Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

access_time2019-10-17 19:00:27

საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები დაზარალდნენ.


გერმანელი ეკონომისტების დასკვნით,  მთლიანი ზარალის ნახევარი  რუსეთზე მოდის, ხოლო მეორე ნახევარი - სანქციების შემომღებ ქვეყნებზე, მათ შორის კი ყველაზე დაზარალებული- გერმანიაა.


სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ იქნა ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხების მხარდაჭერის გამო. შეზღუდვების მიღებაში მონაწილეობდა 37 ქვეყანა - აშშ, იაპონია, და ევროკავშირის ქვეყნები, თუმცა, ეს ზომები აზარალებს მათაც და არა მხოლოდ რუსეთს. სწორედ ამის გამო ეს ზომები ხშირად ხდება კრიტიკის საგანი როგორც  გერმანიაში, ისე სხვა ქვეყნებში. პოლიტიკოსები და მეწარმეები უკმაყოფილოები არიან იმით, რონ სანქციების სასურველი შედეგები - ანუ, კრემლის პოზიციის შეცვლა - ჯერ არ ჩანს, თუმცა, ბევრი რეგიონი და კომპანია, უკვე 5 წელია დანაკარგებს ითვლის. 


ივნისში საქსონიის რეგიონის პრემიერ-მინისტრმა მიხაელ კრეჩმარმა მოითხოვა სანქციების გაუქმება, თუმცა, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააგრძელა მათი მოქმედება მორიგი 6 თვით.2017 წელს გერმანიის პარლამენტის ეკონომიკურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილი აქვს რუსეთს და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირებას, თუმცა ამის ძირითადი მიზეზია არა სანქციები, არამედ რუსეთის ეკონომიკის ცუდი მდგომარეობა.


თუმცა,  ჰონკონგის უნივერსიტეტიდან და კილის მსოფლიო ეკონომიკის ცენტრიდან ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც  შეფასდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლო დონე, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ არა სანქციები. მათ გაყვეს ქვეყნები და პროდუქტები კატეგორიებად  და შეადარეს თანამშრომლობის არსებული დონე შესაძლებელს.


სწორედ ამ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არის საბოლოო ზარალის დონე.



გერმანიის დიდი დანაკარგები


რაოდენობრივი მაჩვენებლები არც ისეთი დიდია, როგორც ამას  მრეწველობის წარმომადგენლები ამბობენ, რადგანაც ექსპორტის შემცირების ძირითადი ფაქტორი იყო არა სანქციები, არამედ ეკონომიკური ვარდნა, რომელიც  2015 წელს დაიწყო. ის  ნავთობის გაიაფებით და რუსული რუბლის კურსის დრამატული დევალვაციით იყო გამოწვეული.გარდა ამისა,  ზარალად არ ჩაითვალა ექსპორტი, რომელიც რუსეთის ნაცვლად  სხვა ქვეყნებში წავიდა.


თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, ზარალი მაინც სერიოზულია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ძირითადად  რუსეთზე იყვნენ ორიენტირებულნი.კვლევის თანახმად, სანქციებისგან ჯამური ზარალი შეადგენს თვეში 4 მლრდ. დოლარს, მათ შორის რუსეთზე მოდის 55%, ხოლო 45%, ანუ, 1,8 მლრდ. - მოდის სანქციების შემომღებ ქვეყნებზე. აქედან  92% მოდის ევროკავშირზე, ხოლო ევროკავშირის დანაკარგების ყველა დიდი წილი - 38%, ანუ, თვეში 700 მლნ.-მდე - სწორედ გერმანიისაა.


კვლევის ავტორთა აზრით, სანქციებმა შეასუსტა რუსეთის ფინანსური სისტემა და შექმნა სამომავლო გაურკვევლობა იმაზე, თუ რა ტიპის ფინანსური ურთიერთობები შეიძლება აიკრძალოს მომავალში.


შესაბამისად, რუსეთთან სავაჭრო ოპერაციის დაფინანსება გაჭირდა, რაც ითვლება სანქციების შედეგად - საგულისხმოა ისიც არის, რომ სირთულეები გაჩნდა იმ დარგებშიც, რომლებსაც არ შეეხო შეზღუდვები - ეს უკვე ამ გაურკვევლობის და ნეგატიური მოლოდინების შედეგია.დამატებითი სირთულეები შეექმნა იმ საქონლის ექსპორტს, რომელშიც ფინანსურ ინსტრუმენტებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.


კვლევის ავტორებმა ასევე გააანილიზეს ფრანგული კომპანიების ექსპორტი რუსეთში, რომელზეც არის ღია მონაცემები - აღმოჩნდა, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც ადრე ყიდდნენ პროდუქციას რუსეთში, ვერ შეძლეს საკმარის დონეზე რუსეთის ბაზრის  სხვა ქვეყნებით ჩანაცვლება.


თუმცა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტად დაზარალდა თავად რუსეთი. მოსკოვი ტრაბახობს თავისი საპასუხო სანქციებით და აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთი ნაკლებადაა დამოკიდებული კვების პროდუქტების იმპორტზე.თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ რუს მომხმარებლების უწევთ ამის გამო ხარჯების ზრდა - მოკლე პერიოდში სანქციების ქვეშ მოხვედრილი პროდუქტები გაძვირდა 10%-ით, ხოლო მოხმარება შემცირდა.


შემდგომში სიტუაცია კიდევ გაუარესდა, ფასები კი  კიდევ 4%-ით გაიზარდა, რადგანაც რუსეთს მოუწია სანქციების ქვეშ მოხვედრილი პროდუქტების იმპორტი სხვა ქვეყნებიდან. თუმცა, მოხმარების შემცირებამ ასევე შეამცირა შექმნილი დეფიციტიც. მთლიანობაში, რუსეთში სამომხრმარებლო კალათა საპასუხო სანქციების გამო 0.2%-ით გაძვირდა.


რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ საკუთარი წარმოების ზრდა ასევე ზრდის შემოსავლებს სოფლის მეურნეობაში, თუმცა, საკამათოა, რამდენად ახდენს ეს დანაკარგების კომპენსირებას.


წყარო: Handelsblatt.com

თენგიზ აბლოთია 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...


მსგავსი სიახლეები

up