Handelsblatt: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამჯერად ბრიუსელი უპირისპირდება

Handelsblatt: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამჯერად ბრიუსელი უპირისპირდება

access_time2021-07-28 20:00:39

აშშ-ის მხრიდან გაზსადენის წინაამღდეგ მიმართული ქმედებები დასრულდა, მოსკოვი ტრიუმფალურ გამარჯვებას ზეიმობს.

 

თუმცა, პროექტის ამუშავებს კიდევ ბევრი სერიოზული დაბრკოლება აქვს და ამჯერად, პირველ რიგში, ევროკავშირის მხრიდან. ვაშინგტონის წინაამღდეგობა დაძლეულია, მაგრამ ბრიუსელთან პრობლემები ჯერ მხოლოდ იწყება.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უკვე თითქმის მზადაა, მაგრამ მას მუშაობის დაწყების ნებართვა ჯერაც არ მიუღია, მას კი არა ბერლინი, არამედ ბრიუსელი გასცემს.

 

ის, რომ რუსული გაზსადენი ერთიანი ევროპული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მუშაობდეს, გერმანიამაც აღიარა - ერთობლივ გერმანულ-ამერიკულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მიმართ გერმანია „,ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის პრინციპების ერთგული იქნება“.

 


როგორც ჩანს, ამერიკის მთავრობის უნდობლობა ბერლინისადმი იმდენად დიდია, რომ ვაშინგტონმა გერმანიისგან ისეთი მარტივი ჭეშმარიტების განცხადება მიიღო, როგორიცაა კანონების დაცვის აუცილებლობა. ვაშინგტონმა ასევე აღიარა ის, რაზეც ბევრი არ ლაპარაკობს - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის ამ დროისთვის ყველაზე სერიოზული წინაღობა არა ამერიკული სანქციები, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობაა.

 

2 წლის წინ - ბერლინის წინაამღდეგობის მიუხედავად - ევროკავშირმა გაზსადენების მუშაობის რეგულაციები გაამკაცრა - ერთ-ერთი ძირითადი პირობა ისაა, რომ მილსადენის მფლობელი ვერ იქნება პარალელურად მისი მმართველი, ხოლო ფასთწარმოქმნა გამჭირვალე უნდა იყოს. „გაზპრომი“ ამ ორ პუნქტს ეწინაამღდეგება.

 

თუ გერმანია მექანიკურად გასცემს ნებართვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ექსპლუატაციაზე, ბრიუსელს ჩარევის გარდა არაფერი დარჩება - მათ შორის იმიტომ, რომ ევროკომისიამ უნდა აჩვენოს, რომ ის პრინციპული არა მხოლოდ პოლონეთთან ან უნგრეთთან, არამედ ევროკავშირის მძიმეწონასანთან - გერმანიასთან მიმართებაშიც არის. კანონი ყველასთვის ერთია - მათ შორის გერმანიისთვის.

 

რუსეთის ხელმძღვანელობამ ბრიუსელიდან მომავალი საფრთხის შესახებ კარგად იცის და გარკვეულ ზომებს უკვე იღებს - კერძოდ, მოსკოვმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა და ამით გერმანიაზე და ევროკავშირზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

 

თუმცა, შესაძლოა ამ ზეწოლამ საპირისპირო შედეგები გამოიღოს - რაც უფრო ურცხვად და ღიად გამოიყენებს რუსეთი გაზს პოლიტიკური ინსრუმენტად, მით მეტი იქნება წიმაამღდეგობა ბრიუსელის მხრიდან.

 

handelsblatt.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up