„ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ გაყიდვები 500%-ით გაიზარდა

„ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ გაყიდვები 500%-ით გაიზარდა

access_time2022-01-17 11:00:58

საქართველოში 2022 წლის იანვრის მდგომარეობით მზის ელექტროსადგური არ არსებობს, თუმცა პანელებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. გასულ წელს მხოლოდ ერთი კომპანიის  „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ გაყიდვები 500%-ით გაიზარდა. დაინტერესების ზრდა ნეტო აღრიცხვას უკავშირდება, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დღისით წარმოებული ჭარბი ენერგია ქსელს მიაწოდონ, სანაცვლოდ კი იმავე მოცულობის ენერგია ღამით მიიღონ.

 


იმის გათვალისწინებით, რომ შინამეურნეობებში ელექტროენერგიის მოხმარება ღამის საათებში მაშინ იზრდება, როცა მზე არ ანათებს და პანელები უფუნქციოდაა დარჩენილი, ინვესტიციის ამოღების პერიოდი დროში უსაშველოდ იწელებოდა. ალტერნატივად შემნახველი ბატარეები რჩებოდა, მაგრამ ისიც დამატებით თანხას მოითხოვდა, რასაც ის ფაქტიც ემატებოდა, რომ ბატარეა არაეკოლოგიურია და მისი უტილიზაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება.

 


სემეკის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან საქართველოში ნეტო აღრიცხვის სისტემა ამოქმედდა. მომხმარებელს საშუალება მიეცა 100 კვტ/სთ-მდე სიმძლავრის სადგურის (მზის ან ქარის სადგური) მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგია თელასისთვის და ენერგოპროსთვის მიეწოდებინა, დეფიციტის დროს კი უკან დაებრუნებინა, წლის ბოლოს თუ აღმოჩნდებოდა, რომ მან უფრო მეტი ენერგია მიაწოდა კომპანიას, ვიდრე მისგან მიიღო, გაყიდულ ელექტროენერგიაზე კვტ/სთ-ების მიხედვით თანხა დაერიცხებოდა.

 


ნეტო აღრიცხვისთვის ე.წ. რევერსული მრიცხველია საჭირო, მის დასაყენებლად მომხმარებელმა გამანაწილებელ კომპანიას (თელმიკოს და ეპ ჯორჯია მიწოდებას) უნდა მიმართოს. მრიცხველის ფასი სადგურის სიმძლავრეზეა დამოკიდებული და 300 ლარიდან იწყება.


 


„ჰელიოს ენერჯი ჯორჯია“-ს დამფუძნებლის თორნიკე დარჯანიას ინფორმაციით, ამ დროისათვის სულ 368 ფიზიკური და იურიდიული პირია ჩართული, რაც აბონენტთა საერთო რაოდენობის 0.02%-ზე ნაკლებია. თუმცა, როგორც მან „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, გასულ წელს კომპანიის გაყიდვები, რაც პანელებთან ერთად მათ მონტაჟსაც მოიცავს, 500%-ით გაიზარდა.

 


მსოფლიოში განახლებადი ენერგიის წარმოება განუხრელად იზრდება. პანელების ფასების ვარდნასთან ერთად მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიის მოცულობამ 2020 წელს 856 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2010 წელთან შედარებით 25-ჯერ და საქართველოს მიერ გენერაციის ყველა ობიექტიდან წარმოებულ ელექტროენერგიასთან შედარებით 76-ჯერ მეტია. იმავე 2020 წელს მსოფლიომ ქარისგან 1.591 ტრლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, თუმცა ქარისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2010 წლის შემდეგ მხოლოდ 4.6-ჯერ გაიზარდა.

 


მზის რესურსი კოლოსალურია, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწამდე მის მიერ გამოტყორცნილი ენერგიის მემილიარდედზე ნაკლები აღწევს, 1 წამში მაინც უფრო მეტ ენერგიას ღებულობს პლანეტა, ვიდრე კაცობრიობა მოიხმარს მთელი წლის განმავლობაში.

 


საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა არ აშენებულა. ერთადერთი ქარის სადგური კი გორში 2016 წლის ოქტომბრიდან წარმატებით ფუნქციონირებს, თუმცა მისი წილი ჯამურ გენერაციაში 0.7%-ზე ნაკლებია, რაც ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს.


გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up