Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება

Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება

access_time2021-01-21 19:00:32

შტატებში ძალაუფლება ახალმა პრეზიდენტმა გადაიბარა, მაგრამ დონალდ ტრამპის პერიოდში დაწყებული კონფლიქტი რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ არსად არ გამქრალა. ის ვაშინგტონს და ბერლინს შორის დაპირისპირების საგნად კვლავ რჩება. ახალი რეალობაში ტრანსატლანტიკური საგაზო დიპლომატიის დროც მოვიდა.

 

ზღვარი იმედსა და თავის მოტყუებას შორის  - ძალიან მყიფეა. თუ ბერლინში აქამდე ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ რუსული გაზსადენის პრობლემა თავისთავად,  ვაშინგტონში ადმინისტრაციის შეცვლით გადაწყდებოდა - უმჯობესია რეალური ფაქტები დაინახონ. სწორედ ბაიდენის და დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი კანონი ამერიკას „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

 

დღესდღეობით, არ არსებობს იმის არანაირი წინაპირობა, რომ ბაიდენი ასეთი გადაწყვეტილებისგან თავს შეიკავებს, და რუსული გაზსადენის მიმართ უფრო ლოიალური იქნება.

 

ახალი სანქციები რუსულ ხომალდს „ფორტუნას“ შეეხება, რომელმაც ბალტიის ზღვაში დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟი უნდა დაასრულოს. აკრძალვები ასევე იმ ევროპულ კომპანიებს შეეხება, რომლებიც პროექტთან დღემდე თანამშრომლობენ, და ეს მუქარა უკვე კონკრეტულ შედეგებს იძლევა - პროექტიდან უკვე გავიდა ნორვეგიული სასერტიფიკაციო კომპანია DNV GL,  გასვლისთვის შვეიცარიული სადაზღვევო გიგანტი Zurich-იც ემზადება.

 

„გაზპრომის“ მილსადენის მმართველი კომპანია-ოპერატორი Nord Stream 2 AG სულ უფრო და უფრო მეტად მარტო რჩება, და ბერლინის მხარდაჭერით წამოწყებული პრესტიჟული და გრანდიოზული პროექტი კრახის ზღვარზეა.

 

ამდენად „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ხდება ის, რაც სინამდვილეში არის - სტრატეგიული ბალასტი გერმანიისთვის.

 


გერმანიის მთავრობისთვის საკუთარ სიჯიუტეზე უარის თქმის და ამ საკითხზე აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვის დრო მოვიდა. მაგალითად, ბერლინს უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მეტი მხარდაჭერა და ნატო-ს დაფინანსების გაზრდა შეუძლია.

 

ასევე გერმანიას შეუძლია იმის გარანტირება, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ში ჩადებული იქნება „გათიშვის მექანიზმი“, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს ან შეწყვეტს, ან რადიკალურად შეამცირებს. ასეთ შემთხვევაში კრემლის საკუთარ თავს დააზიანებს იმ შემთხვევაში, თუ ის გაზსადენს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას დააპირებს.

 

ასევე ბერლინმა თავის თავზე ვალდებულება უნდა აიღოს, რომ გაზსადენი ევროპულ დირექტივას დაემორჩილება, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი და იგივე მოთამაშე არ შეიძლება ერთდროულად გაზის მიმწოდებელიც და გამანაწილებელიც იყოს.

 

ამის სანაცვლოდ, ამერიკელებმა სანქციები უნდა გააუქმონ. ასეთ შემთხვევაში გაზსადენიც აშენდება, გეოპოლიტიკური ზარალი კი მინიმალური იქნება.

 

ამის გარეშე, არსებული პრობლემების უგულვებელყოფით გაზსადენის ამოქმედება დამანგრეველი სიგნალი იქნება - არა მხოლოდ თანამშრომლობისთვის გახსნილ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, არამედ კრემლის მიმართაც, რომელიც თავის ანტიდემოკრატიულ კურსზე უარის თქმას არ აპირებს.

 

აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აშშ-ს ახალი ხელისუფლების მდგომარეობას ასე აფასებს - „ნაციონალიზმი გაძლიერდა, დემოკრატია შესუსტდა, საერთაშორისო სისტემაში კი ჩინეთთან, რუსეთთან, და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან მეტოქეობის ზრდით ხასიათდება“.

 

ამ მეტოქეობაში გერმანია შტატებთან გვერდით უნდა იდგეს. დასავლეთს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ კამათის ფუფუნება უკვე არა აქვს.

 

Handelsblatt.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up