Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

access_time2020-09-19 20:00:45

2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება.

ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს.

საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების დეფიციტი - ეს იმ მიზეზთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს მშობლიური ადგილების დატოვებას აიძულებს - ასეთია ლონდონის ეკონომიკის და მსოფლიოს ინსტიტუტის კვლევის შედეგები,

განსაკუთრებულ საფრთხეშია სამხრეთ აფრიკის რეგიონი, კერძოდ, ისეთი ქვეყნები, როგორც ანგოლა და მადაგასკარი, ასევე ახლო აღმოსავლეთი სირიიდან პაკისტანამდე - ეს უზარმაზარი და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.

კვლევის ავტორების აზრით, ყველაზე დიდ საფრთხეს ქარიშხლები, წყალდიდობები, წყლის დეფიციტი, და არასაიმედო სასურსათო უზრუნველყოფა წარმოადგენენ. მათი აზრით, მომავალ წლებში ბუნებრივი კატასტროფები გახშირდება, რაც საბოლოო ჯამში კაცობრიობას სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებს.


რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე მკვლევარებმა 31 ქვეყანა დაადგინეს, რომელიც სავარაუდოდ, პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, და მსოფლიო რუკიდან გაქრება.

„პოლიტიკურ კონფლიქტებს და ეკოლოგიურ კატაკლიზმებს შორის აშკარა ურთიერთკავშირია - რაც ნაკლებად მშვიდობიანია ქვეყანა ან რეგიონი, მით უფრო მეტად მას კოლაფსი ემუქრება. ეს თავისებური მოჯადოებული წრეა - კონფლიქტების გამო ზიანდება ქვეყნების ბუნებრივი რესურსები, დეფიციტი კი ახალ კონფლიქტებს წარმოშობს“ - განაცხადა კვლევის ავტორმა სტივ კილელეამ.

კანონზომიერებათა გათვალისწინებით, ექსპერტები დღემდე არნახულ მიგრაციულ ნაკადებს პროგნოზირებენ, რომელთა გამო პირველ რიგში ევროპა დაზარალდება.

2015 წლიდან ვხედავთ, რომ ლტოლვილების შედარებით მცირე რაოდენობას მასობრივი არეულობის და დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს რა პრობლემები მოელი იმის შემდეგ, რაც ასობით მილიონ ადამიან საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევს, და ისეთი დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები, როგორც პაკისტანი, ირანი, ან ეთიოპია დაცარიელდება - მსოფლიომ ამ გრანდიოზული კატაკლიზმებისთვის მზადება უკვე დღეს უნდა დაიწყოს.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up