„ჰეფესტო“ – ქართველი არქიტექტორის შემოქმედებითი სტარტაპი

„ჰეფესტო“ – ქართველი არქიტექტორის შემოქმედებითი სტარტაპი

access_time2017-12-24 14:00:10

„ჰეფესტო“ 26 წლის არქიტექტორ დავით ხულორდავას შემოქმედებითი სტარტაპია, რომლის საშუალებითაც, სპეციალური დანადგარით, ტყავსა და ხეზე მუშაობის შედეგად, სხვადასხვა აქსესუარის ექსკლუზიურ, საცალო რეალიზაციას ახდენს. სტარტაპის ავტორს, ბავშვობიდანვე იზიდავდა ხელნაკეთი ნივთები, თუმცა მხოლოდ 3 თვეა, პროფესიულ საქმიანობას თავი მიანება და საკუთარ დროსა და ენერგიას მთლიანად „ჰეფესტოს“ პროდუქტზე მუშაობას უთმობს. სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების, ჰეფესტოსის გავლენით შეირჩა. მარკეტერი დავით ხულორდავას ესაუბრა „ჰეფესტოს“ სარეალიზაციო არხებზე, ბაზარზე სტარტაპის მთავარ უპირატესობასა და განვითარების სამომავლო გეგმებზე:



M: რა პროდუქციას სთავაზობს „ჰეფესტო“ მომხმარებლებს და რა მასალისგან მზადდება?


ნატურალურ მასალებს ვანიჭებ უპირატესობას და ხის, ტყავის, ორგანული მინის, ფანერისა და სურვილის შემთხვევაში, ქვისგანაც, ვამზადებთ აქსესუარებს: საფულე, ჩანთა, სამაჯური, ქამარი და ა.შ. ასევე, სანათები, ავეჯი, ინტერიერის გასაფორმებელი ნივთები.



M: როგორია აქსესუარების შექმნის პროცესი?



ამ ეტაპისთვის ჩამოტანილი მაქვს ლაზერული დანადგარი, CO2 ლაზერული საჭრელი, გრავირების მანქანა, რომელიც ახლა ძალიან მოდაშია და ამ დანადგარით ვაპირებ, რომ ნელ-ნელა გავაფართოვო და განვავითარო ჩემი საქმე. მუშაობის სპეციფიკა ასეთია: ჯერ ვხაზავ სასურველ ფორმებს, შემდეგ დანადგარი ჭრის ამ ფორმებს იდეალურად და ხელით ვაკეთებ ნაკერს, რომელიც საკერავი მანქანით შეკერილზე ბევრად გამძლე, ლამაზია და მეტ შრომას მოითხოვს.




M: სარეალიზაციო არხებად რა საშუალებებს იყენებთ? როგორია შეკვეთის დასრულების დრო და ღირებულება?



ძირითადად, ამ ეტაპზე, ფეისბუკი არის წამყვანი სარეალიზაციო არხი, ამასთან ხელნაკეთი ნივთების ბუტიკებშიც ვაბარებთ ხოლმე ჩვენს აქსესუარებს. შეკვეთის დასრულების დრო შესრულების სირთულეზეა დამოკიდებული, მაგალითად, საფულის დამზადება 2 დღეში შეიძლება მოხერხდეს, თუმცა, თუ ძალიან საჩქაროა, 1 დღეშიც დაგვიმზადებია. რაც შეეხება ჩანთებს, დაახლოებით, 3-4 დღე სჭირდება. რაც შეეხება ღირებულებას, ფიქსირებული ფასი, ჩვენს პროდუქტზე, მეტ-ნაკლებადაა. ძირითადად, გამოვდივარ მასალის ფასიდან და თანხა, საორიენტაციოდ, ემატება იმ დროის მიხედვით, რაც სჭირდება შეკვეთის დამზადებას.



M: რას მიიჩნევთ ბაზარზე თქვენს მთავარ უპირატესობად?



მე მჯერა და ასე ვამბობ ხოლმე ახლობლებში, რომ ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ, მოდურია და ბევრი შეეჭიდა ამ ამბავს. ერთ-ერთი უპირატესობა კი, „ჰეფესტოს“ შემთხვევაში, არის ჩემი არქიტექტორობა – სივრცეში აზროვნება, რომ განსხვავებული ფორმები სიბრტყეში გადაიტანო და მერე ისევ მოცულობაში ამოიყვანო. საკმაოდ ბევრი ფიქრი და დრო სჭირდება ამას. გარდა ამისა, „ჰეფესტოში“ გვირჩევნია, რომ შედარებით, ცოტა რაოდენობის პროდუქტი გვქონდეს, თუმცა იყოს აუცილებლად ხარისხიანი და სიყვარულით გაკეთებული.


M: როგორია „ჰეფესტოს“ განვითარების სამომავლო გეგმები? რა მიმართულებით აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?


უფრო დიდი სურვილი მაქვს, რომ ინტერიერის დიზაინზე ვიმუშაო და ექსკლუზიური, იშვიათი ნივთები დავუმზადო ხალხს, მათი სურვილების მიხედვით. თუმცა, მთავარია, ამ შემთხვევაში, შეკვეთა იყოს საინტერესო და შემოქმედებითი, რომ მეც მივიღო სიამოვნება საქმისგან. მარტო ის არაა, რომ დამზადდეს, აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული და საინტერესო.




www.marketer.ge




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up