ჰესები, „ლუკოილი“, „გალფი“, „ბილაინი“ და სხვა -  რა ბიზნესებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

ჰესები, „ლუკოილი“, „გალფი“, „ბილაინი“ და სხვა - რა ბიზნესებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

access_time2019-06-29 10:00:07

საქართველოს დამოუკიდებლობის 24 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც ქვეყანას მუდმივი კონფლიქტი აქვს და ურთიერთობის მოგვარება საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. 2003 წელს ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების პირობებში უფრო მეტად გამოიკვეთა ქვეყნის საგარეო კურსი. როგორც პრეზიდენტი, ისე მთავრობა საკუთარ განცხადებებში მუდმივად ხაზს უსვამდა დასავლეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აქტიურად მუშაობდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. 2004 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლის მთავარი მიზანი იყო სწორედ ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება; პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის მხრიდან რეაქცია მოჰყვა - 2006 წელს ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა და დაწესდა, როგორც შემდეგ ამას უწოდეს, “პოლიტიკური ემბარგო”.

 

იმ პერიოდში აღნიშნული პროდუქციის ძირითადი ექსპორტი საქართველოდან სწორედ რუსეთში ხორციელდებოდა, შესაბამისად, ემბარგო მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის. ეკონომიკურ სანქციებს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. რუსეთის მიერ საქართველოს განხორციელებული აგრესიის შეჩერება რამდენიმე კვირაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის უშუალო ჩარევით მოხერხდა. იმავე წელს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოფიციალურად უწოდა ”რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორები“. საქართველომ შესაბამისი კანონმდებლობაც მიიღო, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი დარღვევის შემთხევაში გავრცელდება სანქციები როგორც უშუალოდ იმ კომპანიებზე, ვინც ამგვარ საქმიანობას ეწევა, ისე იმ პირებზე, რომლებიც პირადაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ კაპიტალს ამ კომპანიაში ან რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ომამდე რამდენიმე თვით ადრე გაუქმდა სტრატეგიული ობიექტების ცნება და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების სტატუსი მხოლოდ 5 ობიექტს მიენიჭა. დანარჩენი კი პრივატიზაციას დაექვემდებარა. იმ დროინდელი ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბევრს მუშაობდა, რათა ქვეყანაში გაზრდილიყო უცხოური ინვესტიციების შემოსვლა.

 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები, განხორციელებული ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდის. 2015 წლის მდგომარეობით, კომპანია ინტერ რაო”, რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია “თელასს”, თბოსადგურ “მტკვარი ენერგეტიკას”, ჰესებს “ხრამჰესი 1”, “ხრამჰესი 2”. „ინტერ რაოს“ მართვაში აქვს გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”. რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”.

 


რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ნავთობ კომპანიები ლუკოილი”, “გალფი”, „ფოთის ნავთობტერმინალი”, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები RMG Gold და RMG Copper, აგრეთვე მინერალური წყლების მწარმოებელი “ბორჯომი”, მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი სს ელმავალმშენებელი, “ვითიბი ბანკი ჯორჯია”, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” და ბევრი სხვა კომპანიები. აღსანიშნავია რომ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პრობლემები ექმნებათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენებს, შეუფერხებლად საქმიანობენ ის რუსული კომპანიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა - მათ შორისაა “ლუკოილი”, “ვითიბი ბანკი” და “როსნეფტი”, რომელიც ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის პროცესის დაწყებიდან მალევე, 2014 წლის 6 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მიეცა უფლება, გაეყინა საბანკო ანგარიშები, ასევე, გამოეყენებინა სამგზავრო აკრძალვები იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის უკრაინიდან გამოყოფაში. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მალევე, ევროკავშირმა და კანადამ რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულად კი რუს პოლიტიკოსებსა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებს პირველი სანქციები 2014 წლის 17 მარტს დაუწესა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და 16 მარტს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღეს. ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და აქტივები გაუყინა რუსეთისა და ყირიმის 21 თანამდებობის პირს, მათ შორის დუმის რამდენიმე დეპუტატს.

 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კი გარდა რუსი დეპუტატებისთვის შეზღუდვების დაწესებისა, სანქცია დაუწესა კომპანიებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთის მიმართ საქნციები ამით არ ამოწურულა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფოებმაც, მათ შორის ნორვეგიამ, შვეიცარიამ, უკრაინამ, მოლდავამ, ავსტრალიამ და იაპონიამ. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გააფართოვეს ევროკავშირმა და აშშ-მ, მიზეზი კი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ უკრაინელი ამბოხებულების მხარდაჭერა და კონფლიქტის ესკალაცია გახდა. ყველაზე ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ აშშ-მ  და ევროკავშირმა 2014 წლის სექტემბერში გამოაცხადეს. სანქციების მიხედვით, ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, მათთვის ნავთობის მომპოვებელი და ნავთობსაბადოების საკვლევი ტექნოლოგიების მიწოდება, ასევე, გრძელვადიანი სესხების მიცემა და ა.შ. სანქციები, ძირითადად, შეეხო ენერგეტიკის, ნავთობისა და საბანკო სექტორებს. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები, მათ შორის VTB ბანკი, აგრეთვე, უმსხვილესი ნავთობკომპანია “როსნეფტი” და “ლუკოილი”  . მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა საერთაშორისო სანქციებისთვის მიერთების პრაქტიკა, რუსეთის შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ვერ მიიღო. მაგალითად, საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს და ირანულ კომპანიებსა და ბიზნესმენებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესა , თუმცა, ეს არ მომხდარა  რუსეთთან დაკავშირებით. 2014 წელს მოქმედმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, განმარტა6 : „ეს არ არის მხოლოდ საკმარისი იმისათვის, რომ კრიზისული ვითარება გადაიჭრას“. წინამდებარე კვლევაში სექტორების მიხედვით წარმოდგენილია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. გაანალიზებულია თუ როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში სხვდასხვა ობიექტები. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.


სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


IDFI

თეგები:
რუსეთი



„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up