სერვისი Rutube მეორე დღეა მიუწვდომელია, მისი ისტორიის მანძილზე უძლიერესი ჰაკერული თავდასხმის გამო. საიტი „აღდგენას აღარ ექვემდებარება“, აცნობა წყარომ ვიდეო ჰოსტინგიდან გამოცემას The Village.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვიდეო ჰოსტინგი შედგება არქივების მონაცემთა პეტაბაიტებისა და ასობით სერვერისგან. აღდგენა იმაზე ბევრად მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ინჟინრები თავიდან ვარაუდობდნენ. თუმცა სავალალო პროგნოზები უადგილოა: საწყისი კოდი ხელმისაწვდომია, ბიბლიოთეკა უვნებელია“, – წერს ჰოსტინგის წარმომადგენელი Telegram-ზე.
The Village–ის წყარო კი ამბობს, კიბერთავდასხმის შედეგად მთლიანად წაიშალა საიტის კოდი და ჰოსტინგი უკვე აღარ ექვემდებარება აღდგენას. მან თავდასხმის სავარაუდო მიზეზიც დაასახელა – ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საიტზე წვდომის კოდების გაჟონვა.
ორშაბათს, 9 მაისს, სერვისის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ოპერატიული ჯგუფი მუშაობს საიტზე წვდომის აღსადგენად. დღის ბოლოსთვის Rutube მაინც არ მუშაობდა, ხოლო სამშაბათს მათ აღიარეს, რომ ეს კიბერთავდასხმა ყველაზე ძლიერი იყო სერვისის არსებობის ისტორიაში.