Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

access_time2020-07-07 20:00:58

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ქმედებები ამ მიმართულების შეჩერდა.


2014 წლის ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომით გამოწვეულ კრიზისში უკრაინამ გადარჩენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით მოახერხა. კორონაკრიზისის დროსაც ქვეყანამ საერთაშორისო დახმარების სახით რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღო.ანალიტიკოსების აზრით, სმოლის წასვლა პრეზიდენტს ზელენსკის მიმართ უნდობლობის ნიშანია.კიევში მუდმივად მიდის საუბრები, რომ მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნაკლებად დამოუკიდებელი და საბაზრო პრინციპების ნაკლებად ერთგული და საბოლოო ჯამში, უფრო მართვადი ადამიანის დანიშვნა სურს.


აქტივების მართვის ბრიტანული კომპანია BlueBay-ს ანალიტიკოსის ტომას ეშის თქმით, რეგულატორის ხელმძღვანელის გადადგომა ქვეყნის ფინანსურ სტაბილიზაცია დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს.„ეს ფაქტი ასევე შეაფერხებს საბანკო რეფორმას, რომელიც გამიზნული იყო ფინანსურ სისტემაში მსხვილი ოლიგარქების გავლენის შემცირებაზე“ - მიიჩნევს ის.


გადადგომის მთავარ მიზეზად სწორედ ოლიგარქების მხრიდან ზეწოლა სახელდება. ეს არც თავად სმოლის დაუმალავს.„დიდი ხნის მანძილზე ეროვნულ ბანკზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩემი გადადგომა არის გაფრთხილება ცენტრალური ბანკის წინაამღდეგ ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მან.


ზოგადად, უკრაინაში ეროვნული ბანკი მუდმივადაა ზეწოლის ქვეშ. მისმა წინა პრეზიდენტმა ნატალია გონტარევამ უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი მასზე თავდასხმების მოწყობაში და კიევში მისი სახლის დაწვაში დაადანაშაულა.„მე მეშინოდა, რომ მომკლავდნენ. ოჯახის წევრებმა მითხრეს - „საკმარისია“ - განაცხადა მან.



13 ივნისს, სწორედ ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკრაინის პარლამენტმა ე.წ. „ანტიკოლომოისკის კანონი“ მიიღო, რომელიც მმართველობითი პრობლემების გამო ნაციონალიზებული ბანკების ყოფილი მფლობელებისთვის გადაცემას კრძალავს.ეს კანონი ოლიგარქის ინტერესებს პირდაპირ ეწინაამღდეგება.2016 წელს მას ჩამოერთვა მისი კუთვნილი „პრივატბანკი“ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოლომოისკის მისი დაბრუნების იმედი ჰქონდა.თუმცა, ამ კანონმა, რომლიც მიღებასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვდა, ეს იმედები დაასამარა.


უკრაინის ეროვნული ბანკი წლების მანძილზე ქვეყნის საბანკო სისტემის წმენდითაა დაკავებული. ეს სექტორი ათწლეულების მანძილზე ოლიგარქების კონტროლს ქვეშ იყო, დღეს კი ვითარება იცვლება.ეროვნული ბანკი კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებს, რის წყალობითაც მან 4 წლის მანძილზე ინფლაციის შემცირება 60%-დან 1,7%-მდე მოახერხა.


„უკრაინის ცენტრალური ბანკი რეფორმების ბასტიონი მუდამ იყო და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებად ითვლებოდა. წლების მანძილზე ის ოლიგარქების მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა, საბანკო სისტემის გაჯანსაღებას მაინც ცდილობდა“ - ამბობს გამოცემა Business New Europe-ს ანალიტიკოსი ბენ არისი.


იაკოვ სმოლის გადადგომა ძალიან ცუდი სიგნალია საერთაშორისო ორგანიზაციების და ინვესტორებისთვის. ეს შესაძლოა ამ დაუნდობელ მრავალწლიან ბრძოლაში ოლიგარქების გამარჯვებას ნიშნავდეს.ეკონომიკამ ეს სწორედ ასეც გაიგო - სმოლის გადადგომის შემდეგ გრივნას კურსმა ვარდნა ისევ დაიწყო.


წყარო:Handelsblatt.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up