2015 წლის 8 მაისს საყურადღებო მოვლენა მოხდა - ახალგაზრდა რუსმა ჰაკერმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისში ვირტუალურად შეაღწია და მისი კომპიუტერი „გატეხა“.
ქვეყნის სპეცსამსახურებს ბოროტმოქმედის გამოვლენისთვის 5 წელი დასჭირდა - ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი დმიტრი ბადინი აღმოჩნდა. ამ და სხვა გახმაურებულმა ინციდენტებმა აქტუალური გახადეს კითხვა - რამდენად საშიშია დასავლეთისთვის კიბერშეტევები ავტორიტარული სახელმწიფოების მხრიდან?
უკვე რამდენიმე წელია დასავლეთის ქვეყნების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმები საგრძნობლად გახშირდა - სულ ბოლო მაგალითია აშშ-ში სტრატეგიულ მილსადენზე შეტევა, რომელმაც 17 შტატში 50 მლნ. მოქალაქის საწვავით მომარაგებაში სერიოზული შეფერხებები შექმნა.
მანამდე კიბერშეტევა ამერიკული კომპანია Solarwinds-ზე იყო, რომელმაც კიბერდამნაშავეებს ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურების ქსელებში შეღწევის საშუალება მისცა. მასშტაბით ეს, შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენა იყო.
არიან თუ არა ჰაკერული შეტევებისთვის პასუხისმგებლები რუსეთი და ჩინეთი - ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა, თუმცა. თავდასხმა Solarwinds-ზე უკვე ითვლება ასწლეულის შპიონაჟის ყველა მსხვილ შემთხვევად.
მის შესახებ ცნობილი მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში გახდა - შეტევა არა კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა, არამედ კერძო კომპანიამ გამოავლინა. იმ დროისთვის ჰაკერების აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს და ამერიკის ბირთვული არსენალის მმართველი უწყების ქსელებში შეაღწიეს.
არის თუ არა შეტევები კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე საკმარისი იმისთვის, რომ აშშ-მ და ნატო-მ საერთო მოქმედებების აუცილებლობაზე განაცხადონ - როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ იყო? ალბათ არა, თუმცა, აშკარაა, რომ მესამე მსოფლიო ომი ტანკების და ქვემეხების გარეშე წარიმართება.
კიბერ-სახელმწიფოებს შორის რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილია. მისი ჰაკერები ისეთივე დაუნდობლები არიან, როგორც თავად პუტინი, რომელმაც სირიის ქალაქები მიწასთან გაასწორა. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს - წარმატება. თუ ჰაკერები გამოვლინდნენ - მოსკოვი ყველაფერს უარყოფს.
მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო რა თქმა უნდა არანაირად არ ცდილობდა ამერიკის არჩევნებში ჩარევას, და არც ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერის „გატეხვასთან“ აქვს რამე საერთო.
რას აკეთებს ამ დროს ევროკავშირი? 2021-2027 წლებზე ამოქმედდება პროგრამა რომელზეც 1,5 მლრდ. ევრო გამოიყოფა - ანუ, წელიწადში მხოლოდ 230 მლნ. ევრო. ევროკავშირში 28 სახელმწიფო შედის, შესაბამისად, ყოველ მათგანზე წელიწადში 10 მლნ. ევროა.
ტექნიკური მხარდაჭერისთვის კი ერთიანი ცენტრი შეიქმნება, სადაც 57 სპეციალისტი იმუშავებს.
მოსკოვის და პეკინის საიდუმლო კიბერ-ჯარები, ამის შემხედვარე, ალბათ სიცილით იხოცებიან...
Handlesblatt. Com
თენგიზ აბლოთია