აქამდე არასდროს ამერიკელები ამდენ ცეცხლსასროლ იარაღს არ ყიდულობდნენ და შეირაღებული თავდასხმებისგან შტატებში ამდენი ადამიანი არასდროს იღუპებოდა.
35 წლის მამაკაცი ქალაქ ბუფალოში 943-ე მოკლული გახდა და ეს მხოლოდ 2021 წლის 19 დღეში. არასამთავრობი ორგანიზაციის Gun Violence Archive-ის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ 2 კვირაში შტატებში 19 მასობრივი შეიარაღებული შეტაკება მოხვდა, ეს 2-ჯერ მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
2021 წელს ისევე დაიწყო, როგორც 2020 წელს დასრულდა, სოციალური და პოლიტიკური შფოთი ბევრ ადამიანში ძალადობის წინაშე შიშს და საკუთარი თავის დაცვის სურვილს იწვევს.
ეს იარაღის გაყიდვების მასშტაბებს, თუმცა არა უსაფრთხოებას, ზრდის. იარაღის თავისუფალი ტარების ლობის განცხადებების საპირისპიროდ, მოსახლეობაში ცეცხლსასროლი იარაღის ზრდა სულ უფრო მეტ სასიკვდილო გასროლას იწვევს.
თეთრ სახლში არეულობის და პანდემიის დროს შეიარაღებულმა ძალადობამ შტატებში მაქსიმუმს მიაღწია. ამერიკაში შეირაღებული ძალადობის განამდენია ადამიანი არასდროს იღუპებოდა.
2020 წელს ამ მაჩვენებელმა 19 300-ს მიაღწია, რაც თითქმის 25% მეტია, ვიდრე 2019-ში. ასეთ კატასტროფულ ზრდას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, პამდენია.
„კორონავირუსის შემოტევის პირველი დღეებიდან, მხოლოდ 2020 წლის მარტში შტატებში 2 მლნ. ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი გაიყიდა. კიდევ ერთი ფაქტორია სოციალური სამსახურების დაფინანსების შემცირება თანხების კორონავირუსთან ბრძოლაზე გადამისამართების გამო. ოჯახურ ძალადობას ხელი იზოლაციამ შეუწყო. ასევე გაზრდილია პოლიციური ძალადობა დარასისტულ თავდასხმები“ – ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სონალი რაიანი.
ზოგიერთ ქალაქში BLM-ის საპროტესტო მოძრაობის ფონზე პოლიციელების რაოდენობა შემცირდა, და ეს თავდაცვისთვის იარაღის ყიდვის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტია. 2020 წელს იარაღი ცხოვრებაში პირველად 8 მლნ. ამერიკელმა იყიდა, რაც გაურკვევლობის შეგრძნებითაა გამოწვეული.
მაღალი მოთხოვნა ცეცხლსასროლ იარაღზემომგებიანია მისი მწარმოებლებისთვის. კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რამდენიმე შტატში, მაგალითად, ფლორიდაში და ვერმონტში, იარაღით მოვაჭრე მაღაზიებში დეფიციტიც კი წარმოიქმნა. 2020 წლის იანვრიდან იარაღის მწარმოებლის, კომპანია Ammoის კაპიტალიზაცია 360%-ით, ხოლო ბრუნვა 300%-ით გაიზარდა. კომპანიის დირექტორის ფრედ ვაგენხალსის თქმით, მოთხოვნა იარაღზე ზრდას კვლავ განაგრძობს.
„დღეს გაჩნდა იმის საფრთხე, რომ იარაღის გაყიდვის წესები შესაძლოა გამკაცრდეს, ეს კი მოკლევადიან პერსპექტივაში გაყიდვების ზრდას გამოიწვევს. ჯო ბაიდენს ამ სფეროს უფრო მკაცრი რეგულირება სურს, თუმცა ამერიკაში დიდი ტრადიციების მქონე იარაღის ლობის გავლენა დემოკრატიულ პარტიაზეც გააჩნია“ - თვლის ის.
თენგიზ აბლოთია
წყარო: handelsbatt.com