით თავისი პოლიტიკური დატვირთვა ექნება. ეს ისეთი სადგურია, რომელიც გამოადგება ქართველებს, აფხაზებს, ენგურს და მოსახლეობას.

 

- შედეგად ზამთარში აღარ მოგვიწევს თბოსადგურებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება?

 

- ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ენგურიდან წყალს ვღვრით, ამიტომ ჰიდრომააკუმულირებელი სადგური გამომუშავებულ წყალს ისევ უკან აიტანს კაშხალში და კაშხლის დამუშავების რეჟიმები აბსოლუტურად შეიცვლება. ამით ქვეყანა მოგებული დარჩება, რადგან ატანას იმდენი ენერგია არ ჭირდება, რაც მისი გამომუშავებით შეიძლება მივიღოთ. აუცილებელია ენგურის კაშხლის დამუშავება მოხდეს რეჟიმების შესარჩევად.

 


- ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ''ნენსკრას" პროექტი ხელისუფლების გეგმის მიხედვით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა წილის და წვლილის შეტანა შეუძლია აღნიშნული პროექტის დასრულებას?

 

-ჩვენს მთლიან გამომუშავებაზე ''ნენსკრას" ხვედრითი წილი დაახლოებით 5%-7%-ია. ამ პროექტის მნიშვნელობა ის არის, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში გამომუშავებული ელექტროენერგია განსხვავდება დეკემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიისგან. ''ნენსკრა" საცავიანი სადგურია და ჩვენ საცავს მაშინ ვიყენებთ, როდესაც გვჭირდება, ანუ იმ 5-7%-ს გაცილებით მაღალი ფასი აქვს დეკემბერში, ვიდრე ზაფხულის თვეებში. პროექტის უნიკალურობა ის არის, რომ საცავი ისე შეგვიძლია ვარეგულიროთ, რომ როდესაც ძალიან გვიჭირს ავიღოთ საცავიდან ენერგია. ენერგეტიკოსებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სადგურის მშენებლობა ცოტა ძვირია, რადგან ადგილია ისეთი მიუვალი, რომ რთულად განსახორციელებელი პროექტია. ჯამში დღეისთვის საქართველოში 5 ათას მეგავატამდე მემორანდუმები, ხელშეკრულებებია შესრულებული. ბუნებრივია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ 5 ათასი მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებს ავაშენებთ, მაგრამ ამის ნახევარი ან ორი მესამედიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ პროექტში ყველაზე მთავარი ის არის, რომ იქ დაიდგმება და დამონტაჟდება უკანასკნელი დანადგარები, ეს იქნება ტექნიკურად მაღალ დონეზე აღჭურვილი სადგური. ეს მნიშვნელოვანია დაცულობის, საიმედოობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ ყველაფერმა კი პროექტის ფასის გაზრდა განაპირობა.


- ჰიდროელექტროენერგეტიკული პოტენციალის რა ნაწილი გვაქვს ათვისებული?

 

- არსებული პოტენციალის ორი მესამედი მაინც რომ ავითვისოთ კმაყოფილი ვიქნებით, რადგან საქართველომ პოლიტიკა უკვე სხვაგვარად განსაზღვრა. ჩვენ ვიცით რა გვაქვს ჰიდროში, როგორი სიტუაციაა თბოში და აქედან გამომდინარე ჩვენი ვექტორი უფრო განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადაიხარა. საქართველო ნელ-ნელა ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით. ესენია მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურები. ბუნებრივია, ჰიდროც განახლებადია, მაგრამ კაშხალიანი სადგურები ეკოლოგიურად პრობლემების მომტანია, განსაკუთრებით სავარგულების დატბორვის გამო. ზოგადად მციე ენერგეტიკა ძალიან კარგია, თუმცა საქართველოში მისი პოტენციალი დაახლოებით 5 მილიარდი კილოვატ საათია.


- პატარა ჰესები რამდენად შეიძლება ისეთი შედეგის მომტანი იყო, რაც შესაძლოა დიდმა სადგურებმა მოგვცეს?

 

- ზუსტად დათვლილი არავის აქვს - ერთი 100 მეგავატიანი სადგური უფრო ვნებს გარემოს, თუ 100 ერთ მეგავატიანი სადგური. ამიტომ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით 3-5 მეგავატიანი სადგურები ეკოლოგიურად ნაკლები ზიანს მიაყენებენ გარემოს, თუ 30 მეგავატიანი სადგური. ეს საკამათო თემებია და გლობალურად საკითხი ასე დგას - ყველა ის მცირე სადგური რომ ავაშენოთ, რომლის აშენებაც შესაძლებელია, 5 მილიარდი კილოვატ/საათი გვექნება სეზონურად. ეს არის აპრილი, მაისი და ივნისი. ანუ იმ წყალჭაობიანობის პერიოდში, როდესაც ენერგია ისედაც არ გვიჭირს. წყალსაცავით ამ პრობლემას ვარეგულირებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ''ხუდონი", ''ნენსკრა" და "ენგური" აუცილებელია. ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია ისეთი სადგური, რომელსაც ვარეგულირებთ.

 

- ამ ყველაფერს საექსპორტო პოტენციალი თუ აქვს?

 

- დაახლოებით 2-3 წლის წინ ძალიან კარგი სიტუაცია გვქონდა, როდესაც თურქეთის ეკონომიკა 7 ცენტად გვეხვეწებოდა ელექტროენერგიის მიწოდებას. დღეს 3.5 ცენტსაც არ გვიხდიან, ამიტომ რეგიონალურმა პრობლემებმა და ლარისა და აშშ დოლარის ურთიერთობამ ელექტროენერგეტიკას ძალიან დაარტყა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პოტენციალი მაინც არსებობს, რადგან ჩვენ ძალიან კარგი ელექტროგადამცემი ხაზები გვაქვს.

 

 

წყარო: bm.ge

 

 

 

 



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up