ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას

access_time2019-04-23 09:00:31

21 აპრილი 2019 წელი

 

პანკისის ხეობაში მოსახლეობამ ხადორ სამის მშენებლობა გააპროტესტა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში დაშავდნენ, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როცა  მის მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს.

 

 

 18 თებერვალი 2019 წელი

 

გუდამაყრელები ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებდნენ. შპს. “სოლო ენერჯი“ მდინარე შავ არაგვსა და მდინარე ბაკურხევზე ორი ჰესის „შავი არაგვისა“ და „შავი არაგვი 1“-ის მშენებლობას გეგმავდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია “სოლო ენერჯის” ჰესების მშენებლობაზე უარი უთხრა.

 

 

 17 თებერვალი 2019 წელი

 

 

 მაჭახლის ხეობაში ჰესის აშენებ გონიოში გააპროტესტეს. ჰესის მშენებლობას 3 500-მდე ხელმომწერი ეწინააღმდეგება. მაჭახლის ხეობის მკვიდრები პრემიერ- მინისტრისთვის ოფიციალური მიმართვას ამზადებენ. მათი მოთხოვნა იმ მემორანდუმის გაუქმებაა, რომლის საფუძველზეც „სილქროუდჯგუფის“ შვილობილი კომპანია „მაჭახელა ჰესი“ ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით აქციები პერმანენტულად იმართება.

 

 7 თებერვალი 2019 წელი

 

სვანეთისა და რაჭის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს თბილისში, სასტუმრო „იოტას“ წინ, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხილვა მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა EBRD-სა და მთავრობას მოუწოდეს გადახედონ საკუთარ პოლიტიკას, არ დააფინანსონ ნენსკრას, ხელედულას, ნამახვანის, ონის, მაჭახელისა და სხვა ჰესების მშენებლობა.

 

 14 მარტი 2018 წელი


 14 მარტს, „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, თბილისში გაიმართა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა. აქციაში მონაწილეობდნენ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ხევისა და მთიულეთის მცხოვრებლები, გარემოს დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს მოუწოდეს, არ დააფინანსონ დიდი ჰესების სამშენებლო პროექტები.

 

 

 14 მარტი 2018 წელი

 

 

 „გადავარჩინოთ ქუთაისი ნამახვანის საფრთხისგან“ – აქცია „ჯაჭვის ხიდზე“

 

აქციის მონაწილეებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, წყალტუბოსა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების 14 სოფლის ტერიტორიაზე ჰესების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში დაიტბორება რამდენიმე სოფელი და მოიმატებს ტენიანობა, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, მიკროკლიმატს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვაზის ადგილობრივ ჯიშებს და გააუარესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

 

 

2 აგვისტო 2018 წელი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ ტვიში ჰესისა და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მშენებლობა კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც გარემოს, ისე ადგილზე მცხოვრები ოჯახების მომავალს.

 

 

ეს საპროტესტო აქციების ის მცირე ქრონიკაა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში გაიმართა. კომერსანტი დაინტერესდა რატომ გვაქვს მუდმივი კონფლიქტები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ. ეს კონკრეტული პირების ინტერესებია, თუ გარემოზე ზრუნვით გამოწვეული საპროტესტო მუხტი, იქნებ მიზეზი მშენებელ კომპანიებსა და მოსახლეობას შორის არასწორი კომუნიკაციაა  ანდა სახელომწიფოსადმი უნდობლობა.

 

 საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ ადამიანები, რომელებიც აპროტესტებენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას  ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ქვეყანა რა საფრთხეების წინაშეა. მისივე თქმით, ისინი ფაქტობრივად, ებრძვიან ქვეყნის ეკონომიკას და იმ რეგიონების კეთილდღეობას, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. მირცხულავა განმარტავს, რომ რეგიონისთვის ჰიდროელექტროსადგური არის პერსპექტივა იმის, რომ ადამიანებმა იგრძნონ რეალური ეკონომიკური წინსვლა და მათი კეთილდღეობა გაიზარდოს.

 

 „წლებია საქართველოში ენერგეტიკულ ერთადერთ რესურს ტოტალურად უტევენ.  იმ ხალხმა, ვინც ორგანიზებულად უტევს ჰესების მშენებლობას, მშვენივრად იცის, რომ  თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ ელექტროენერგიის გაზრდილი ოდენობით სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტი მოგვიწევს. როცა ერთნაირად არის ბრძოლა დიდ და მცირე ობიექტთან, ბუნებრივია, ამის უკან გარკვეული ორკესტრირებული შეტევაა. ვისი მხრიდან არ ვიცი, არ მჯერა რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ლოგიკური კითხვები ისმოდეს. თვითონ ამ არგუმენტს იყენებენ, მაგრამ პროფესიულ საუბრებში გარემოს დაცვის კითხვები მეორე ფლანგზე გადადის, უბრალოდ საქართველოს მასშტაბით ტოტალური მიუღებლობაა სადგურების მშენებლობის. ეს ის სადგურებია რომლებმაც ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს 15 წლიან პერსპექტივაში“, - განაცხადა დავით მირცუხლავამ.


საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

 


„რაღაც აკლია ალბათ ამ პროცესს და ეს არის ეკონომიკური სარგებლიანობა. დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთი საქართველოს ყველაზე კარგად მაცხოვრებელი რეგიონი იქნება და ცხოვრების დონე უფრო აიწევს, რადგან უდიდესი პოტენციალი გააჩნია ჰიდროენერგეტიკის სახით. ასევეა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის რაიონში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმ რეგიონებში, რომლებიც მიგვაჩნია, რომ დღეს ეკონომიკური მდგომარეობით არ გამოირჩევა, არის მიგრაცია. ასეთ რეგიონებშიც თუ მოხდება ჰიდრორესურსების ათვისება, მოხდება დასაქმება და ცხოვრების დონე გაუმჯობესდება“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის მიმართულებით ლევან ფავლენიშვილი თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული  ფუნდამენტური პრობლემა ის, რომ არ არის ცხადად განსაზღვრული ხალხის უფლებები, ასევე  საკუთრების უფლებები განსაკუთრებით კი წყლის სექტორში. ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ისეთ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც არ შეუძლია.

 

ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემა, რომ წყლის რესურსი სათანადოდ არ იმართება. ასევე ძალიან დიდია სახელმწიფოს მონაწილეობა, ანუ სახელმწიფოს გარეშე ინვესტორი ჰესს ვერ ააშენებს. აქ მხოლოდ ნებართვების გაცემა არ იგულისხმება, სახელმწიფო პროექტებში დიდი ჩართულობას ითხოვს, მათ შორის, მუდმივ კომუნიკაციას.  აუცილებელია, რომ წყლის რესურსების შესახებ კანონი იყოს მიღებული, რომელიც სექტორს საავზო მართვაზე გადაიყვანს. ახლა მუშავდება ალაზნის და იორის გეგმა, რომელიც დონორების დაფინანსებით ხორციელდება და სახელმწიფო დოკუმენტი არ იქნებ.  როდესაც ეს გეგმა განხორციელდება ნათელი გახდება სად რა არის საჭირო. შეიძლება ისიც გახდეს ნათელი, რომ კონკრეტულ ადგილზე თვითონ რესურსის მართვისთვის მნიშვნელოვანი იყოს ელექტროსადგურის მშენებლობა.  ეს ყველაფერი მეტ სიცხადეს შეიტანს. თუ ვიღაცას უნდა არაობიექტურად პროცესების მართვა და მოსახლეობასთან მუშაობს მათი აჯანყების მიზნით, ეს როგორ უნდა მოვაგვაროთ არ ვიცი, - აცხადებს ლევან ფავლენიშვილი.

 

 

 ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის მიმართულებით აცხადებს, რომ ჰესებთან დაკავშირებით მოსახლეობა საკმარისად ინფორმირებული არ არის. ლევან ფავლენიშვილის ამბობს, რომ წლებია საქართველოში სექტორი დემონიზებულია.

 

„ამ მიმართულებით არ არის საკმარისად საჯარო დისკუსიები, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ გარკვეული ჯგუფები ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობენ. სექტორში არასაკმარისია მონაცემები, წყლის რესურსების მონიტორინგი არ არის და ა.შ. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ამტკიცოს ის, რაც უნდა. რეალურად მეცნიერულად დამტკიცება, რომ ეს ესეა, რთულია, რადგან საკმარისი მონაცემები არ გვაქვს. ამ დროს სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა რაღაცებს ამტკიცებენ და ვის უნდა დაუჯერო გაუგებარია. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს ისეთი ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ იტყუებიან, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა“, - განაცხადა ლევან ფავლენიშვილმა.

 


მე გუშინ ვერ დავინახე რას აპროტესტებდა პანკისის მოსახლეობა. სახნავ სათესი ტერიტორია იტბორება? მოსახლეობა უნდა გადასახლდეს? თუ გამოიკვეთება კონკრეტული პრობლემა შემდეგ შეიძლება ამ პრობლემის მიხედვით პროექტიც გადაკეთდეს“, - ასე აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, სოფელ დუისში მომხდარმა საპროტესტო აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენე ის, რომ ჰესებთან დაკავშირებით მოსახლეობას  ინფორმაცია არ აქვთ.

 

 

 

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გენერაციის ობიექტები დიდი იქნება ეს თუ მცირე გვჭირდება. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ვერ მიგვაქვს მოსახლეობასთან იმ პროექტების სრული შინაარსი, რომელსაც ვახორციელებთ. როდესაც პროექტს ექმნება საფრთხე, მოსახლეობის მხრიდან კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პროექტის შესწავლა. საჭიროა მისი ტექნიკური საინჟინრო საკითხი გადამოწმდეს, არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზაციებში, არამედ ცალკე ინსტიტუტებში.  თუ ეს ყველაფერი რიგზეა და მოგვარებულია შემდეგ ღიად უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას , რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამას. გუშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადგილობრივების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა, რაზე იყო საუბარი. მოსახლეობისთვის ინფორმაცია არ გვაქვს მიწოდებული, მათ არი იციან რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ამ პროექტმა ხეობას და არც ის იციან, რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას“ განაცხადა გია არაბიძემ.

 


ავტორი: ბაჩო ადამია




სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის პრეპარატის მიღების შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის პრეპარატის მიღების შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც ადრე COVID 19-ის ვაქცინა მიიღეს.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს
access_time2021-01-15 16:00:22
ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.   - როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს...


მსგავსი სიახლეები

up