Handelsblatt: აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ჩაძირვას ცდილობს

Handelsblatt: აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ჩაძირვას ცდილობს

access_time2020-06-19 20:00:08

მილები, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე უკვე ჩალაგებული უნდა ყოფილიყო, დღეს ნავსადგურშია მიტოვებული. ეს მოსკოვს და ვაშინგტონს შორის გაზის, ფულის და ძალაუფლებისთვის გაჩაღებული გეოპოლიტიკური ბრძოლის ნათელი მაგალითია.


გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ - ს ძალიან ბევრი მტერი ჰყვას. პირველ რიგში - ამერიკელები. მათ პროექტის შეჩერებას უკვე მიაღწიეს, ამჟამად კი მის სრულ ჩაძირვას  ცდილობენ.ამისთვის აშშ-ს კონგრესი ახალი სანქციები შემოღებას აპირებს.


ის ფაქტი, რომ რუსები ცდილობენ თავიანთი ორი გემის გამოყენებას მილების მონტაჟისთვის, რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიდა. რუსები დარჩენილი მონაკვეთის აშენებას ნებისმიერ ფასად აპირებენ. მათი გეგმებით, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ 2021 წელს უნდა ამუშავდეს.მაგრამ ეს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით წავა.


შტატები ამისთვის ხელისშეშლას შეეცდება. ისინი პროექტთან დაკავშირებული უკლებლივ ყველა კომპანიას სანქციებით ემუქრებიან. ყველა ვისაც ამ პროექტთან თუნდაც მინიმალური შეხება აქვს დარტყმის ქვეშ მოხვდება. მათ შორის, კვების მიმწოდებლებიც კი.სულ უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ამერიკელები პროექტის საბოლოოდ ჩაშლას შეძლებენ. ორთაბრძოლა გაზსადენის ირგვლივ გადამწყვეტ სტადიაში შედის.1200-კილომეტიანი მილსადენის დასრულებამდე, მხოლოდ 160 კილომეტრი დარჩა.


გასული წლის დეკემბერში ამერიკამ სანქციებით მხოლოდ ერთი კომპანია - მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის სფეროს უპირობო მსოფლიო ლიდერი, შვეიცარიული Allseas – შეაშინა.



ამბობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ,რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა კომპანიის დირექტორს წერილით მიმართა, სადაც მას სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოსთხოვა, წინაამღდეგ შემთხვევაში მას კომპანიის სრული განადგურებით დაემუქრა.Allseas-მა ზეწოლას ვერ გაუძლო და პროექტიდან სასწრაფოდ გამოვიდა, რუსებს კი საკუთარი ტექნიკის ჩართვა მოუწიათ. თუმცა, ისინი მშენებლობისთვის საჭირო ტექნოლოგიებს არ ფლობენ.


შიდა წყაროების ინფორმაციით, ხომალდი „Академик Черский» სადღეისოდ გადაიარაღების პროცესშია, რომლის შემდეგაც რუსეთი პროექტის დასრულებას საკუთარი ძალებით შეძლებს.დღეს ის გემი „გაზპრომს“ უკვე არ ეკუთვნის.ეს სხვა, სპეციალურად ამისთვის შექმნილი ერთობლივი საწარმოს საკუთრებაა.სავარაუდოდ, რუსები ასეთი გზით სანქციების თავიდან არიდებას ცდილობენ.თუმცა, ამერიკელებმა ესეც იციან და გაცილებით უფრო მკაცრი კანონის მიღებას გეგმავენ.


არსებული ინფორმაციით, ახალი სანქციები 100-მე კომპანიას შეეხება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით პროექტშია ჩართული.თუ ეს მართლაც ასე მოხდება და კომპანიებს მოუწევთ რუსულ და ამერიკულ ბაზრებს შორის არჩევანის გაკეთება, შესაძლოა ის, რისიც რუსებს ჯიუტად არ სჯერათ, რეალობად იქცეს. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელშიც 9,5 მლრდ. დოლარი უკვე ჩაიდო, დაუსრულებელი დარჩეს.


ეს პირველ რიგში ნეგატიურად ევროპაზე აისახება - კიოლნის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ინსტიტუტის გათვლებით, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ჩავარდნის შემთხვევაში, ევროპას დამატებითი გაზის მიღება ან უკრაინის გავლით, ან აშშ-დან მოუწევს, რაც ფასებს აუცილებლად გაზრდის.ამერიკელები, რომლებიც ბოლო წლებში თხევადი გაზის ინდუსტრიას სწრაფად ავითარებენ, ევროპული ბაზრის წილის მიღებას რუსების შევიწროების ხარჯზე ცდილობენ.


„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ევროპელი დამფინანსებლები ამერიკის მოქმედებებს შეშფოთებით უყურებენ. გერმანული Uniper-ის დირექტორის ანდრეას შირენბეკის თქმით, სანქციების დაწესება ევროპის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.


„მთავრობამ ამერიკელების გადარწმუნება კიდევ ერთხელ უნდა სცადოს. ხელისუფლებამ მკვეთრად უნდა განაცხადოს, რომ პროექტის დასრულება სურს. არ შეიძლება ამერიკელებმა გვიკარნახონ ჩვენს პორტებში ვისი შეშვება შეიძლება, და ვისი არა“ - მიიჩნევს ის.


წყარო: handelsblatt.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 






20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up