Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

access_time2020-07-12 20:00:18

 

სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.

 

ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.

 

ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები გახდა.

 

კრიზისი ადამიანებში სუფთა ჰაერზე და ბუნებასთან ახლოს ცხოვრების სურვილს აღრმავებს. მარტში, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ნიუ-იორკი 420 000 ადამიანმა დატოვა - მათი დიდი ნაწილი პანდემიის დასრულებას პატარ-პატარა ქალაქებში ელოდება.

 

გაურკვეველია, მათ შორის რამდენი დაბრუნდება უკან, და რამდენი იქვე დარჩენას არჩევს - მითუმეტეს, რომ ძირითადად საუბარია ადამიანებზე, ვისაც დისტანციური მუშაობის საშუალება აქვთ.

 

„ეს განსაკუთრებული სიახლე არაა. ბოლო 4-5 წელი ამერიკელები დიდ ქალაქებს სულ უფრო აქტიურად ტოვებენ. ისინი სოფლებში არ მიდიან - მათი დიდი უმრავლესობა შედარებით მცირე და მშვიდ ქალაქებში სახლდება“ - განაცხადა  Brookings-ის ცენტრის დემოგრაფმა უილიამ ფრეიმ.

 

მისი თქმით, ათწლეულის დასაწყისში საპირისპირო ტენდენცია შეინიჩნებოდა- მოსახლეობა სამუშაოს ძიებაში დიდ მეგაპოლისებში აქტიურად ჩადიოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში საქმე სულ სხვაგვარადაა.

 


ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორც,  მაგალითად,  Volkswagen, მიხვდნენ, რომ მათი ბაზრები არა მხოლოდ ნიუ-იორკი, ბოსტონი, სან-ფრანცისკო, და ლოს-ანჯელესია. ამერიკულ პროვინციაში მდებარე კომპანიებში ინვესტიციების  გიგანტური კორპორაციები სულ  უფრო ხშირად დებენ.

 

ქალაქები და შტატები ერთმანეთს მომგებიან შეთავაზებებში იმისთვის ეჯიბრებიან, რომ მეგაპოლისებიდან რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი მოიზიდონ. მაგალითად, შტატი ვერმონტი დისტანციურად მუშაობის მსურველებს 2 წლის მანძილზე 10 000 დოლარს სთავაზობს იმისთვის, რომ ისინი იქ ჩამოვიდნენ და დასახლდნენ.

 

შტატ კანზასში უფრო შორს წავიდნენ, და დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს მათთან საცხოვრებლად ჩამოსვლის სანაცვლოდ წელიწადში 15 000 დოლარს სთავაზობს. იგივე კანზასის სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში მეგაპოლისებიდან გადახვეწილებს უფასო მიწის ნაკვეთებს ურიგებენ.

 

მეგაპოლისებიდან წასვლის ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება - ნიუ-იორკელებისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასაუბრო თემაა - ვის სად შეუძლია გადაბარგება.

 

ამისკენ ადამიანებს დისტანციური დასაქმების სულ უფრო მეტი შესაძლებლობაც უბიძგებს. დიდი ქალაქებში მათ პატარა ბინებში, ოჯახებთან ერთად ცხოვრება უწევთ, ამ პირობებში კი დისტანციური მუშაობა ნაკლებად ეფექტურია. გაცილებით უფრო მომგებიანი იგივე დანახარჯებით ცხოვრება შედარებით პატარა ქალაქში, საკუთარ სახლში, საკუთარი იზოლირებული კაბინეტიდან მუშაობა.

 

ეს ყველაზე მეტად ისეთ ქალაქებს ეხება, როგორიც სან-ფრანცისკოა - მაღალტექნოლოგიური კომპანიების სულ უფრო დიდი რაოდენობა სახლიდან მუშაობის საშუალებას იძლევა, ამიტომაც, სიძვირით გამორჩეული სილიკონის ველიდან მოსახლეობის გადინება უკვე შესამჩნევ ხასიათს იღებს.

 

ისეთი მსხვილი კონცერნები, როგორც Twitter,  Square, და  Facebook თავიანთ თანამშრომლებს შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური მუშაობას ახალისებს, და ამ შანსს სულ უფრო მეტი დასაქმებული იყენებს.

 

პირველად წლების მანძილზე, ამერიკის ყველაზე ძვირ ქალაქში - სან-ფრანცისკოში - უძრავი ქონების სწრაფი გაიაფება დაფიქსირდა - 2020 წლის მაისში ამ ქალაქში 1-ოთახიანი ბინის ქირა 9%  იაფი იყო, ვიდრე 1 წლის წინ, როდესაც ამ მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს - თვეში 3330 დოლარს მიაღწია.

 

თავის მხრივ, კომპანიები ამ ტენდენციას ხარჯების შემცირებისთვის იყენებენ.

Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სილიკონის ველიდან სხვა ქალაქებში გადასულ დისტანციურ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდება.

 

სოციალური ქსელი დისტანციური თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილს გამოავლენს, და ამის შესაბამისად, ხელფასებსაც შეუმცირებს. მაგრამ თანამშრომლებს ეს მაინც უღირთ  -  სადმე პიტსბურგში ან კლივლენდში შემცირებული ხელფასიც კი გაცილებით უფრო მომგებიანი, ვიდრე შედარებით მაღალი - სან-ფრანცისკოში ან სილიკონის ველში.

 

არის თუ არა მეგაპოლისებიდან ხალხის მასობრივი გადინება დროებითი მოვლენა - ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


ასეა თუ ისე, Barclays აღმასრულებელი დირექტორის ჯეს სტეილის თქმით, კორონაკრიზისის დასრულების შემდეგაც კი, ერთ საოფისე შენობაში 7000 თანამშრომლის მოთავსება აქტუალური არ იქნება.


თეგები:
Handelsblatt



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up