ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა

ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა

person access_time2016-05-04 14:00:31

ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა.  შესაბამისი ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდა, პარლამენტმა კი კანონპროექტი დაახლოებით ორი კვირის წინ დაამტკიცა. შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე.


კანონროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მსგავსი ავტომანქანების მასობრივი მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.


იმპორტიორებისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე შემოთავაზებული ცვლილებებით, შესაძლებელია როგორც ეკოლოგიური ავტოპარკის განახლება, ასევე მისგან გამომდინარე სხვა საფინანსო და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება“,- ნათქვამი იყო განმარტებით ბარათში.


კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის განაკვეთისა და იმპორტის გადასახადის განულებას ითვალისწინებდა, თუმცა, კანონპროექტმა სხვადასხვა მოსმენაზე ცვლილებები გაიარა და საბოლოოდ 50%-იან შეღავათზე ჩამოყალიბდა.



ამასთან, კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებაში ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა წლიურად 901 ათასი ლარი იქნებოდა, მათ შორის აქციზის გადასახადის სახით - 806 ათას ლარ, ხოლო იმპორტის გადასახადის სახით - 95 ათას ლარი. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაკორექტირდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანას შეუნარჩუნდება, ხოლო აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაუნახევრდება. შესაბამისად, კანოპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დაახლოებით 450 ათასი ლარია.


ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის 50%-იან შემცირებაზე „კომერსანტმა“  რამდენიმე კვირის წინ ავტოდილერები გამოკითხა. ჩვენთან საუბარში იმპორტიორებმა განაცხადეს, რომ ცვლილება ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად გაზრდის.


როგორც myavtoshop.ge-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ციცვიძე  აცხადებდა, რომ, როცა მომხმარებელი ამ ტიპის მანქანას ყიდულობს, ის ეკონომიურობაზეა ორიენტირებული, რადგან ეს მანქანები ნაკლებ საწვავს მოიხმარენ.


„2010 წლიანი ჰიბრიდული მანქანა რომ ჩამოიყვანო, ეს მინიმუმ 15 ათასი ღირს. ვთქვათ მანქანას აქვს ძრავის მოცულობა 3,5. ამის აქციზის გადასახადი 2450 ლარი იქნება. ჯამურად ასეთი მანქანის განბაჟება 3 ათას ლარამდე გამოდის, ამას თუ დააკლდება 1225 ლარი (აქციზის 50%-იანი შეღავათი), გამოდის 500 დოლარს ზოგავ. ეს კი საკმაოდ დიდი შეღავათია“,- აცხადებდა ალექსანდრე ციცვიძე.

 





ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up