Handelsblatt: უკრაინა თავს მოტყუებულად თვლის

Handelsblatt: უკრაინა თავს მოტყუებულად თვლის

access_time2021-08-26 19:00:57

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის  ამუშავების სანაცვლოდ,  გერმანიამ და ამერიკამ უკრაინას წყალბადის განვითარების პროგრამა შესთავაზეს, თუმცა, რეალურად ამ კომპრომისის წარმატებისთვის საჭირო ფული არც ერთ მხარეს არ გააჩნია.

 

როდესაც 30 აგვისტოს ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, სავარაუდოდ, იმ დროს რუსული გაზსადენის მშენებლობა დასრულებული იქნება. უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრას უფრო ადრე მოითხოვდა და აცხადებდა, რომ რუსეთი ბალტიკურ გაზსადენს პოლიტიკურ იარაღად აუცილებლად გამოიყენებდა.

 

კიევისთვის კი ეს წელიწადში $2 მლრდ–ის დაკარგვას ნიშნავს. მაგრამ ვაშინგტონმა და ბერლინმა ამ მოცემულობას ყურადღება არ მაქციეს და უკრაინის გაჩუმება სხვადასხვა ლამაზი დაპირებებით სცადეს.

 

კიევი ამ კომპრომისის საჯარო კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა, სამთავრობო კულუარებში საუბრობენ ტყუილზე, რადგანაც არ სჯერათ, რომ რუსეთის თავის ვალდებულებებს შეასრულებს, დასავლეთი კი დაანონსებული ენერგეტიკული პროგრამების რეალიზებისთვის ფულს გამოძებნის.

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არის არა უკრაინული ტრანზიტის ჩანაცვლება, არამედ დამატებითი პროექტი. თუმცა პუტინი სულ სხვანაირად ფიქრობს - 2024 წლის შემდეგ უკრაინული ტრანზიტის გაგრძელება დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

 

კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს აშშ-ის და გერმანიის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც უკრაინის წყალბადის მსხვილ მწარმოებლად ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამისთვის მხარეები ქმნიან მილიარდიან მწვანე ფონდს უკრაინაში მწვანე ენერგეტიკის განვითარების მიზნით, მაგრამ ამ იდეის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება.


 

გერმანული ეკონომიკის აღმოსავლეთი კომიტეტის რეგიონული დირექტორის შტეფან კეგებაინის თქმით, მილიარდიან ფონდზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგანაც ამ დროისთვის გერმანიის მთავრობამ ამ პროექტისთვის მხოლოდ 175 მლნ ევრო გამოყო. საიდან მოვა დანარჩენი ასობით მილიონი - გაუგებარია.

 

„სახსრების მოძიების პროცესს მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება, თანაც არის იმის რისკიც, რომ საქმის გამარტივების მიზნით, მოხდება უკვე არსებული ფონდებისთვის სახელის შეცვლა - მაგალითად, ნახშირის სექტორის ტრანსფორმაციის ფონდის. თანაც წინ საპარლამენტო არჩევნებია და არავინ იცის, ამ საკითხზე ახალი მთავრობის მიდგომა როგორი იქნება“, - ამბობს ის.

 

კაგებაინის თქმით, დღეს უკვე არსებობს წყალბადის ენერგეტიკის განვითარების რამდენიმე პროექტი, თუმცა, ყველა გაჩერებულია ინვესტორების და ბრიუსელისა და ბერლინის მხრიდან გარანტიების მოლოდინში.

 

კეგებაინის თქმით, წყალბადის ენერგეტიკა ჯერ სუსტადაა განვითარებული, მათ შორის ტრანსპორტირების სირთულის გამო - დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში მისი გადაზიდვა მხოლოდ სარკინიგზო ცისტერნებით შეიძლება, ეს კი საკმაოდ მოუხერხებელი და ძვირია.

 

ასევე განიხილება უკრაინული გაზსადენის მოდერნიზება წყალბადის გადაქაჩვის მიზნით, თუმცა, ამისთვის მხოლოდ საწყის ეტაპზე 1,5 მლრდ ევროა საჭირო, ხოლო სრულფასოვანი წყალბადსადენის აშენებისთვის გაცილებით უფრო დიდი თანხებია მოსაძიებელი.

 

უკრაინას ასეთი მოდერნიზაციისთვის ფული არა აქვს, ევროპის და ამერიკის მხრიდან დაპირებული თანხა რომელიც ჯერ არ არსებობს. ამიტომაც უკრაინა მიიჩნევს, რომ ის მოატყუეს და მისი ინტერესები რუსულ გაზზე გაცვალეს.

 

handelsblatt.com

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up