ჰიბრიდული ავტომობილების მფობელებს ვიანორისა და ჯი-ენერჯის ქსელში წარმოუდგენელი შეთევაზებები ელოდებათ. ჰიბრიდული მანქანების ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი გარემოს ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებენ, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები. ვიანორი, როგორც ეკო-მეგობრული კომპანია ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.
ის პირველია საქართველოში, რომელმაც ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელებისთვის, სპეციალური ბარათი შექმნა.
ჰიბრიდქარდი არის ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელებისთვის შექმნილი ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების ბარათი, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლები განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობენ სპეციალურად ჰიბრიდული ავტომობილებისათვის განკუთვნილ პროდუქტებზე და ასევე იღებენ 15%-იან ფასდაკლებას ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე ვიანორისა და ჯი-ენერჯის ქსელში.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთი უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა NOKIAN-ისა და PIRELLI-ს საბურავები, DETA-ს აკუმულატორები, TOTAL-ის, CHEVRON-ისა და G-ENERGY-ს საავტომობილო ზეთები, TEXTAR-ისა და ABS-ის ხუნდები, VALEO -ს მინის საწმენდები.
ფასდაკლების ბარათის მისაღებად საჭიროა: ესტუმროთ ვიანორისა და ჯი-ენერჯის სერვის-ცენტრებს (გალინკვა: http://wissolautoexpress.ge/#cell ) ან ვისოლის ბენზინ გასამართ სადგურებს. ფასდაკლებით სარგებლობისათვის საჭიროა, წარადგინოთ ფასდაკლების ბარათი (ჰიბრიდქარდი); პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი და ავტომობილის ტექ-პასპორტი.
(R)