Handelsblatt: ნავთობინდუსტრია  თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას.

Handelsblatt: ნავთობინდუსტრია თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას.

access_time2020-07-28 19:15:57

ნავთობინდუსტრია თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოწვევის წინაშე დგას. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ამას უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებიც კი არ უარყოფენ.

 

კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც კი ნავთობპროდუქტების მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირებას განაგრძობს. მოთხოვნის ვარდნა გაგრძელდება წლების მანძილზე  - განაცხადა კონცერნ   Shell-ის გენერალურმა დირექტორმა ბენ ვან ბერდენმა.

 

ვალები, დაბალი ფასები და ალტერნატიული ენერგეტიკის სწრაფი განვითარება - ეს და მრავალი სხვა პრობლემა დარგს უკვე დიდი ხანია აწუხებს თუმცა, ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციამ უკიდურესად გაამძაფრა.

 

მსხვილი კონცერნები ფუნდამენტალური გამოწვევის წინაშე დგანან - 40 დოლარი ბარელზე  არის ფასი, რომლის პირობებშიც ნავთობსაბადოების ნახევარი არარენტაბელურია.

 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში ნავთობი მკვეთრად გაძვირდება, თუმცა ეს საკამათო საკითხია - ამაში მსხვილი კორპორაციებიც კი არ არიან დარწმუნებულები.

 

მაგალითად, BP-მ ნავთობის ღირებულების გრძელვადიანი ფასის პროგნოზი  70-დან 55 დოლარამდე შეამცირა. სავარაუდო ფასების კორექტირება ასევე Shell-მა და Chevron-მა მოახდინეს, რამაც მათი კაპიტალიზაცია მილიარდობით დოლარით შეამცირა.

 

საკონსულტაციო კომპანია Roland Berger-ის ექსპერტი ვალტერ პფაიფერი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და სულ მალე იგივეს სხვა ნავთობგიგანტებიც გააკეთებენ, რადგანაც კორონავირუსის პანდემია მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება.

 

ამ მიდგომას  ასევე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც იზიარებს.

 

ნავთობინდუსტრიისთვის პანდემიის შედეგები ძალიან მძიმე იქნება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კორონა კრიზისამდეც კი ჭარბი მოპოვება ხდებოდა  - მაგალითად ნავთობი Brent-ი  ჯერ კიდევ 2019 წელს 20%-ით გაიაფდა.

 


არა ნაკლებ მძიმეა სიტუაცია  ბუნებრივი  გაზის ბაზარზე, განსაკუთრებით კი ეს თხევად გაზს შეეხება, რომელიც 2019 წელს, ჯერ კიდევ  პანდემიამდე 40%-ით გაიაფდა.

 

კორონა კრიზისის გამო ნავთობის  მოხმარება ჩინეთში შემცირდა, შემდეგ, სხვა ქვეყნებშიც.

 

საბაზრო შოკები არ წყდებოდა და ეს პირველ რიგში, მსხვილ ნავთობკომპანიებს დაეტყო - Shell-მა პირველად მსოფლიო ომის შედეგ, დივიდენდები შეამცირა - სადღეისოდ ინვესტორები წინა წლებთან შედარებით ორი მესამედით ნაკლებ მოგებას  იღებენ.

 

BP-მა  70 000 სამუშაო ადგილიდან 10 000 შეამცირა, და ფინანსების მოსაზიდად საკუთარი ნავთობ-ქიმიური  ქვეგანაყოფი გაყიდა.

 

ცალკე თემაა - ვალები. მსოფლიოს 7 უმსხვილესმა ნავთობკონცერნმა  — Shell, Exxon Mobil, Chevron, BP, Total, Equinor და Eni-მ, 2020 წლის მეორე კვარტალში 60 მლრდ. დოლარის დავალიანება დააგროვეს.

 

ყველაზე მსხვილი მსესხებელია ბრიტანული BP, რომელმაც 16  მლრდ. დოლარის ვალი აიღო.

 

„BP განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია“ - მიიჩნევს საკონსალტინგო სააგენტო Rystad Energy-ს ექსპერტი პარულ ჩოპრა.

 

მისი თქმით მექსიკის ყურეში 2010 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ბრიტანული კონცერნი მრავალმილიარდიან ჯარიმას დღესაც იხდის, როს გამოც ბევრი პროექტი  გადაიდო.

 

„ბევრი  ახალი პროექტი 2019 წელს ამუშავდა, მაგრამ 2020 წელს პანდემია დაიწყო“ - ამბობს ჩოპრა.

თუმცა, არც სხვა გიგანტებს ულხინთ- Goldman Sachs -ის ინფორმაციით, მსოფლიოს 5 უმსხვილესი ნავთობკონცერნი ახალი საბადოების ამუშავებაში კაპიტალდაბანდებები მკვეთრად - თითქმის 2-ჯერ შეამცირა. ეს კი საშუალოვადიან პერსპექტივაში მოპოვების შემცირებასაც ნიშნავს.

 

არანაკლებ მძიმეა ვითარება ამერეკის ფიკალის ნავთობის ინდუსტრიაში, სადაც ჩვეულებრივ ნავთობთან შედარებით რენტაბელურობისთვის საჭირო ფასი 50-55 დოლარია, რაც დღეს მიუღწეველი პერსპექტივაა.

 

უკვე 20-ma  მწარმოებელმა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა და თუ  ნავთობი არ გაძვირდა, მათ სხვებიც მიჰყვებიან.

 

პარალელურად მსოფლიო ენერგიის ახალი წყაროების ძიებაში დიდ წარმატებებს აღწევს. შტატებში გიგანტები დღესაც ძირითად აქცენტს ნედლეულის მოპოვებაზე აკეთებენ, თუმცა, ევროპაში ნავთობის და გაზის ინდუსტრია სულ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ხვდება  - მათგან განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდას სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ.

 

თუმცა, ეს ყველაფერ ნავთობის სწრაფ გარდაცვალებას არ ნიშნავს - მისგან კაცობრიობის სრული განთავისუფლებას ათწლეულები დასჭირდება. 

 

 მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


Handelsblatt.com


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up