ჰეროსტრატეს მიმდევრები: განზრახ გაჩენილი ხანძრების ქრონიკა

ჰეროსტრატეს მიმდევრები: განზრახ გაჩენილი ხანძრების ქრონიკა

access_time2017-08-24 18:00:19

2009 წელს კალიფორნიის ქალაქ რივერსაიდის სასამართლოში მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულ 36 წლის მამაკაცს ნაფიცმა მსაჯულებმა ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელი გამოუტანეს. სიკვდილმისჯილი პატიმარი იმ დროს კალიფორნიის შტატში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის - ტყის ხანძრების პროტაგონისტი რეიმონდ ლი ოილერი იყო. 

 

2006 წლის 26 ოქტომბერს კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთით, კაბაზონის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა 160 კილომეტრზე გადაჭიმული ტყის მასივი ფერფლად აქცია. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ოთხი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ქარიანი ამინდის გამო ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიასაც მოედო. 40-მდე საცხოვრებელი სახლი და ახლომდებარე ინფრასტრუქტურა ხანძარმა მთლიანად შთანთქა. 30 ოქტომბრის დილას ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა შედეგად ხუთი მეხანძრე დაიღუპა. რამდენიმე დღეში ხანძრის მორიგი კერა გაჩნდა ჩაპარალში, სადაც 9700 ჰექტარი ტყის საფარი განადგურდა, პარალელურად აალდა ვენტურას სანაპიროზე მდებარე ტყის მასივი, ბოლოს კი ცეცხლმა კალიფორნიის ერთ-ერთი მეგაპოლისის, სან-დიეგოს მაგისტრალამდეც მიაღწია. საერთო ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიებზე ხანძრის 24 კერა გაჩნდა.

 

კალიფორნიის ტყის ხანძრების საქმით აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიური (FBI) დაინტერესდა. ეჭვმიტანილ რეიმონდ ლი ოილერს რამდენიმე თვეში ტყეში დარჩენილი სიგარეტის ნამწვავების დახმარებით მიაგნეს, რომელზეც მისი დნმ იყო შერჩენილი. ბოლო 30-წლეულის განმავლობაში კალიფორნია მასშტაბური ხანძრის წინაშე პირველად აღმოჩნდა, მსჯავრდებული ლი ოილერი კი 2009 წელს სიკვდილით დასაჯეს.

 

ვინ არიან ცეცხლის წამკიდებლები?

 

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ცეცხლის წამკიდებელი ძვ. წ. აღ. მე-4 საუკუნეში გამოჩნდა, როცა არტემიდას ტაძარს მამაკაცმა, სახელად ჰეროსტრატემ ცეცხლი წაუკიდა. დაფერფლილი ტაძრიდან მხოლოდ რამდენიმე სვეტის ნანგრევები შემორჩა, ჰეროსტრატე კი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება გაანადგურა, ისტორიაში ხანძრით შევიდა. მას შემდეგ ამ დანაშაულს სხვადასხვა მიზნითა და მისიით ახორციელებდნენ. შუა საუკუნეებში ე.წ. „პირომანტები“ ხანძარს რიტუალებისთვის იყენებდნენ, მოგვიანებით ხანძრები 60-იანი წლების ამერიკაში რამდენიმე ანარქისტული დაჯგუფების ხელწერად იქცა, დღეს კი სისხლის სამართლის დანაშაულად არის აღიარებული. 

 

ცეცხლის წამკიდებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც სხვისი ქონების ხელყოფას ან მასობრივ მკვლელობებს მოიცავს. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდებულს შესაძლოა უვადო პატიმრობაც შეუფარდონ ან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ. ისრაელში განზრახ გაჩენილ ხანძარს ტერაქტის კვალიფიკაციაც კი ენიჭება.

 

width=600

 

 

განზრახ გაჩენილი მასშტაბური ხანძრები და სასტიკი მკვლელობები 

 

კალიფორნიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რომელიც NBC-მ გაავრცელა, ტყის ხანძრების ხუთი შემთხვევიდან ერთი ხელოვნურად არის გამოწვეული. 2012 წელს სან-დიეგოში ხანძრის შედეგად ტყის მასივის განადგურების ბრალდებით გერმანიის მოქალაქე, 24 წლის ჰარი ბიორჰარტი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა.

 

რამდენიმე დღის წინ ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთვიანი ხანძრების გამოძიების შედეგი გაასაჯაროვა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ორი ქალი დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ მან ხანძარი სოფელი ბრგუდში განზრახ გააჩინა, მოტივაცია კი სერბებისადმი ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული სიძულვილი იყო. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ ბრგუდში ძირითადად სერბები ცხოვრობენ. აღნიშნული ტერიტორიიდან ცეცხლი ტყის მასივს მოედო. 

 

არის შემთხვევები, როცა ტყეში მყოფი ადამიანის უყურადღებობამ შესაძლოა ფატალური შედეგების მქონე ხანძარი გამოიწვიოს. ამის ნათელი მაგალითი იყო 2017 წლის მაისში გეტლინბურგის (აშშ, ტენესის შტატი) ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძარი, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, განადგურდა 200-წლოვანი ხეები. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 17 და 15 წლის მოზარდები დააკავეს, რომლებიც გართობის მიზნით, მიწაზე  ანთებულ ასანთის ღერებს ყრიდნენ, ცეცხლის გაჩენის შემდეგ ბიჭები ადგილიდან მიიმალნენ. მათ ინფორმაცია ხანძრის შესახებ შესაბამისი უწყებისთვის არ შეუტყობინებიათ. ქარის გამო ცეცხლი ეროვნული პარკის ტერიტორიას მოედო და რამდენიმე ასეული ჰექტარი გაანადგურა. მოზარდების სასამართლო პროცესი სექტემბერში გაიმართება. 

 

width=600

 

 

ისრაელის ტყის ხანძრები - 2016

 


2016 წლის ნოემბერში ისრაელი მასშტაბური ტყის ხანძრის წინაშე აღმოჩნდა. 22 ნოემბერს პირველი ცეცხლის კერა მკვდარი ზღვის სამხრეთით გაჩნდა, რასაც მოულოდნელად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ნაჰარიაში, მოგვიანებით ჰაიფასა და  ზიხრონ-იაკოვში გაჩენილი ხანძარი მოჰყვა. ერთ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 1700-მდე კერა გაჩნდა, მათგან 40 ძლიერი ხანძარი იყო, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ერთდროულად მძვინვარებდა. 

 

ისრაელის დასახმარებლად რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის არაბული ლიგის სახელმწიფოებმა, თურქეთმა და პალესტინის მთავრობამ დასახმარებლად ვერტმფრენები და ხანძრის საწინააღმდეგო თვითმფრინავები გაგზავნა. 

 

შარშან ტყის ხანძრების შედეგად ისრაელში 2000 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა, დაიწვა 77 საცხოვრებელი შენობა, 1600 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ცეცხლის ლოკალიზებისთანავე, ქვეყნის სხვა წერტილში ახალი კერა იჩენდა თავს. მასშტაბური ტყის ხანძრებიდან ერთი კვირის თავზე ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დღეს ზემოთ ხსენებულ საქმეში ბრალდებული ათი ადამიანი პატიმრობაში რჩება. 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დანაშაული ტერორისტულ აქტად შეაფასა. 

 

„ხანძრის განზრახ გაჩენა არის ტერორიზმი და ამ საქმეში ბრალდებულებიც ტერორისტების მსგავსად უნდა გაასამართლონ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ 2016 წელს. 

 

ისრაელის სამართალდამცავმა უწყებამ გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ მასშტაბური ხანძრების 90% პროცენტი დივერსანტების მიერ არის ორგანიზებული.  მიუხედავად ამისა, დღემდე ბოლომდე გამოუძიებელია ზიხრონ-იაკოვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 

 

width=600

 

 

ხორვატიის ტყის ხანძარი - 2007 

 

2007 წლის ზაფხულში ხორვატიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტყის მასივის 159 ათასი ჰექტარი ცეცხლმა მთლიანად შთანთქა. ჰაერის დაბალმა ტენიანობამ და ქარმა ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო - ხანძრების სერია პირველი ივნისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდა. ყოველ დღე ხორვატიის ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერა ფიქსირდებოდა.  

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული. გამოძიების პროცესში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი 18 ადამიანი დააკავეს, მათგან 12-ს დანაშაული დაუმტკიცდა. მათი უმრავლესობა ბოსნია-ჰერცოგოვინის მოქალაქეა. 

 

width=600

 

კორსიკანას ტრაგედია - 1991 

 

ქალაქ კორსიკანაში 26 წლის წინ,  შობამდე ერთი დღით ადრე ქემერონ როდ უილინგემმა საკუთარ სახლს ცეცხლი წაუკიდა, სადაც მისი სამი ქალიშვილი  იმყოფებოდა. ბავშვები ხანძრის დრო დაიღუპნენ. მათგანი ყველაზე პატარები ერთი წლის ტყუპები იყვნენ.  უილინგემის ვერდიქტი 2004 წელს ლეთალური ინექციის შედეგად აღსრულდა, თუმცა 2009 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უილინგემი შესაძლოა უდანაშაულო ყოფილიყო. ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ ხანძრისთვის სპეციალური აალებადი ნივთიერება იყო გამოყენებული, რის ბოთლზეც უილინგემის თითების ანაბეჭდები იპოვეს. ეს უკანასკნელი სასამართლოზე მთავარ სამხილად მიიჩნიეს.

 

 

მასობრივი მკვლელობა ცეცხლით ნიუ იორკში - 1990

 

ცეცხლის წამკიდებლებს შორის განსაკუთრებული სისასტიკით ხულიო გონსალესი გამოირჩეოდა. 1990 წლის 25 მარტს მან ბრონქსში მდებარე Happy Land Nightclub-ში, სადაც მისი მეგობარი გოგონა მუშაობდა, კიბეებზე ბენზინი დაასხა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. ხანძარმა 87 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გონსალესმა აღიარა, რომ მოტივაცია ღამის კლუბების მოყვარული ქალების დასჯა იყო. გონსალესს 80 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი შარშან გულის შეტევით ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

width=600

 

 

კალიფორნიელი „პირომანტი“  - 1984 

 

ჯონ ორი, ზედმეტსახელად „პირო“ გლენდეილის სახანძრო დეპარტამენტში განზრახ გაჩენილი ხანძრების საქმეების გამომძიებლად მუშაობდა, თუმცა ცეცხლის გაჩენისადმი ლტოლვა თავად ჰქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან 2000-მდე ხანძარი გააჩინა. საკუთარი „პირომანტიის“ დემონსტრირების მთავარ ადგილად იგი დასახლებულ პუნქტებს - პარკებს, მაღაზიებსა და საცხოვრებელ ადგილებს არჩევდა. 

 

1984 წელს ბეიკერსფილდის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გააჩინა. იგი მაღაზიაში ანთებულ სიგარეტს ტოვებდა. სწორედ ამ წიგნაკზე დარჩენილი თითის ანებეჭდების წყალობით პოლიციამ დამნაშავეს სამი წლის თავზე მიაკვლია. მაშინ ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. ჯონ ორი 1991 წელს დაიჭირეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 

 

აგორა-მალიბუს ტყის ხანძარი - 1978 

 

ხანძარი, რომელმაც სანტა მონიკას მთებში, ქალაქ აგორასა და მალიბუს ტერიტორიაზე 10 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა, 15 წლის მოზარდის მიერ განზრახ გადაგდებულმა ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია. ცეცხლმა 250-მდე საცხოვრებელი სახლი და 200-მდე შენობა ფერფლად აქცია. ასაკის გათვალისწინებით, ხანძრის გაჩენაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

 

 

width=600

 

 

 

1tv.ge

 




ლევან კობერიძის კითხვები და ნათია თურნავას პასუხები საკრედიტო-საგრანტო ფონდზე

ლევან კობერიძის კითხვები და ნათია თურნავას პასუხები საკრედიტო-საგრანტო ფონდზე
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

„ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი

 „ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი
access_time2019-10-23 17:30:02
 „ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად  უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მომხსენებლის სტატუსით იმყოფებოდა. კრიკლი აღნიშნავს, რომ ბელორუსიის და პოლონეთის ჩართულობით უნდა შეიცვალოს გლობალური გადაზიდვების ისტორია და ამ სისტემამ უნდა შეცვალოს არსებული...

გიორგი გახარია - „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვით შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას“

გიორგი გახარია - „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვით შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას“
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...


მსგავსი სიახლეები

up