ჰესების მშენებლობაზე 33% მომხრეა, 31% წინააღმდეგი

ჰესების მშენებლობაზე 33% მომხრეა, 31% წინააღმდეგი

access_time2019-07-12 14:35:26

ჰესების მშენებლობის შესახებ მოსახლეობის აზრი ორად იყოფა: 33% მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა სარგებლობის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, 31%-ის აზრით კი პირიქით - ზიანის მომტანი. კვლევას IPM კვლევები ატარებს.


საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ავკარგიანობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო, „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ მოსახლეობის გამოკითხვა გადაწყვიტა. გამოკითხვაში, ქვეყნის მასტაბით, მონაწილეობა მიიღო 350-მა რესპონდენტმა.


საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ცნობადობა მაღალი აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 79%-ს აქვს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ. მათ შორის, ქალაქში უფრო მეტს სმენია საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობაზე (85%), ვიდრე სოფელში (70%).



ასაკის მატებასთან ერთად ამ საკითხის ცნობადობა იმატებს. 18-29 და 30-39 ასაკობრივ ჯგუფებში ცნობადობა 76% და 79%-ია, 40-50 წლის რესპონდენტებში კი ყველაზე მაღალი - 84%. კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას - ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის უფრო სარგებლობის მომტანი იქნება თუ უფრო ზიანის მომტანი? მათი პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა მესამედი (33%) მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა სარგებლობის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, 31%-ის აზრით კი პირიქით - ზიანის მომტანი. დარჩენილ ნაწილს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს (36%). საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ კითხვის განხილვამ გამოავლინა, რომ ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლების პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდება. ქალაქში მაცხოვრებლებს სოფელში მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ჰესების მშენებლობა სარგებლის მომტანია (შესაბამისად, 25% და 49%). კითხვაზე, თუ რომელი მხარეების მოსაზრებებს უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო ჰესის მშენებლობის პროექტზე ნებართვის გაცემისას, საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღეთ. ყველაზე ხშირად დასახელებულ პასუხებს შორის ეკოლოგები/გარემოს დაცვის სპეციალისტები (79%) და ადგილობრივი მოსახლეობაა (68%); შეიძლება ითქვას, რომ ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით ყველაზე აქტიური და უარყოფითად განწყობილი ნაწილი.




GBC






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up