Henkel-ის საწარმო გარდაბანში წელს გაიხსნება

Henkel-ის საწარმო გარდაბანში წელს გაიხსნება

person access_time2016-02-16 09:05:10

გერმანული კომპანია Henkel-ის ქარხანა  საქართველოში წელს გაიხსნება. როგორც კომპანიის წარმომადგენელი რადიო „კომერსანტთან" განმარტავს,  საწარმოს მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. გახსნის ცერემონია კი წელს არის  დაგეგმილი, თუმცა ჯერ კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოში წებოვანი სამშენებლო მასალების წარმოება მოხდება, რომელიც როგორც საქართველოში ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიყიდება.

 

მათივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ჰენკელისთვის ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში, გამომდინარე საინვესტიცო გარემოდან და მდებარეობიდან. კომპანიის პროდუქცია უკვე გამოიყენეს რამდენიმე პროექტის მშენებლობისთვის თბილისში, ბათუმსა და ბაქოში. პროექტში ჰენკელი 8 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

 

საწარმოს მშენებელობა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შედეგია.

 

ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია “ჰენკელი” გერმანიაში დაფუძნდა. მსოფლიო მასშტაბით, კომპანია ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისმა გაყიდვებმა 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა.





 




„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up