Handesblatt: განვითარდა თუ არა  ამერიკა ტრამპის  3 წლიანი მმართველობის დროს?

Handesblatt: განვითარდა თუ არა ამერიკა ტრამპის 3 წლიანი მმართველობის დროს?

access_time2020-01-27 20:15:22

„დღეს ამერიკა აყვავებულია, როგორც არასდროს“ - ტრაბახობდა აშშ-ის 73 წლის პრეზიდენტი თავისი წარმატებებით ეკონომიკურ პოლიტიკაში და ისტორიაში უდიდესი აღმავლობით. მის სახელს უკავშირდება უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ბოლო 50 წლის მანძილზე, 7 მლნ. ახალი სამუშაო ადგილი, 10 მლნ. ადამიანი, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია.


დავოსის ფორუმზე ის დისციპლინირებულად კითხულობდა მთელს სტატისტიკას, რომელიც მას თანაშემწეებმა შტატებში არჩევნებამდე 9 თვით ადრე მოუმზადეს. ტრამპი ფორუმზე წარსდგა როგორც საკუთარ თავში დარწმუნებული გამარჯვებული- ძლიერი ეკონომიკაში და ხელშეუხებელი პოლიტიკაში. ასე ხედავს ტრამპი საკუთარ თავს და ასე უნდა ხედავდეს მას ამერიკაც და დანარჩენი მსოფლიოც.


თუმცა, რამდენად რეალურია ეს ზღაპრული მიღწევები და რამდენად არის ამერიკის წინსვლაში პირადად ტრამპის წვლილი?


დღეს შტატების ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 2-3%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ბილ კლინტონის დროს ეს მაჩვენებელი 4% იყო. რაც შეეხება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას დროს, შეიქმნა ზუსტად იმდენივე სამუშაო ადგილი, რამდენიც ბოლო 3 წლის მანძილზე.


თუმცა, დღევანდელ წარმატებაში ტრამპს გარკვეული დამსახურება აქვს. კერძოდ, გადასახადების შემცირებით მან გაზარდა შიდა მოხმარება. გარდა ამისა, პრეზიდენტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთის თაღლითური სავაჭრო პოლიტიკის მხილება მსოფლიოს წინაშე.


თუმცა, ამის მიუხედავად, აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 44% უჭერს მხარს ტრამპის პოლიტიკას, ამიტომაც 3 ნოემბერს მისი გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს რთული დრო ელის. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპი უკვე ვერ დაეყრდნობა ეკონომიკური ზრდას, და მას დასჭირდება განტევების ვაცების პოვნა. შესაძლოა ეს როლი დაეკისროს ევროპას ან ჩინეთს. შესაბამისად, მათ დაადანაშაულებენ არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის წარმოებაში.


ტრამპი არის დამანგრეველი. მისი პრეზიდენტობის 3 წელი საკმარისი აღმოჩნდა საერთაშორისო სავაჭრო წესრიგის შერყევის და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციისადმი ნდობის შესუსტებისთვის.


თუმცა, ვნახოთ რას გვეუბნება რეალობა ტრამპის 3 წლიანი მართვის შესახებ.


ეკონომიკური პოლიტიკა


აშკარაა, რომ ტრამპის დროს ამერიკელები უკეთესად ცხოვრობენ - ნაკლებ გადასახადებს იხდიან არა მხოლოდ კომპანიები, არამედ კერძო პირები, რომლებსაც თვის ბოლო მეტი ფული რჩებათ.
ბირჟებზე არ წყდება ზრდა, რომლიც რჩება გასაკვირად სტაბილური, თუმცა, საფონდო ბაზარი მეტად იზრდებოდა ობამას და კლინტონის დროს. ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე დოუ-ჯონსის ინდექსი გაიზარდა 45%-ით, მაშინ, როდესაც ობამას დროს 53%, კლინტონის კი - 57%-ით.



ანალოგიური სიტუაციაა დასაქმებასთან დაკავშირებით - ტრამპის დროს მართლაც შეიქმნა ბევრი სამუშაო ადგილი, თუმცა, ობამას პერიოდშიც იგივე ტენდენცია იყო.
გადასახადების შემცირების შედეგად, საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს რჩება წელიწადში 2000 დოლარით მეტი, ეს სერიოზული მაჩვენებელია, თუმცა, ნაკლები, ვიდრე 4000, რომელიც ტრამპმა დავოსში გამოსვლის დროს ახსენა.


საწარმოებისთვის გადასახადების მაქსიმალური განაკვეთი მოგებიდან შემცირდა 35%-დან 21%-დე შემცირდა, თუმცა, ამას თავისი ფასიც გააჩნია - ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2019 წელს გაიზრდა. საუბარია, მშპ-ს 4,6%-მდე ზრდაზე. თანაც აყვავება არ მოსულა ყველა ამერიკულ ოჯახში. ამაზე მეტყველებს ჯანდაცვაში შექმნილი სიტუაცია.გელაპის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ყოველი მე-4 ამერიკელი იძულებულია მძიმე დაავადების მკურნალობა მაღალი ფასების გამო გადადოს. ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ასე რომ, გადასახადების დაწევით, ტრამპმა მართლაც უზრუნველყო ძლიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, არა ისეთი ძლიერი,როგორიც მან დავოსში წარმოაჩინა.თანაც, ეს ზრდა არ ნიშნავს ყველა ამერიკელის ცხოვრების გაუმჯობესებას.


სავაჭრო პოლიტიკა


თუ ტრამპის კურსისთვის არის დამახასიათებელი რამე განსაკუთრებული თვისება, ეს არის აგრესიული კურსი საგარეო ვაჭრობაში. ეს ეხება ყველას - ევროპას, კანადას, მექსიკას და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩინეთს.ის არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებს, მაგალითად, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას და პირიქით, მეტ ყურადღებას აქცევს ორმხრივ შეთანხმებებს, სადაც ამერიკას, თავისი ეკონომიკური სიძლიერის გამო, შეუძლია უკარნახოს პარტნიორებს თამაშის წესები.


საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე მან გააუქმა ჩრდილოეთ ამერიკული სავაჭრო შეთანხმება, რომელმაც გაუხსნა შტატების კარები მექსიკას, რამაც გამოიწვია ამერიკული საწარმოების დიდი რაოდენობით გადატანა სამხრეთი მეზობლის ტერიტორიაზე. ტრამპმა ასევე შემოიღო მაღალი ტარიფები მეტალურგიული პროდუქციის იმპორტზე.


გარდა ამისა, ვაშინგტონმა დააწესა მაღალი ტარიფები 360 მლრდ. დოლარის ჩინურ იმპორტზე.


მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკამ გამოიღო შედეგები - მექსიკა და კანადა დათანხმდნენ ჩრდილოეთ ამერიკული შეთანხმების ახალ ვარიანტზე, ხოლო ჩინეთს მთავრობა დათანხმდა ამერიკული პროდუქციის იმპორტის ზრდას 200 მლრდ. დოლარით.მაშინ, როდესაც დღეს ეს მაჩვენებელი 180 მლრდ. დოლარს შეადგენს.


ტრამპის გადასახედიდან, ეს ყველა დროის უმსხვილესი გარიგებაა. შედეგად, შეიცვალა აშშ-ს სავაჭრო ბალანსი. 2019 წელს ამერიკის და ჩინეთის ვაჭრობაში დეფიციტი შემცირდა 50 მლრდ. დოლარით, მაშინ როდესაც 2018-ში ეს მაჩვენებელი რეკორდულად, 421 მლრდ-მდე გაიზარდა.


თუმცა, ამ წარმატებს აქვს თავისი ფასი -სავაჭრო ბალანსი გაუარესდა სხვა მიმართულებებზე. ჩინური იმპორტის ნაწილი ჩაანაცვლა ევროპულმა.კერძოდ, ევროზონის ექსპორტი შტატებში გაიზარდა 25 მლრდ-ით, ხოლო მთლიანი სავაჭრო დეფიციტი მთელს მსოფლიოსთან მაინც რჩება მაღალი. 2019 წელს ამ მაჩვენებელმა დაამყარა ახალი რეკორდი. საუბარია, 911 მლრდ. დოლარზე.


ტრამპის ბოლოდროინდელი გარიგებები ადასტურებს, რომ შანტაჟის პრინციპი მუშაობს - ბაზარზე საკუთარი უპირატესობის გამოყენება, მუქარები მაღალი ტარიფებით და საკუთარი სურვილებისადმი პარტნიორების დამორჩილება - აი ესაა ახალი ამერიკული სავაჭრო პოლიტიკის ტრიადა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ტრანსატლანტიკური სავაჭრო დავა შესაძლოა განახლდეს ნებისმიერ დროს.


საგარეო პოლიტიკა


ტრამპის დროს საერთაშორისო კატასტროფები არ მომხდარა, თუმცა, მსოფლიო უფრო საშიში გახდა. თავისი ნაციონალისტური პოლიტიკით, ტრამპმა ხელი შეუწყო ამ რეალობას , პირველ რიგში იმიტომ, რომ შტატები უარს ამბობენ მსოფლიო წესრიგის დაცვაზე და პასუხისმგებელი ზესახელმწიფოს სტატუსზე.


საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ის ეყრდნობოდა გამოცდილ ადამიანებს, ეკითხებოდა მათ აზრს, თუმცა, მოგვიანებით მან ყველა დაითხოვა. ტრამპი ეარშიყება პუტინს და შემოაქვს სანქციები რუსული გაზსადენის წიმაამღდეგ, ემუქრება თურქეთს ეკონომიკის დანგრევით, და ამავე დროს ხვდება ერდოგანს თეთრ სახლში და ამბობს, რომ არის მისი თაყვანისმცემელი. ამერიკის საგარეო პოლიტიკამ დაკარგა ყოველგვარი თანმიმდევრულობა და ტრამპი ამას დიდ უპირატესობად მიიჩნევს.


ოდნავ უკეთესადაა საქმე შტატების თანამშრომლობაში ნატოსთან. ტრამპის აზრით, მან გააძლიერა ალიანსი იმით, რომ მისი წევრებს სამხედრო დანახარჯების ზრდა აიძულა.


ტრამპის საგარეო პოლიტიკის ფასი რჩება კულისებს მიღმა, მაგრამ ის რეალურია - მსოფლიოს უძლიერესი ჰეგემონი ქვეყნისადმი ნდობა საგრძნობლად შემცირდა და სულ უფრო ხშირად ისმის - რად ღირს ამერიკის სიტყვა?


თავისი სლოგანით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ტრამპი წავიდა არასწორი გზით. რეალურად, მისთვის პირველია არა ეროვნული, არამედ საკუთარი ინტერესები.დიახ, ნატო ცოცხალია, მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა და ყველაზე უარესი მოლოდინები არ გამართლდა. თუმცა, ეს არის ყველაზე უკეთესი, რისი თქმაც შეიძლება ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე.


წყარო:Handesblatt

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up