ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

access_time2018-07-11 22:35:33

გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა იყოს მომზადებული“.

 

ასე უპასუხა დავითაშვილმა BM.ge-ის კითხვას, რომელიც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობას შეეხებოდა.

 

რაც შეეხება ზოგადად პოზიციას ჰიდროელექტროსადგურების შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია არის ერთი - ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა იყოს მომზადებული, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა იყოს ადეკვატური და მაღალი დონის ექსპერტიზის შედეგად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაუმჯობესდეს, მათ შორის, იმ საკონსულტაციო კომპანიების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ პროცესში და ნებართვა მხოლოდ ასეთ პირობებში გაიცემა, - განაცხადა მინისტრმა.


 

მისივე თქმით, გარემოს ზემოქმედების შეფასების ნაწილში საქართველო ერთადერთი ქვეყანააა რეგიონში, რომელსაც გააჩნია ახალი კოდექსი, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი ძალიან გამჭვირვალეა.

 

საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობაა მიღწეული და ამ ჩართულობის უზუნველყოფას თვითონ სახელმწიფო ახდენს. ამავე დროს, ჩვენ მომზადებული გვაქვს გარკვეული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტიპის საკონსულტაციო თუ ექსპერტული ბიურო, მათ შორის, ექსპერტების დონეზე განესაზღვროთ პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი უზუსტობებებით იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, მათ უბრალოდ დისკვალიფიკაცია მიეცემათ და მომავალში მათ ჩართულობის საშაულება არ ექნებათ. ეს დამატებით პასუხისმგებლობას გააჩენს მათთვის, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოხდეს დოკუმენტების მომზადება, რაც ჩვენს ნაწილსაც გაამარტივებს. ვაპირებთ საჯარო განხილვებს, რომ ზოგადად, ნებართვების გაცემის პროცესი და შეფასების ნაწილი ჩვენთან თავს იყრიდეს ერთ სტრუქტურაში, რომ გამარტივდეს პროცესი და სამინისტროს ნაცვლად, ამ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

bm.ge





ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up