Handelsblatt: ეკონომისტები 10 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ საბიუჯეტო დეფიციტს ელიან - რუსეთი მასობრივი სიღარიბის ზღვარზე

Handelsblatt: ეკონომისტები 10 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ საბიუჯეტო დეფიციტს ელიან - რუსეთი მასობრივი სიღარიბის ზღვარზე

access_time2020-08-02 18:30:49


კორონავირუსის ეპიდემია რუსეთის ეკონომიკაში სულ უფრო მეტად იგრძნობა. მშპ ვარდება, დაინფიცირების ახალი შემთხვევები აკრძალვების შემდეგი ეტაპის შიშს იწვევს.


და ეს მაშინ, როდესაც პირველმა ტალღამ ფატალური შედეგები უკვე გამოიწვია - ათასობით კომპანია გაკოტრდა, უმუშევრობა კი თითქმის ყოველდღიურად იზრდება.


ფედერალურ ბიუჯეტში ხვრელები იზრდება, ხოლო რეგიონებში პოლიტიკური პროტესტები კრემლზე წნეხს აძლიერებს. სულ უფრო ხშირად პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში საჯარო სექტორის თანამშრომლები, პირველი რიგში ჯანდაცვის გადატვირთული სექტორის წარმომადგენლები გამოდიან.


ამჯერად ვლადიმერ პუტინის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტებისგან დისტანცირებას ამჯობინებს. მას არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწია  - გადასახადების ზრდა. ეს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს - თუმცა, ნავთობის და გაზისგან შემოსავლების დრამატული ვარდნა მას სხვა არჩევანს არ უტოვებს.


მთავრობა მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების, მაგალითად, პორტების, გაყიდვას გეგმავს. პუტინმა ასევე თავისი მრავალმილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროგრამაც გააუქმა.



ასევე რუსეთს მოუწია ამბიციურ გეგმაზე უარის თქმა - 2018 წელს ვლადიმერ პუტინმა არჩევნების წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია 2030 წლისთვის მსოფლიოს 5 უნსხვილეს ეკონომიკებში შესვლა. სახელმწიფო მიზნების განახლებულ პროგრამაში ეს პუნქტი უკვე არ ფიგურირებს.


რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მე-2 კვარტალში ქვეყნის მშპ 10%-ით შემცირდა, თუმცა, ეს ბოლო არაა - ვარდნა გრძელდება მე-3 კვარტალშიც,


კორონავირუსის ეპიდემია დამარცხებული ჯერ არაა, რუსეთში დაინფიცირდა 800 000 ადამიანი, დღე-ღამეში საშუალოდ 6000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.


ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოსალოდნელი არაა,  რადგანაც შიდა მოხმარება ძალზე დაბალი დარჩება - „სბერბანკისგათვლებით, სახელფასო ფონდი ქვეყანაში 2000-იანი წლების დასაწყისის დონემდე დაეცა - დასაქმებულთა 30%- ხელფასები მინიმუმ 30%-ით შეუმცირდა.


ვითარებას ისიც ართულებს, რომ რუსების  ნახევარს არავითარი დანაზოგები არ გააჩნია, რადგანაც მათ რაც ჰქონდათ კარანტინის დროს დახარჯეს. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დღეს თვეში 180 ევროზე ცხოვრობს.


უმუშევრობამ ქვეყანაში 8-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, დიპლომატები კი ფეთქებადსაშიშ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ,


დღეს პუტინისთვის შრომის ბაზრის აღდგენა უპირველესი ამოცანაა, თუმცა, მას ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არა აქვს - ხვრელები ბიუჯეტში, სავალუტო და ოქროს რეზერვებში და სახელმწიფო ფონდებში სულ უფრო იზრდება. რამდენიმეწლიანი პროფიციტის შემდეგ ეკონომისტები 10 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ საბიუჯეტო დეფიციტს ელიან.


პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ამ ხვრელების წყარო არა მხოლოდ საკარანტინო შეზღუდვებია, არამედ ნავთობის და გაზის ფასების დრამატული ვარდნა. ენერგომატარებლები წლების მანძილზე რუსეთის ეკონომიკისთვის სიცოცხლის ელიქსირის როლს ასრულებდნენ, დღეს კი ოქროს ექსპორტმა ქვეყანას ნავთობზე და გაზზე მეტი შემოსავალი მოუტანა.




თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up