Handelsblatt: ევროპა კოვიდ-შეზღუდვების საწინააღმდეგო პროტესტმა მოიცვა

Handelsblatt: ევროპა კოვიდ-შეზღუდვების საწინააღმდეგო პროტესტმა მოიცვა

access_time2021-11-26 20:00:43

ევროპაში ათასობით ადამიანი ახალ კოვიდ-შეზღუდვებს აპროტესტებს.

 


ბერლინში დღესაც ახსოვთ რაიხსტაგის შტურმი, როდესაც მთავრობის მიერ შემოღებული ზომების მოწინააღმდეგე 400-მა ადამიანმა პარლამენტის შენობაში შესასვლელი დაიკავეს და ნაცისტურ დროშებს აფრიალებდნენ. დღეს შესაძლოა მოვლენები უფრო მძიმედ განვითარდეს.

 


ამჟამად ევროპას კორონავირუსის ახალი ტალღის გარდა, როტერდამიდან ბრიუსელამდე, ვენიდან ზაგრებამდე, დაუმთავრებელი ლოკდაუნების და შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტის ტალღამაც გადაუარა.

 


ბუნტის ქარიშხალში ერთმანეთს შეერია რელიგიური ფუნდამენტალიზმი, თავისუფლების ლიბერტარიანული აღქმა, მემარჯვენე შეთქმულებების თეორიები და ასევე უნდობლობა ექიმების და მეცნიერებისადმი.

 


აქამდე პროტესტების ძირითადი სცენა ნიდერლანდები იყო, სადავ არეულობა რამდენიმე დღე-ღამის მანძილზე სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში ხდებოდა. ქუჩაში დიდი აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოდიოდნენ - ისინი მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდნენ, ამტვრევდნენ ველოსიპედებს, საჯარო დაწესებულებს ცეცხლს უკიდებდნენ, და პოლიციელებს თავს ესხმოდნენ.

 


როტერდამში საქმე ქუჩის ბრძოლებამდე და ავტომობილების მასობრივ დაწვამდე მივიდა. პოლიციას გამაფრთხილებელი სროლა და წყლის ჭავლის გამოყენება მოუწია.

 


ვერასდროს ვერ დაუშვებ, რომ იდიოტებმა უკმაყოფილების საბაბით პოლიციის და მედიკოსების წინააღმდეგ აშკარა ძალადობა გამოიყენონ, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.


 


ბრიუსელში საპროტესტო მიტინგზე 35 000 ადამიანი გამოვიდა. თავიდან აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ის არეულობაში გადაიზარდა - დემონსტრანტები ბრიუსელის ცენტრში და ევროკავშირის კვარტალში მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდნენ, მანქანებს აზიანებდნენ, პოლიციელებს უტევდნენ.

 


მთავრობების მიერ მიღებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგობას ძირითადად მემარჯვენე პარტიები აღვივებენ.

 


ეს დანაშაულებრივი საქციელია და ის სრულიად ამაზრზენია. ამას თავისუფლებასთან უკვე საერთო არაფერი აქვს, - განაცხადა ბრიუსელში დატრიალებული არეულობის კომენტირებისას ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსდანრ დე კრომ.

 


საფრანგეთში კორონავირუსული პოლიტიკით უკმაყოფილება ძალადობაში ძირითადად კოლონიებში გადადის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კარიბის ზღვის კუნძულ გვადელუპაზე, სადაც 400 000 ადამიანი ცხოვრობს.

 


იქ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქუჩებში ბარიკადები ააშენეს და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 24 საათით კომენდანტის საათი შემოიღო, მაგრამ საკუთარი ძალებით წესრიგის აღდგენა ვერ მოახერხა და რამდენიმე დღეში პარიზმა გვადელუპაზე დამატებითი ძალები გააგზავნა.



დემონსტრაციების უკან არა მხოლოდ ისეთი საკითხებია, როგორც მედიკოსების აუცილებელი აცრა ან არავაქცინირებულებისთვის რესტორნებში შესვლის აკრძალვა, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

 


გვადელუპაზე დღეს ახალგაზრდობა იტანჯება, უმუშევრობა 50%-ზე მეტია და კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტს ესეც აღვივებს, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ამ კუნძულიდან ოლივიე სერვამ.

 


ბოლო პერიოდში არც ერთ ქვეყანას ევროპაში არ მიუღია ისეთი მკაცრი ანტიკოვიდური ზომები, როგორც ავსტრიას. ამის საპასუხოდ ვენის ქუჩებში 40 000 ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციის ინიციატორებს შორის იყვნენ უკიდურესი მემარჯვენეები, მასში ნეონაცისტები და საფეხბურთო ხულიგნები მონაწილეობდნენ.

 


თუმცა, აქციაზე ჩვეულებრივი, რიგითი ავსტრიელებიც გამოვიდნენ, რომლებმაც ნაწილობრივი ლოკდაუნი და სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტეს.

 


„მწვანე პასპორტების“ სისტემას იტალიელებიც აპროტესტებენ, შვეიცარიაში კი მომავალ კვირას ანტოკოვიდური ზომების გამკაცრების საკითხი რეფერენდუმით გადაწყდება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up