Handelsblatt: შტატებში ეპიდემიის მეორე ტალღას ელოდებიან

Handelsblatt: შტატებში ეპიდემიის მეორე ტალღას ელოდებიან

access_time2020-05-07 20:00:43

აშშ-ს მთავრობის მიერ შედგენილი შიდა პროგნოზის თანახმად, აგვისტოსთვის ქვეყნაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 135 000-ს მიაღწევს.თუმცა, ამის ფონზე ცალკეული შტატები შეზღუდვებს დასაშვებზე სწრაფად ხსნიან. მაგალითად, ჯორჯიაში და ტეხასში კინოთეატრები, რესტორნები, მაღაზიები და სილამაზის სალონები იხსნება. თეთრი სახლის რეკომენდაციების მიხედვით, შეზღუდვების მოხსნამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 2 კვირის მანძილზე უნდა მცირდებოდეს. თუმცა, ამ და კიდევ რამდენიმე სხვა შტატში, ეს რეკომენდაციები არ სრულდება.


ასეთი საქციელის სავარაუდო შედეგებს მთავრობის მიერ ჩატარებული შიდა კვლევა აჩვენებს. დოკუმენტი რამდენიმე გავლენიან ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნდა. პროგნოზის თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან მოსალოდნელია ინფიცირების მკვეთრი ზრდა. 1 ივნისიდან დღიური სიკვდილიანობა რეკორდულ 3000-ს, ხოლო დაინფიცირების მაჩვენებელი - 200 000-ს მიაღწევს.


ეს მაშინ, როდესაც აპრილის ბოლო დღეებში აშშ-ში დღე-ღამეში დახლოებით 30 000 ინფიცირება და 1750 გარდაცვალება ფიქსირდებოდა.როგორც მინიმუმ აშშ-ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩის დაავადების ზრდის პროგნოზი არ უკვირს. „ამ ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფენომენალური უნარი აქვს“ - მიიჩნევს ის.



ვაშინგტონის უნივერსიტეტის საპროგნოზო მოდელის თანახმად, სიკვდილიანობის ზრდა შეზღუდვების ნაადრევი მოხსნის შედეგი იქნება. ჯერ კიდევ 17აპირლს უნივერსიტეტი 1 აგვისტოსთვის 60 000 გარდაცვალებას ელოდა, თუმცა, უკვე დღეს შტატებში კორონავირუსით თითქმის 70 000 ადამიანი დაიღუპა. ამიტომაც, ახალი პროგნოზი - 135 000 დაღუპული 1 აგვისტოსთვის - სავსებით რეალური ჩანს.


რამდენიმე შტატში ეკონომიკის სასწრაფო გახსნის მოთხოვნით მიტინგები ტარდება, თუმცა, კვლევების თანახმად, ასეთ აჩქარებას მხოლოდ მცირე ნაწილი ეთანხმება.კინოთეატრების გახსნას მხარს ამერიკელთა მხოლოდ 18%, რესტორნების 26%, სილამაზის სალონების და მაღაზიების - 30% უჭერს.


წყარო:Handelsblatt:com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up