ნორვეგია ჰესებისგან საქართველოსთან შედარებით 12-ჯერ, ისლანდია კი 18-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს

ნორვეგია ჰესებისგან საქართველოსთან შედარებით 12-ჯერ, ისლანდია კი 18-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს

access_time2021-05-25 10:00:41

კვირას, 23 მაისს თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია გაიმართა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათვე მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, მეორე დღის 12:00 სთ-მდე მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსთხოვეს და წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით დაიმუქრნენ. ხალხმრავლობის მიუხედავად, ქუთაისის აქციებისგან განსხვავებით თბილისის მიტინგზე მხარდამჭერთა რაოდენობა აშკარად შემცირებული იყო. პარალიზება ვერ შედგა, მეორე დღეს იუსტიციის სახლთან გამართული აქცია, კიდევ უფრო მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. Commersant ჰესების შესახებ ადრეც წერდა. ამჯერად საქართველოზე უფრო მდიდარი ისეთი ქვეყნების შესახებ მოგითხრობთ სადაც ჰიდროგენერაციის წილი მაღალია.


2020 წელს საქართველოში ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 8.248 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ჯამური გენერაციის 74%. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი 2229 კვტ/სთ.


ნორვეგიაში წლიური ჰიდროგენერაცია 144 მლრდ კვტ/სთ-ა, რაც მისი ჯამური წარმოების 88%-ს შეადგენს განახლებად ენერგიასთან მიმართებაში კი 97%-იანი წილი უკავია. ნორვეგიის მოსახლეობა 5.4 მლნ-ა, გამოდის რომ ნორვეგია ჰესებიდან 1 სულ მოსახლეზე  26 667 კვტ/სთ ელექტროენერგიას აწარმოებს, რაც თავის მხრივ საქართველოსთან შედარებით 11.96-ჯერ მეტია. 2020 წლის მდგომარეობით ნორვეგიაში 1681 ჰესი იყო აღრიცხული, მათგან 1000 წყალსაცავიანი. თუ შევადარებთ 2020 წლის ბოლოს საქართველოში სულ 98 ჰესი ფუნქციონირებდა და მათგან მხოლოდ 7 იყო წყალსაცავიანი. 2019 წლის მდგომარეობით, ნორვეგიაში, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით $70 000-ს უდრიდა და აჭარბებდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და ქუვეითი. ჰესებს ქვეყანაში ტურიზმისთვის ხელი არ შეუშლია. 2019 წელს ნორვეგიას 5.9 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $7 მლრდ-ს მიაღწია, ანუ იმაზე 2.1-ჯერ მეტს, ვიდრე საქართველომ.


ნორვეგიასთან შედარებით ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთ უმდიდრეს სახელმწიფოში, შვეიცარიაში, ჰესების წარმადობა შედარებით დაბალია - წლიურად 37 მლრდ კვტ/სთ, რაც საქართველოს მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით კი 4277 კვტ/სთ, საქართველოსთან შედარებით 1.92-ჯერ მეტი. შვეიცარიაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $72 000-ს აჭარბებს. მასზე მდიდარი მხოლოდ მაკაო, ლუქსემბურგი, სინგაპური და ირლანდიაა. ტურიზმის განვითარებისთვის ჰესებს ხელი არც შვეიცარიაში შეუშლიათ, ქვეყანას 2019 წელს 12 მლნ ტურისტი ეწვია, სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა კი $21.3 მლრდ-ს მიაღწია, საქართველოსთან შედარებით 6.5-ჯერ მეტმა.


ისლანდია თავის გეიზერებითაა ცნობილი. მოსახლეობის ნაწილი ბინებში პირდაპირ ცხელ წყალს ღებულობს, ქუჩების ქვეშაც ცხელი წყლის მილები გადის და თოვლის ახვეტის საჭიროება არ დგება. მიუხედავად ამისა, ისლანდიაში ჰესებისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა გეოთერმულისას 2.5-ჯერ აღემატება და 13.5 მლრდ კვტ/სთ-ს აღწევს. ისლანდიაში სულ 340 000 ადამიანი ცხოვრობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიდროგენერაცია 1 სულ მოსახლეზე 39 705 კვტ/სთ-ს შეადგენს, 17.8-ჯერ მეტს ვიდრე საქართველოში. პატარა ისლანდიაც ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $60 000-ს აჭარბებს.



ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მემარცხენეების იდეალი შვედეთია, სადაც წლიური ჰიდროგენერაციის დონე 62 მლრდ კვტ/სთ-ს აღწევს. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ერთ სულ მოსახლეზე 6138 კვტ/სთ გამოდის, რაც საქართველოს მაჩვენებელს 2.75-ჯერ აღემატება. შვედეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $57 000 შეადგენს.


ჰესების სიმრავლით გამოირჩევა ავსტრიაც. პირველი ჰესი ამ ქვეყანაში 1884 წელს გაიხსნა და დღეს მათი რიცხვი 3000-ს აჭარბებს, უმრავლესობა ძალიან მცირე სიმძლავრისაა, თუმცა კოლბრეინის ჰესი 1.028 გიგავატიანია ნამახვანთან შედარებით 2.37-ჯერ მეტი. ავსტრია წლიურად 42 მლრდ კვტ/სთ-ს აწარმოებს. 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 4667 კვტ/სთ-ს. საქართველოსთან შედარებით 2.09-ჯერ მეტს. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ავსტრიაში $60 000-ს აჭარბებს. ტურისტების რაოდენობა კი 28 მლნ-ს, საიდანაც ქვეყანა $30 მლრდ-ის შემოსავალს ღებულობს.


იმ საქართველოზე უფრო მდიდარი ქვეყნების ნახვა, რომლებიც 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰიდრორესურსებისგან საქართველოზე უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ევროპის საზღვრებს გარეთაც შესაძლებელია. ამ ქვეყნებს წარმოადგენენ უმთავრესად კანადა: 10 265 - კვტ/სთ და ახალი ზელანდია - 5360 კვტ/სთ.


ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან არსად, არც ერთ ქვეყანაში არც კაშხალი ჩამონგრეულა, არც ეკონომიკა ჩამოქცეულა და არც ტურიზმი. მთლიანად ერთ სფეროზე, მათ შორის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება, რა თქმა უნდა არასწორია, მაგრამ საქართველოს მხრიდან ჰიდრორესურსებზე უარის თქმა, დაახლოებით იგივეა ყატარმა რომ ჭაბურღილები დახუროს, უფრო მეტიც რანაირადაც არ უნდა შევატრიალოთ საკითხი, ჰესი განახლებად ენერგიას განეკუთვნება და წიაღისეულისგან განსხვავებით 50 წლის შემდეგ მისი ადგილი ისევ იქნება.


მზისა და ქარის ენერგიის ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი საქართველოში 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც ცოტა არაა, მაგრამ არც საკმარისია. არის მეორე პრობლემაც, ამ რესურსის ათვისება სრულად მხოლოდ მაშინ მოხდება თუ იარსებებს სარეზერვო სტაბილური სისტემა: წყალსაცავიანი ჰესის, თბოსადგურის ან ატომური ელექტროსადგურის სახით. გარდა იმისა, რომ მზე ღამით არ ანათებს დღის საათებშიც კი გამომუშავება არასტაბილურია, ღრუბლის მოფარებისაც მცირდება, მოცილებისას ისევ იზრდება, ასეთი რყევები ქსელში დაბალანსებას საჭიროებს.


„ტერიტორიების გაყიდვა“ და „მიწის გაყიდვა“ პრინციპულად განსხვავებული შინაარსის მატარებელი ფრაზებია, მიწის გაყიდვის შემდეგ, ტერიტორიის გასხვისებისგან საპირისპიროდ, გაყიდულ მიწაზე სახელმწიფო კანონები ნარჩუნდება. მიწის მფლობელი იხდის გადასახადს, ემორჩილება სახელმწიფოსი არსებულ კანონმდებლობას და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხსაც აგებს. მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში, სახელმწიფოს დაჯარიმების შემდეგ ინვესტორის გაძევების ბერკეტიც რჩება. ინვესტორი ქართველი იქნება, თურქი თუ არგენტინელი რიონის ხეობა საქართველო იქნება, დღესაც 10 წლის შემდეგაც და 99 წლის შემდეგაც.


რა მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს ჰესების მოწინააღმდეგეებს, ჰესების შეჩერება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებასა და ენერგოდამოკიდებულების, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდას ნიშნავს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up