ჰენრიკ ჰოლოლეი - ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია

ჰენრიკ ჰოლოლეი - ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია

access_time2019-01-29 18:14:39


„ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია", - ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის ფარგლებში ჰერნიკ ჰოლოლეიმ შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან. დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და სხვა ოფიციალური პირები.



ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით, ბევრი სფეროა, სადაც საქართველო-ევროკავშირს შორის მომავალში თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ტრანსპორტი ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საქართველოში, სადაც ევროკავშირს მეტის გაკეთება შეუძლია.


„დიალოგის მიმდინარეობისას ჩვენ გავცვალეთ აზრები ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ მობილურობისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ჩვენ ასევე შევეხეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი პოზიცია, როგორც ლოგისტიკურმა და სატრანზიტო ქვეყანამ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ დამატებითი სარგებელი ამ მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა ავიაციის სფეროში. ავიაცია არის ის სფერო, სადაც 2010 წელს საავიაციო შეთანხმების დადების შემდეგ ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. საავიაციო მოძრაობის ნაკადი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ასობით ათასი ევროპელი ჩამოდის საქართველოში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დიალოგის მიმდინარეობისას განვიხილეთ ყველა შესაბამისი გამოწვევები. ასე რომ, ეს იყო მართლაც პროდუქტიული დისკუსია და მე მოუთმენლად ველი დისკუსიებს საზღვაო საკითხებზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება", - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.





მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის
access_time2021-04-14 16:15:46
 სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე...


მსგავსი სიახლეები

up