ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა

access_time2021-07-02 10:30:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტის აკვატორიაში განთავსებული ამორტიზებული სახმელეთო მეტეოსადგური ახალი სადგურით ჩაანაცვლა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მეტეოსადგური გლობალური ლიდერი კომპანია VAISALA- ს მიერ არის წარმოებული. მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალიზირებული პროგრამით უზრუნველყოფილი ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების, ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოწოდებას ახდენს - აღნიშნული მონაცემები გემებისთვის.ძალიან მნიშვნელოვანია.


საზღვაო ნაოსონობის უსაფრთხოება საქართველოს საზღვაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ზღვაზე ნაოსნობისთვის რთული (საშიში) მეტეო მდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას ახორციელებს.



„საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 24 საათიან რეჟიმში, პერიოდულად ახდენს საზღვაო საქმიანობაში ჩართული ყველა მცურავი საშუალების, ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ზღვაზე ფაქტიური მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო საფრთხეებისა და ინციდენტების პრევენციისთვის“, - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.


ანალოგიური სადგურების განთავსება ბათუმის პორტსა და საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე იგეგმება.






ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...

აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - ახალი და აღდგენილი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - ახალი და აღდგენილი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
access_time2021-09-23 16:00:00
პირველად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ზამთრის...


მსგავსი სიახლეები

up