Handelsblatt: დასავლეთმა ნავალნის მოწამლვას სანქციებით უნდა უპასუხოს

Handelsblatt: დასავლეთმა ნავალნის მოწამლვას სანქციებით უნდა უპასუხოს

access_time2020-08-26 19:50:54

რუსული ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის მცდელობამ მიზანდასახული პასუხი უნდა მიიღოს, როგორც მინიმუმ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არ უნდა ამუშავდეს.


ეს რა სახელმწიფოს მეთაურია, რომელმაც საკუთარი ცოლი ავარიის შემდეგ გერმანიაში სამკურნალოდ გერმანული ბანკის ხარჯზე აგზავნის და ამავე დროს საკუთარ ქვეშევრდომებს უფლებას აძლევს ოპოზიციის მოწამლული ლიდერი ქვეყნიდან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოუშვან? აქ საუბარია ერთის მხრივ პუტინის მეუღლე ლიუდმილაზე, მეორეს მხრივ კი - ოპოზიციონერ-პოლიტიკოსზე ალექსეი ნავალნიზე.


ბოლო წლებში პოლიტიკური მკვლელობები, რომელთა კვალი მოსკოვში მიდის, სულ უფრო ხშირი გახდა. მოსკოვი, ლონდონი, ბერლინი, სოლსბერი, თუ რუსეთის ქალაქი ტომსკი, საერთაშორისო ნორმებით აკრძალული შხამები არა მხოლოდ პოლიტიკური მოწინაამღდეგეების მკვლელობისთვის გამოიყენება, არამედ იმისთვის, რომ ისინი რაც შეიძლება მძიმე ტანჯვაში მომკვდარიყვნენ. ამ მკვლელობების შემკვეთები არასდროს არ გამოვლენილან, მეტიც სავარაუდო მკვლელები ჯილდოებს იღებდნენ და ზოგჯერ დეპუტატებიც კი ხდებოდნენ.


პუტინი ურცხვად უჩვენებს დასავლეთს, რომ მოწინაამღდეგეების ლიკვიდაცია ყველგან შეუძლია, სადაც მოისურვეს და ამის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.



დიდი და რესურსებით მდიდარი ქვეყნის იზოლირება და სანქციების ქვეშ ჩაყენება მარტივი ამოცანა მართლაც არ არის, მაგრამ აღშფოთების გამოთქვა და შემდეგ ისევ რუსეთის ტყუილების მოსმენა უკვე საკმარისი არაა.


არის სანქციები, რომლებიც ტკივილს სწორ მიმართულებებზე აყენებენ. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, სპეცსამსახურების გავლენიან უფროსებს და კრემლთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს ევროკავშირში შესვლა, მათ შვილების კი დასავლეთში სწავლება და ცხოვრება უნდა აეკრძალოს, ხოლო მათი ქონება - დაყადაღდეს. ეს ზომები არა რიგით ადამიანებს, არამედ კრემლის ლაქიებს შეეხება, იმათ, ვინც ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმეობს, მაგრამ ამავე დროს ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რივიერაზე და ლონდონში სასახლეებს ფლობენ. მათ ასევე მალტის, კვიპროსის, და რუმინეთის პასპორტები აქვთ.


თუ მათ აეკრძალებათ დასავლეთში ჩასვლა, თუ ისინი ლუქს-კლასის ავტომობილების და იახტების გარეშე დარჩებიან, ეს მათთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ისინი, ვინც რუსეთში დაუღალავად შრომობენ, დაინახავენ, რომ დასავლეთი არა მოსახლეობას, არამედ კორუმპირებული მაღალჩინოსნებს ებრძვის. ისინი დაინახავენ, რომ დასავლეთი არა მხოლოდ უკბილოდ ყეფს, არამედ კრემლთან ურთიერთობაში ლოალობაზე და სიფრთხილეზე უარს ამბობს.


გერმანიას რუსეთისთვის თავისი, საშიში შხამი აქვს - გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა დასრულებამდე რამდენიმე მეტრში უნდა შეწყდეს. სწორედ ასეთი პროექტებით კრემლის ჩაგვრის აპარატისთვის საჭირო ფინანსებს შოულობს. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება კი დასავლეთს სანქციების გამო შურისძიებისგან უკეთესად დაიცავს.


Handelsblatt.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ნავალნი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up