Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლის გაყიდვა დაწყებიდან ორ კვირაში შეწყვიტა

Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლის გაყიდვა დაწყებიდან ორ კვირაში შეწყვიტა

access_time2019-10-15 23:15:41

კომპანია Harley-Davidson-მა თავისი პირველი ელექტრომოტოციკლის LifeWire-ის გაყიდვა დაწყებიდან ორ კვირაში შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

The Wall Street Journal​-ის ინფორმაციით, ელექტრომოტოციკლების გაყიდვა დასატენ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრაზე მუშაობენ, თუმცა წარმოების განახლების თარიღს არ ასახელებენ.

 

კომპანიამ კლიენტებს მოუწოდა, ელექტრომოტოციკლები არა სახლში, არამედ Harley-Davidson-ის ცენტრებში დატენონ, სადაც დატენვას 10-ჯერ უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ამასთან ერთად კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტრომოტოციკლებით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა.


 

LifeWire-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება Harley-Davidson-მა 2019 წლის იანვარში დაიწყო, ბაზარზე კი LifeWire-ი 27 სექტემბერს გამოჩნდა. ელექტრომოტოციკლი, რომელსაც 105 ცხენის ძალა აქვს, 30 ათასი დოლარი ღირდა და აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდებოდა.

 

Imedinews.ge





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up