Handelsblatt: ამერიკა და გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ზე კვლავ ვერ შეთანხმდა

Handelsblatt: ამერიკა და გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ზე კვლავ ვერ შეთანხმდა

access_time2021-06-04 20:00:35

გერმანული დელეგაციის ვიზიტმა შტატებში როგორც ჩანს, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს საკითხში ვერანაირი პროგრესი ვერ შემოიტანა - შესაბამისად, აშშ-ს კონგრესის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ზეწოლა სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

 

ვაშინგტონში ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა და ვითარება ამ გაზსადენის ირგვლივ ჩიხური რჩება - აშშ და გერმანია ამ საკითხი განსხვავებულ პოზიციებზე დგანან, და წინსვლა ამ მხრივ არც კი დაწყებულა.

 

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ს და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლემა გაზსადენის საკითხი განიხილეს.

 

„მოლაპარაკებების დროს თეთრმა სახლმა გაუზიარა გერმანულ მხარეს თავისი შეშფოთება რისკების გამო, რომლებსაც ეს პროექტი უკრაინისთვის და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის შეიცავს“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

 

თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ადმინისტრაციის განცხადებაშიც რაიმე კონკრეტულ შეთანხმებებზე საუბარი არ არის.

 

რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონმა გერმანიის მთავრობას ანგარიში გაუწია და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ანგელა მერკელმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა როგორც ჩანს, არანაირი კონკრეტული ინიციატივები ამ ეტაპზე მას არ გააჩნია.


 

სანქციებზე უარის თქმამ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გააუმჯობესა და ვაშინგტონმა ამით დაადასტურა, რომ ბერლინთან მოკავშირეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

გერმანულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს საკითხს გვერდი აუარა და განაცხადა, რომ გერმანია და შტატები მთელ რიგ რეგიონალურ და გლობალურ საკითხებში თანამშრომლობისთვის მზად არიან.

 

თუმცა, შიდაპოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც ჯო ბაიდენს უწევს საკმაოდ მაღალია - სანქციებზე უარის თქმამ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატთა ნაწილიც განარისხა.

 

აშშ- კონგრესი მთავრობაზე ზეწოლას აგრძელებს და მილსადენის წინაამღდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. რამდენიმე ამერიკელი სენატორი უკრაინას ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

 

„აშშ უკრაინის ბრძოლას რუსულ აგრესიასთან მხარს უჭერს, ჩვენ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვიცავთ“ - განაცხადა სენატორმა-რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა.

 

დელეგაციაში ასევე შედიოდა სენატორი-დემოკრატი ჯინ შაჰინი, რომელიც ახალი და მკაცრი სანქციების მომხრეა.

 

„თუ მილსადენი მაინც აშენდა, კიდევ არის მისი ექსპლუატაციაში შეყვანის შეჩერების შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - მიიჩნევს შაჰინი.


წყარო: handelsblatt.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up