Handelsblatt: მოსკოვი ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

Handelsblatt: მოსკოვი ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

access_time2021-03-22 19:00:29

ჯო ბაიდენის განცხადებამ, რომ პუტინი მკვლელია, შესაძლოა დასავლეთის ურთიერთობებს რუსეთთან დიდი ზიანი მიაყენოს. მოსკოვი აღშფოთებულია, ევროკავშირი კი მის მიმართ პოზიციის შეცვლას არ გამორიცხავს.

 

რუსეთის ხელისუფლებამ ბაიდენის გამონათქვამი აღმაშფოთებლად ჩათვალა და კრემლმა ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადა. ამან და პარალელურად ამერიკის მხრიდან ახალი სანქციების შემოღების მაღალმა ალბათობამ რუსული რუბლის კურსის ვარდნა გამოიწვია, გამოცემა "Коммерсантъ"-ის ინფორმაციით კი, მოსკოვში ყველა ახალი ცივი ომის მოლოდინშია.

 

ყველაზე დიდ საფრთხედ აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დოლარის და საერთაშორისო საბანკო სისტემა Swift-თან წვდომის შესაძლო დახურვა მიიჩნევა. სახელმწიფო Внешэкономбанк-ის დირექტორმა ანდრეი კოსტინმა ეს საკითხი „ეკონომიკურ წყალბადის ბომბს“ შეადარა.

 

ასევე აშშ-ს შეუძლია ამერიკელ ინვესტორებს რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტიციების ჩადება აუკრძალოს. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში რუსულ ფასიან ქაღალდებს ყველაზე აქტიურად სწორედ ამერიკელი ინვესტორები ყიდულობენ, ამის მიზეზი კი მოგების მაღალი პროცენტებია.

 

ახალი კონფლიქტი მოსკოვს და ვაშინგტონს შორის მძიმე ტვირთად ევროკავშირსაც აწვება - გაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან ურთიერთობების ახალი სტრატეგიის განხილვას აპირებენ, ხოლო ბერლინი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინაამღდეგ სანქციების შემოღების თავიდან არიდებას ცდილობს. როგორც ცნობილია, პროექტი თითქმის დასრულებულია, მაგრამ შესაძლოა ამერიკამ მისი დასრულება ახალი სანქციების წყალობით შეუძლებელი გახადოს.

 


იმ დროს, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი, მაგალითად პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, რუსეთის მიმართ ევროკავშირის მხრიდან ბევრად უფრო ხისტი მიდგომის მომხრეა, ბერლინი კვლავაც მოსკოვთან დიალოგზე საუბრობს.

 

„ჩვენ გვსურს ვაწარმოოთ და ვაწარმოებთ კიდეც დიალოგს რუსეთთან. ეს  საჭიროა ისეთის საკითხების გადასაწყვეტად,  როგორიც არის უკრაინის პრობლემა, მშვიდობიანი დარეგულირება სირიაში, ირანის ბირთვული პროგრამა, და ა.შ.“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.

 

მაგრამ ბოლო კვირების გამოცდილება, მათ შორის მოსკოვის მუქარა ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის მზადყოფნაზე გვიჩვენებს, რომ მოლაპარაკებას მინიმუმ 2 მხარე სჭირდება. მოსკოვი კი დიალოგის სურვილს არ ავლენს.

 

„დღეს მოსკოვს ბოლო შანსი ეძლევა და მან უნდა დაადასტუროს, რომ დიალოგის წარმოება და ერთობლივი პოლიტიკის გატარება მართლაც სურს“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა.

 

რუსეთის საკითხებში გერმანელმა ექსპერტმა რენატა ალტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პუტინის პოლიტიკას მეტი წინაამღდეგობა უნდა გაუწიოს და დემოკრატია საგარეო ჩარევისგან უკეთესად უნდ დაიცვას.

 

„შესაძლოა, ბაიდენის განცხადება გადაჭარბებული იყო, თუმცა ის დაუსაბუთებლად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება გერმანიას შესაბამისად,  უწყებებმა უნდა შეამოწმონ ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ფინანსურ დახმარებას იღებენ. გარდა ამისა, რუსული ფინანსური ნაკადები, განსაკუთრებით უძრავი ქონების შეძენის მხრივ, უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ჩვენ მკაცრად უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და რუსეთს საკადრისი პასუხი გავცეთ“ - მიიჩნევს ექსპერტი.

 

წყარო: www.handelsblatt.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up