კრიტოვალუტები გაუფასურდა - ჰაკერული თავდასხმა, რეგულაციების არარსებობა თუ ფინანსური პირამიდა

კრიტოვალუტები გაუფასურდა - ჰაკერული თავდასხმა, რეგულაციების არარსებობა თუ ფინანსური პირამიდა

access_time2018-06-14 14:00:00

უკვე თითქმის მეოთხე დღეა, რაც საერთაშორისო ბირჟებზე სხვადასხვა კრიპტოვალუტის ფასები მკვეთრად მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი აქვეყნებს. ერთ-ერთი კრიპტოვალუტა, რომელმაც საგანგაშოდ დაიწია, ეს ბიტკოინია. ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 6 700 აშშ. დოლარზეა ჩამოსული, მანამდე კი 7 400 აშშ დოლარს შეადგენდა. როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, 10 %-იანი კლება სერიოზული ფაქტია.       


 რაც შეეხება კრიტოვალუტების ფასების ვარდნის მიზეზს, გავრცელებული მოსაზრებით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ადგილი ჰაკერულ თავდასხმას ჰქონდა, თუმცა დარგის სპეციალისტები პრობლემას ანზოგადებენ და უფრო დიდ სირთულეს, რეგულაციების არარსებობაში ხედავენ. კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრებით, კრიტოვალუტებით ვაჭრობა ფინანსური პირამიდის მსგავსია და ფასებიც ამიტომ ეცება.  


 „ფასების 6-7 ათას აშშ. დოლარამდე დაცემა, რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზულია.  კარგა ხანია, ასეთი ვარდნა აქამდე არ დაფიქსირებულა. როგორც სოციალურ ქსელებში გავრცლედა ინფორმაცია, ბირჟაზე მოხდა ჰაკერული თავდასხმა და ამ გზით ჰაკერებმა კრიპტოვალუტები გაიტაცეს. იმედია, ბაზარი მალე ყველაფერს დაარეგულირებს, რადგან ასე გაგრძელება და საქონლის მსგავსად გაიაფება, მილიონობით მომხარებელს დიდ ზარალს მოუტანს. თუმცა მე პრობლემას უფრო მასშტაბურად ვუყურებ და კონკრეტული შემთხვევის გარდა, მიზეზებს რეგულაციების არარსებობაშ ვხედავ. მაგალითად ჩინეთმა აღნიშნულზე უკვე იზრუნა და კარგი იქნება თუ მის გამოციდლებას სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი თავდასხმა ხშირად მოხდება“, - განმარტავს საბროკერო კომპანია „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოზი ნიკოლოზ შენგელია.


რეგულაციების მიმართულებით, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემლი, ამ მოსაზრებას იზიარებს „საზოგადოება და ბანკები“-ს ანალიტიკოსი გივი ადეიშვილიც. მისი თქმით, სფერო იმდენად დაურეგულირებელია, რომ შედეგად მუდმივად მაღალი რისკის შემცველია.


„ზოგადად, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსა (ერთ-ერთი შემადგენელი სწორედ კრიტოვალუტაა) და მის სამომავლო პერსპექტივებს დადებითად ვაფასებ, რადგან ვფიქრობ, მას აქვს განვითარების რეალური პოტენციალი. თუმცა დღეს აღნიშნული სფერო დაურეგულირებელია, ამიტომაც არის რისკები ასეთი მაღალი. მომხმარებლს უჭირს მომავლის განსაზღვრა. ვფიქრომ, სიტუაცია უფრო დაბალანსდებოდა რეგულირების შემდეგ“,- აღნიშნავს გივი ადეიშვილი.



რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ყველაფრის საწყისიც და შესაბამისად კრიტოვალუტების ფასების ვარდნის მიზეზიც ფინანსური პირამიდაა, გივი ადეიშვილს დაზუსტებით საუბარი უჭირს. თუმცა ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების მოხსენიებით, არაფერს გამორიცხავს.


 „იმის თქმა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ეს არის პირამიდა რთულია და ამას დაზუსტებით ვერავინ იტყვის. ერთი მხრივ ფაქტია, რომ ეს არის გარკვეული ელექტრონული აქტივი, რომლის ფასიც დამოკიდებულია მოთხოვნასა და მიწოდებაზე. ვიცით, რომ   კრიპტოვალუტა დამოკიდებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და  კლასიკური ფინანსური პირამიდისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში კონკრეტული დამატებითი ღირებულებაც იქმნება. თუმცა მერე მხრივ - გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტსაც, რომ საკმაოდ მაღალრისკიანი სფეროა და ფასების ცვლილების გარდა, რისკია ჰაკერული თავდასხმის, ფულის გათეთრების, არალეგალური ოპერაციების დაფინანსების და ა.შ.,“-განმარტას ადეიშვილი.


კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც ანალიტიკოსი ამახვილებს ყურადღებას, ეს ფინანსური ბუშტის ალბათობაა.


 „დიახ, ეს შეიძლება იყოს ფინანსური ბუშტიც, რომლის ფასებიც დღეს შეიძლება იმაზე მაღალია, ვიდრე მომავალში აღმოჩნდეს, ან პირიქით. პროგნოზირება წარმოუდგენელია, რადგან ფასები მუდმივად იცვლება და არავინაა დაზღვეული ინვესტიციების სრულად დაკარგვისგან. ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველაფერს - ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ზოგად ტენდენციებსა თუ შემთხვევებს მივყავართ ერთ გამოსავალთან - სფეროს რეგულირება აუციელებლია“,- ამბობს გივი ადეიშვილი.

 

 

სალომე ლემონჯავა





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up