Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

access_time2020-03-29 20:00:11

 

შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.

 

მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა მონაცემები.

 

კვლევაში განხილულია ინფექციის წყაროში, ჩინეთის ქალაქ უხანში, ვირუსის გავრცელების საწინაამღდეგოდ მიღებული ზომები, რომლებიც იყოფა 3 ეტაპად. პირველი - ეს იყო პერიოდი იზოლაციამდე, როდესაც ადამიანებს ჯერ შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება. მაშინ გავრცელების კოეფიციენტი იყო 3,88 - ანუ,  1 დაავადებული ადამიანი საშუალოდ აინფიცირებდა 3,88-ს.

 

მეორე ფაზა დაიწყო 23 იანვარს, როდესაც უხანი ჩაიკეტა გარე სამყაროსგან, და ქალაქში შეიზღუდა გადაადგილება. მოქალაქეებს ურჩევდნენ სახლში დარჩენას, მათ შორის დაავადებულებს მსუბუქი სიმპტომებით.

 

ამ ზომების მიღების შემდგომ გადადების კოეფიციენტი შემცირდა 1,25-მდე, ანუ, დაავადების ინტენსიურობა შემცირდა, თუმცა, მაინც დარჩა საკმაოდ მაღალი.

 

მეცნიერთა აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშა მე-3 ფაზამ, ე.წ. „ცენტრალიზებული კარანტინის შემოღებამ 2 თებერვალს, რის შემდეგაც დაინფიცირება შემცირდა 0,2-მდე.

 

გასულ კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  უხანში არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი ახალი შემთხვევა.

 

„ცენტრალიზებული კარანტინი“ წარმოადგენს სტრატეგიას, რომლიც ფარგლებშიც დაავადებულებს სწრაფად უდგენენ დიაგნოზს, და ახდენენ მათ სრულ იზოლირებას. კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდებოდა ადამიანების სრული იზოლირება მასობრივი კარანტინის ადგილებში დაავადების სიმწვავის დონის განურჩევლად.


 

ისინი იქ იმყოფებოდნენ სადღეღამისო კონტროლის ქვეშ, გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტების გარეშე. ასევე მათთან აკრძალული იყო მნახველების მისვლა, მათ შორის ოჯახის წევრების.

 

საავადმყოფოების დეფიციტის პირობებში საკარანტინო ზონები იხსნებოდა სხვადასხვა ადგილებში - მაგალითად, სპორტულ დარბაზებში და სამხედრო ხომალდებზეც კი.

 

ყველა ადამიანი საეჭვო სიმპტომებით, და ასევე ყველამ ვინც ეკონტაქტებოდა მათ, ასევე თავსდებოდა კარანტინში. ანალიზების შედეგების მოლოდინში ისინი ცხოვრობდნენ სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში და საერთო საცხოვრებლებში, იმისთვის, რომ გამორიცხული ყოფილიყო მათი ყოველგვარი კონტაქტი მოსახლეობასთან.

 

გაიზარდა ასევე დიაგნოსტირების ტემპები - თუ ეპიდემიის დასაწყისში დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან საბოლოო დიაგნოზამდე საშუალოდ გადიოდა 10 დღე, მომდევნო ეტაპზე ეს ინტერვალი შემცირდა 2-მდე.

ცენტრალიზებული კარანტინი განიხილებოდა როგორც აუცილებლობა 2 მიზეზის გამო.

 

„პაციენტების პირად საქმეებში მითითებული მისამართები ცხადყოფდა, რომ ვირუსის გადაცემის 75-85% ხდებოდა ოჯახებში, შესაბამისად, ინფექციის გადაცემის ჯაჭვის შესაწყვეტად, აუცილებელია ინფიცირებულების სრული იზოლირება“  - განაცხადა ხანჩჟანის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა, კვლევის თანაავტორმა ვუ ტანგჩანმა.

 

მისი თქმით, ეს ასევე ამარტივებდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მუშაობას, რადგანაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების მკურნალობა ხდებოდა უშუალოს კარანტინში. თანაც ყველა დაავადებული იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ,რაც ამცირებდა სერიოზული გართულებების საფრთხეს.

 

ასეთივე ზომები ტარდებოდა მედიკოსების მიმართაც - ისინი ცხოვრობდნენ სასტუმროებში და საერთო საცხორვებლებში,  და მათთვის აკრძალული იყო გარე სამყაროსთან კონტაქტი, მათ შორის ოჯახების წევრებთან.

 

ვუ  ტანდჩანის შეფასებით, ეს არ არის ზედმეტად აგრესიული და ხისტი მეთოდები.

 

„რა არის უკეთესი  - 2-3 კვირა იცხოვრო ოჯახისგან შორს, და საბოლოო ჯამში ყველა გადარჩეს, თუ იყოთ ერთად, და დააყენოთ მათი და თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ?“ - სვამს კითხვას პროფესორი,და პასუხი ამ შემთხვევაში ცალსახაა.

 

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნების გააკეთებენ სათანადო დასკვნებს ჩინეთის მაგალითად, სამხრეთ კორეამ გამოიყენა ეს მეთოდი ჯერ კიდევ დასაწყისში, მადრიდში კი საკარანტინო სადგურად გადაკეთდება კონფერენც-ცენტრი, სადაც ეტევა 5 500 ადამიანი,

 

მეცნიერების გათვლებით, უხანში ახალი დაინფიცირების შემთხვევები საბოლოოდ დასრულდება მაისის დასაწყისისთვის, რადგანაც ოფიციალურად დარეგისტრირებულ პაციენტებთან ერთად, ჯერ კიდევ არსებობს გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები, რომელთა დაავადება მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, ან სუსტი სიმპტომებით  - თუმცა, ამის მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ინფექციის გავრცელება.

 

შესაბამისად,  უხანში  კარანტინი საბოლოოდ გაუქმდება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ბოლო ინფიცირების შემდეგ გავა 14 დღე.

 


თეგები:
კარანტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up