Handelsblatt: გულაგის აჩრდილი: რუსეთში პატიმრებს მძიმე სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ

Handelsblatt: გულაგის აჩრდილი: რუსეთში პატიმრებს მძიმე სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ

access_time2021-06-03 19:00:16

რუსეთი მუშა ხელის მწვავე დეფიციტს განიცდის და ამის მთავარი მიზეზი - კორონაკრიზისია.

 

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების რაოდენობა - ძირითადად ცენტრალური აზიიდან  მკვეთრად, 11-დან 5 მლნ.-მდე შემცირდა. შექმნილ ვითარებაში მთავრობამ მუშახელის დეფიციტთან  საბრძოლველად სპეციალური გეგმა შეიმუშავა - დიდ მშენებლობებზე, სამთომომპოვებელ მრეწველობაში და სხვა დარგებში, სადაც მძიმე და არაკვალიფიცირებულ სამუშაოს მიგრანტები ასრულებდნენ, მომავალში პატიმრებს გამოიყენებენ.

 

რუსეთში საკმაოდ ბევრი პატიმარია - 482 000. ის მსოფლიოში მესამე მაჩვენებელია - მეტი მხოლოდ შტატებში (2, 1 მლნ.) და ბრაზილიაშია (755 000).

 

რუსეთის რკინიგზა, რამდენიმე მსხვილი მეტალურგიული კონცერნი, სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“და სახელმწიფოს კუთვნილმა „სბერბანკი“ ამ გეგმით უკვე დაინტერესდნენ, თუმცა, მას კრიტიკაც არ აკლია - პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მიდგომა გულაგთან პირდაპირ ასოციაციას იწვევს.

 

სასჯელაღსრულების სამმართველოს დირექტორის ალექსანდრ კალაშნიკოვის თქმით, ეს შედარება უადგილოა და არანაირი გულაგის აღდგენა არ იგეგმება - მისი თქმით, პატიმრები საერთო საცხოვრებლებში, კარგ პირობებში იცხოვრებენ და ღირსეულ ხელფასებსაც მიიღებენ.

 

ასევე, შრომის სანაცვლოდ შესაძლებელი იქნება პატიმრობის ვადის შემცირებაც.

 


„ციხეებში ჯანმრთელი მამაკაცები სხედან, საქმე არა აქვთ და თუ მათი შრომა კარგად იქნება ორგანიზებული - რატომაც არა? ეს ნამდვილად არანაირი გულაგი არაა“  - ამბობს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს თავჯდომარე ვალერი ფადეევი.

 

თუმცა, კერძო კომპანიები ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ - პატიმრების მხრიდან მცირე ხელფასზე მუშაობის მოტივაცია ძალიან დაბალი იქნება. თანაც მხოლოდ სამშენებლო სექტორს 3-4 მლნ. მუშა სჭირდება, ციხეებში კი ამდენი არ ზის - თვლის რუსეთის მენაშანეთა ასოციაციის თავჯდომარე ანტონ გლუშკოვი.

 

გეგმას რამდენიმე სუსტი ადგილი აქვს.

 

პირველი - რუსეთში დღეს პატიმრების იძულებითი შრომა აკრძალულია. კონსტიტუციაში ამ პუნქტის გაჩენა მძიმე ისტორიულმა წარსულმა განაპირობა - 1930-1950-ან წლებში მილიონობით პატიმარი გიგანტურ საბჭოურ პროექტებში მონების სტატუსში მონაწილეობდა.

 

მეორე - სახელი „გამოსასწორებელი ცენტრები“, სადაც მომავალში იცხოვრებენ და იმუშავებენ პატიმრები, ძალიან წააგავს ჩინეთის მთავრობის მიერ უიგურებისთვის შექმნილ ბანაკებს - მუსულმანური უმცირესობა ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში სასტიკად იჩაგრება და უმძიმეს პირობებში იძულებით მუშაობს.

 

მესამე - რუსეთის ციხეები სკანდალის ცენტრში ხშირად ხვდებიან, და მათ ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ. არავის სჯერა, რომ იმ ჯოჯოხეთში შესაძლებელი იქნება პატიმრებისთვის მუშაობის ნორმალური, ცივილიზბული პირობების შექმნა.

უფლებადაცვითი ორგანიზაციები წლების მანძილზე საუბრობენ რუსეთის ციხეებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, დასაქმებული პატიმრების ძალიან დაბალ ხელფასებზე, რომელიც თანაც, თითქმის მთლიანად იხარჯება ადმინისტრაციის მიერ პატიმრებისთვის ტანსაცმლის, საჭმლის, და საპნის ყიდვისთვის.

 

„მოტივაცია ნულოვანია, იმიტომ რომ ციხიდან გამოსვლის პერიოდისთვის რეალური თანხა ანგარიშზე თითქმის არავის რჩება. შედეგად ხარისხი ზარალდება - პატიმრების მიერ გაკეთებული ავტობუსების გაჩერებები მალევე იშლება, მათ მიერ შეკერილი უნიფორმა ან აკრეფილი ბოსტნეული ფაქტიურად გადასაყრელია“ - ამბობს უფლებადამცველი ალექსეი ფედიაროვი.

 

 

 

Handlesblatt


თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up