Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

access_time2019-07-20 20:00:57

 

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.

 

თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების მსურველი რუსი ტურისტების მხოლოდ 1%-ს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ  სერიოზული სარეკლამო კამპანია ჩატარდება.

 

2019 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანი მოინახულა 231 000 რუსმა ტურისტმა, რაც 3,4% ნაკლებია,  2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აპრილში რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირდა წინა წლის აპრილთან შედარებით 4,7%-ით, 64 489-მდე.

 

აზერბაიჯანის მიმართულებით ორგანიზებული ტურების მოთხოვნის შეფასება ასევე აჩვენებს ან სტაგნაციას, ან კლებას - კომპანიების გაყიდვები ან შემცირდა 10%-ით, ან დარჩა უცვლელი.

 

რუსული ტუროპერატორის „დელფინის“ დირექტორის სერგეი რომაშკინის აზრით, მოთხოვნის 10%-იანი ვარდნის ერთ-ერთი მიზეზია რუბლის კურსის შესუსტება მანათთან მიმართებაში. ასევე აზერბაიჯანში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელს უშლის ავიაბილეთების სიძვირე  - ბაქოში ჩაფრენა ღირს 18-20 ათასი რუბლი, ანუ, თითქმის იმდენივე, რამდენიც ევროპაში.

 

„ასეთი ფასი აწყობს მხოლოდ შეძლებულ ტურისტებს, რომლებიც ბევრი არაა“ - მიიჩნევს რომაშკინის.


 

მისი თქმით, ბილეთები თბილისში 20%, ერევანში კი - 10%-ით უფრო იაფია, ვიდრე ბაქოში. რაც თავისთავად არის აზერბაიჯანული მიმართულების სერიოზული ხარვეზია.

 

სისუსტედ ასევე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთში აზერბაიჯანის ტურისტული პოტენციალის თითქმის ნულოვანი რეკლამა, და მომხმარებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონე.

 

„აზერბაიჯანი ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა დიდი ტურისტული გარღვევა იქ მოსალოდნელი არაა. ეს არის ახალი მიმართულება, და მას კიდევ სჭირდება განვითარება“ - მიიჩნევს ტურისტული კომპანია PAC Group-ის დირექტორი სვეტლანა გრიცენკო.

 

ტუროპერატორების შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთში გაყიდული ტურისტული პაკეტების  ყველაზე დიდი წილი მოდიოდა საქართველოზე - 40-45%, შემდეგ სომხეთზე - 30%, და ბოლო ადგილზეა აზერბაიჯანი - მხოლოდ 20%.

 

სვეტლანა გრიცენკოს აზრით, აზერბაიჯანი აგებს კონკურენტებთან ფასებით, თუმცა, იგებს სასტუმროების ხარისხის და სერვისის დონის თვალსაზრისით.

კომპანია  ANEX Tour-ს დირექტორი კრისტინა ცარიოვა მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი, საქართველოსგან განსხვავებით, არასაკმარისად მუშაობს მასობრივი ტურიზმის სეგმენტში, და აკეთებს აქცენტს რუსებზე, რომლებიც ჩამოდიან კონკრეტულ ღონისძიებებზე, მაგალითად ფორმულა-1-ის რბოლაზე.

 

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ექსპერტების აზრით, უახლოეს პერიოდში აზერბაიჯანი სავარაუდოდ, ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ინფორმირებულობის არასაკმარისი დონის, და მაღალი ფასების გამო.

 

სათანადო სამუშაოს ჩატარების შემთხვევაში კი ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი.

 

„ზოგ საკითხში აზერბაიჯანი, როგორც ტურისტული მიმართულება, საქართველოზე უკეთესია, მაგალითად, სერვისის დონე უფრო მაღალია, რაც იგრძნობა უკვე აეროპორტში. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მშვენიერი სამზარეულო და ღვინო  - ეს ტურიზმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებია, რაც აზერბაიჯანში არაფრით არაა საქართველოზე უარესი. აქ არის ზღვა, მთები, სამედიცინო კურორტებიც კი. თანაც აზერბაიჯანში დაფრინავს 6 რუსული ავიაკომპანია, ფასები კი - საკმაოდ ხელმისაწვდომია“ - მიიჩნევს ტურისტული კომპანია «Жарков Тур»-ის გენერალური დირექტორი ანდრეი ჟარკოვი.

 

 





რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up