Handesblatt: კომპანიები დისტანციაზე მომუშავე თანამშრომლებს უთვალთვალებენ

Handesblatt: კომპანიები დისტანციაზე მომუშავე თანამშრომლებს უთვალთვალებენ

access_time2020-10-24 20:30:53

„მანქანას ყიდის, ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ“ - კერძო დეტექტივი ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებ ქალბატონს ეკითხება მეზობელზე, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მენეჯერზე, რომელიც დისტანციურად მუშაობს და სასურველ პასუხს იღებს, „ის უკვე 2 კვირაა შვებულებაშია“.


ასე მარტივად, კომპანიის მიერ დაქირავებულმა დეტექტივმა დაადგინა, რომ მენეჯერი, დისტანციურად მუშაობის ნაცვლად აქტიურად ისვენებს, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცის. მის უფროსობას ეჭვი იმის გამო გაუჩნდა, რომ ის რამდენიმე დღე კონტაქტზე არ გამოდიოდა, ზარებს არ პასუხობდა და სახლშიც არ იყო. მართლაც, ის ჰოლანდიაში, ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა და მუშაობაზე არც კი უფიქრია.


პანდემიის დაწყების შემდეგ დისტანციური მუშაობა საუკეთესო თავშესაფარი გახდა იმათთვის, ვისაც მუშაობა არ სურს. დღეს გერმანიაში კომპანიების თითქმის ნახევარი ეჭვობს, რომ დისტანციაზე გადასული მათი თანამშრომლები ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ.


საკადრო სააგენტო Randstad-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს დაქირავებული კერძო დეტექტივების ან შპიონური პროგრამების დახმარებით უთალთვალებენ. კერძო დეტექტივები ბედნიერები არიან, მათ ამდენი სამუშაო არასდროს ჰქონიათ, ისინი პანდემიაზე ლოცულობენ.


ერთ- ერთი დეტექტივი სახელად იდელი ამბობს, რომ მას იმდენი შეკვეთა აქვს, რომ მხოლოდ მესამედის მიღებას ახერხებს. თუმცა, ზოგჯერ ის არ თანხმდება შემოთავაზებაზე. მაგალითად, როდესაც ხედავს, რომ კომპანია ამა თუ იმ თანამშრომლის მოცილებისთვის საბაბს ეძებს.



„კომპანიას სერიოზული და დასაბუთებული ეჭვი უნდა ჰქონდეს ამ საკითხზე. მაგალითად, ის, რომ დისტანციაზე გასული თანამშრომელი კონტაქტზე არ გამოდის, ან მისი შრომა აშკარად ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ეს ოფისში მუშაობის დროს იყო“, - ამბობს ის.


გამოძიებას თავისი წესები აქვს. კერძო დეტექტივები სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, შესაბამისად, მათ თვალთვალი ან სხვა ზომების მიღება მხოლოდ გარედან შეუძლიათ და ეჭვმიტანილის სახლში შეღწევის უფლება არა აქვთ. თვალთვალის პროცესში ყველა ის ხერხი გამოიყენება, რომელსაც ჩვენ ფილმებში ვხედავთ - კომუნალური სამსახურების თანამშრომლად თავის წარმოჩენა, სადღეღამისო მორიგეობა, მეზობლებთან გასაუბრება, მანქანის გაფუჭების იმიტირება ეჭვმიტანილის სახლთან, და ა.შ.


ეს შრომა კარგად ანაზღაურებადია, დეტექტივი დღეში მინიმუმ 800 ევროს იღებს. რაც უფრო მაღალ პოსტ იკავებს გამოძიების ობიექტი და რაც უფრო მსხვილია კომპანია, მით უფრო მაღალია ჰონორარი. თუმცა, ერთი დღე და ერთი დეტექტივი არაასაკმარისი მამხილებელი მტკიცებულებების შესაგროვებლად იმისთვის, რომ კომპანიამ მუქთახორას სამსახურიდან გაშვება შეეძლოს. როგორც წესი, მხილებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან, და ამ დროს ხშირად მოსამართლე მათ წინაამღდეგ წარდგენილ არგუმენტებს არასაკმარისად მიიჩნევს. ამიტომაც თვალთვალი ხშირად რამდენიმე დღე გრძელდება და ანაზღაურება 10 000 ევრომდეც ადის. ზოგჯერ ერთი დეტექტივიც არაა საკმარისი და მტკიცებულებების შეგროვებაზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს.


„ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, კომპანიებისთვის ეს ბევრად უფრო იაფია, ვიდრე უსაქმური მენეჯერის დათხოვნა უზარმაზარი კომპენსაციის გადახდის ფასად“, - ამბობს იდელი.


ეს ისეთი მარტივი საქმე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


„როდესაც თანამშრომელი მთელი დღე სახლშია, ჩვენ გვიჭირს დადგენა,  მართლაც მუშაობს ის, თუ ტელევიზორს უყურებს. უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ითვლება“ - ყვება ის.


თუმცა, შემთხვევების 80%-ში დეტექტივები დისტანციაზე გასულ მატყუარების წინაამღდეგ რეალური მტკიცებულებების შეგროვებას მაინც ახერხებენ. შესაძლოა ვინმეს ეს ყველაფერი არაეთიკურად მიაჩნია, თუმცა, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიების ხელმძღვანელებს აქვთ სრული უფლება დისტანციაზე გასულ თანამშრომლებს მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულება მოსთხოვონ.


Handesblatt


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
თვალთვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up