Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

access_time2021-02-24 20:00:11

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.

 

 

ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

 

 

ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne და 112 Украина - ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ მედვედჩუკს ეკუთვნის, რომლის პარტიას „ოპოზიციური პლატფორმა“ -ს უკრაინის პარლამენტში ფრაქცია აქვს. ამ ჯგუფის დეპუტატები ზელენსკის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა და ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აანონსებენ.

 

 

ზელენსკის პარტიას უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობა აქვს, ამიტომაც მედვედჩუკი მას ვერ გადააყენებს, თუმცა, ეს სკანდალი მის რეიტინზე ნეგატიურად აისახება - გამოკითხვების თანახმად, მის პარტიას „ხალხის მსახურ“-ს მხარს მოსახლეობის 23% უჭერს, და თითქმის იმდენივე - „ოპოზიციურ პლატფორმას“.

 

 

ასე რომ, კიევში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვაა, თუმცა, ამ ფონზე საქმეები ფინანსურ სექტორში გასაკვირად კარგად მიდის. უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო დარწმუნებულია ფინანსური სისტემის მდგრადობაში და დეფოლტის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

 

ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ უკრაინა, მუდმივი პოლიტიკური ბატალიებით, საპროტესტო გამოსვლებით, კორუფციითა და ოლიგარქების სრული ძალაუფლებით, ინვესტორებისთვის მიმზიდველობას ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებს.


 

 

ეს ეროვნულ ვალუტა გრივნაში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებსაც ეხება, რომლებსაც საერთაშორისო ინვესტორები დიდი მონდომებით ყიდულობენ. ეს კი კიევს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 84 მლრდ. დოლარიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებების წარმოებას უადვილებს.

 

 

ამას ძირითადად 2 მიზეზი აქვს - ფასიანი ქაღალდების ძალიან მაღალი მომგებიანობა - 15%, და უკრაინაში ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პირველი ნიშნები.

 

 

Bloomberg-ის შეფასებით 2015 წელს უკრაინის მთავრობის მიერ გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების მოგება 1 მლრდ. დოლარს მიაღწევს, რაც ამ ფასიანი ქაღალდების ფასს აღემატება. ეს დაკავშირებულია გარიგების სპეციფიკასთან, რომელიც გულისხმობს, რომ უკრაინის ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შემთხვევაში, დივიდენდი 40%-ს მიაღწევს.

 

2020 წელს უკრაინის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო 2021-ში მოსალოდნელია 4,6%-ანი ზრდა, რაც გარიგების ამ საკამათო მუხლის ძალაში შესვლას ავტომატურად გამოიწვევს. ფაქტიურად გამოდის, რომ ქვეყანა სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო ისჯება, და მას ინვესტორებისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს.

 

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პირობები საკამათოა, რადგანაც  ზრდადი ვალების დასაფარად სახელმწიფო დიდი ხარჯების წინაშე დგას.

 

 

თუმცა, მისი თქმით, ეს დიდ პრობლემებს არ ქმნის, რადგანაც მოთხოვნა უკრაინულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორებს შორის იზრდება, რაც ვალდებულებების დაფარვის საშუალებას იძლევა.

 

 

თანაც, მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა მთავრობას ინვესტორებისთვის გადასახდელი თანხების მობილიზებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

 

 

handelsblatt.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up