„მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს“ -  დავით მირცხულავა

„მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს“ -  დავით მირცხულავა

access_time2021-03-10 16:30:32

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა“კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ ნამახვან ჰესის მნიშვნელობაზე და ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობაზე ისაუბრა.


„ჰესების სამშენებლო რისკებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდებოდა აპოკალიფსური პროგნოზები, იმის შესახებ, რომ თითქოს 34 მეტრიანი ტალღა წარმოიქმნება და მთელ იმერეთს, სამეგრელოს და ქუთაისს დატბორავს, ამ საკითხზე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობა დაშინებულია. მინდა გითხრათ, რომ საუბარია ნამახვანის 100 მეტრიან კაშხალზე, მსგავსი ტიპის კაშხლები 1963 წლის მერე არსად დანგრეულა, რაც ტექნიკური გადაწყვეტილებების და საინჟინრო დარგის პროგრესის დამსახურებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა უნდა  შევარბილოთ“,  — ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა “კომერსანტის დილაში“ ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობაზე საუბრისას აღნიშნა. 


მისი განცხადებით სახელმწიფოს, როგორც ენერგეტიკულ, ასევე სამშენებლო ნაწილში საზედამხედველო ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რაც შეეხება გარემოსდაცვით რისკებს, მურცხულავას განმარტებით სახელმწიფომ ინვესტორს გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი უნდა დაავალოს.


„სეისმურ რისკებთან დაკავშირებით მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მიწისძვრამ ჰესების ჩამონგრევა გამოიწვიოს, მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს. აქ არ არის საუბარი ჩვენთან მომხდარ მიწისძვრაზე, საუბარი მაქვს იაპონიაში და ჩინეთში 9 ბალიან მიწისძვრებზე.



თავის დროზე მე ვიყავი იმ ინსპექტირების ჯგუფის წევრი, რომელმაც რაჭის ეპიცენტრთან განლაგებულ ყველა ჰიდრო ტექნიკურ ნაგებობაზე ინსპექტირება მოახდინა, ეს  არის  შაორის გრუნტის მასალის კაშხალი, ასევე ლაჯანური გუმათები და  ა.შ. არსად ამ ტიპის კაშხლებზე, მიწისძვრისგან დაზიანების ფაქტები ვერ  აღმოვაჩინეთ“, -  აღნიშნა დავით მირცხულავამ.


მირცხულავამ მოლაპარაკებების ნაწილზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მოლაპარაკებები გარკვეულ ეტაპზე ძალიან წარმატებული იყო, რადგან 258-მა ოჯახმა 30 მილიონი ლარი მიიღო. მისივე განმარტებით, გარკვეული პერიოდი ამ თემასთან დაკავშირებით ხმაური არ ყოფილა. მირცხულავამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი დიდი პროექტი ხორციელდება სახელმწიფო მოლაპარაკებებში გარკვეული დოზით უნდა მონაწილეობდეს, რადგან სახელმწიფო ყველა ხელშეკრულების და კანონიერების გარანტი უნდა იყოს.


მირცხულავას განმარტებით, მსოფლიოში მსგავსი ჰიდრო ნაგებობების ინტენსიური ჰიდრო ტექნიკური მშენებლობა მიმდინარეობს და მაგალითად ავსტრიაში და  შვეიცარიაში რომელებიც დაახლოებით საქართველოს ზომისაა უამრავი კაშხალი და წყალსაცავი აქვთ მოწყობილი.


 „ჩვენთან ესეთ პროგრესზე საუბარი არც არის, უბრალოდ სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს და  ინვესტორებს  შორის მედიატორის  როლი უნდა ითამაშოს.“ -  აღნიშნა  დავით მირცხულავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up